LIFE

10 ვარსკვლავი, რომლებიც თავიანთ თაყვანისმცემლებზე დაქორწინდნენ

10 ვარსკვლავი, რომლებიც თავიანთ თაყვანისმცემლებზე დაქორწინდნენ

ზოგიერთ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეძლევა შანსი, თავის საყვარელ ვარსკვლავს შეხვდეს, მაგრამ ზოგიერთი უფრო მეტსაც ახერხებს - სასიყვარულო ურთიერთობას აბამს და ქორწინდება კიდეც ფავორიტ ცნობილ ადამიანზე.

ეს სტატია დაგარწმუნებთ, რომ შეუძლებელი არაფერია და თქვენს საყვარელ მსახიობზე, მომღერალზე თუ სხვა პროფესიის პოპულარულ ადამიანზე ოცნება ერთ დღეს შეიძლება რეალობად იქცეს.

1. ჯესიკა ალბა და ქეშ უორენი - უორენი თავისი ოცნების გოგონას 2005 წელს Fantastic Four-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდა, სადაც ის პროდიუსერის ასისტენტად მუშაობდა. ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ ჯესიკამ მასთან სასიყვარულო ურთიერთობა გააბა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ წყვილი მიხვდა, რომ ერთმანეთი უყვარდათ. 4 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. 

10 ვარსკვლავი, რომლებიც თავიანთ თაყვანისმცემლებზე დაქორწინდნენ

2. ჯულია რობერთსი და დენი მოდერი - დენი ჯულიას 2000 წელს, ფილმ „მექსიკელის“ გადასაღებ მოედანზე შეხვდა, სადაც ის ოპერატორად მუშაობდა. მოდერი ამ პერიოდში დაქორწინებული იყო, მაგრამ ნამდვილ სიყვარულს ხომ ყველანაირი ბარიერის დანგრევა შეუძლია?! ის ცოლს გაშორდა და 2004 წელს ჯულია რობერთსზე დაქორწინდა. წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს. მათ სამი შვილი ჰყავთ.

10 ვარსკვლავი, რომლებიც თავიანთ თაყვანისმცემლებზე დაქორწინდნენ

3. ტომ კრუზი და კეტი ჰოლმსი - კეტი ჰოლმსი ტომის თაყვანისმცემელი იყო. მისი კლასელი იხსენებს, რომ კეტი ტომის ფოტოებს დღიურში ინახავდა. მოგვიანებით ჰოლმსმა ერთ-ერთ ინტერვიუში გულწრფელად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ სურდა ტომ კრუზზე დაქორწინება. მისი ოცნება 2006 წელს ახდა. სამწუხაროდ, წყვილის თანაცხოვრებამ 6 წელიწადს გასტანა. 2012 წელს ისინი განქორწინდნენ. კეტისთვის ტომ კრუზის საიენტოლოგიისადმი დიდი ინტერესი მოსაბეზრებელი აღმოჩნდა.

10 ვარსკვლავი, რომლებიც თავიანთ თაყვანისმცემლებზე დაქორწინდნენ

4. ნიკოლას ქეიჯი და ელის კიმი - ელისი და ნიკოლასი ერთმანეთს 2004 წელს ერთ-ერთ რესტორანში შეხვდნენ, სადაც გოგონა მიმტანად მუშაობდა. მოვლენები სწრაფად განვითარდა და წყვილი იმავე წელს დაქორწინდა, თუმცა 2016 წელს, 12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.

10 ვარსკვლავი, რომლებიც თავიანთ თაყვანისმცემლებზე დაქორწინდნენ

5. პატრიკ დემპსი და ჯილიან ფინკი - პატრიკმა ჯილიანი სალონში გაიცნო. მათ თმა იმ სალონში შეიჭრა, სადაც ფინკი სტილისტად მუშაობდა. წყვილი 1999 წელს დაქორწინდა და ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. 

10 ვარსკვლავი, რომლებიც თავიანთ თაყვანისმცემლებზე დაქორწინდნენ

6. ადამ სენდლერი და ჯეკი სენდლერი - ჯეკი ადამის უდიდესი თაყვანისმცემელი იყო. მას მოულოდნელად შანსი მიეცა, რომ 1999 წელს ადამ სენდლერის გვერდით ეთამაშა ფილმში Big Daddy. მათი რომანი სწორედ ფილმის გადასაღები მოედნიდან დაიწყო. ადამის გამო ჯეკი იუდეველი გახდა. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს, სენდი და სანი.

10 ვარსკვლავი, რომლებიც თავიანთ თაყვანისმცემლებზე დაქორწინდნენ

7. ჯონ ტრავოლტა და კელი პრესტონი - ორივე მათგანი ახლა ვარსკვლავია, მაგრამ კელის ახსოვს, როგორი გრძნობა ჰქონდა, როცა 16 წლის ასაკში კინოთეატრში მიმავალი ტრავოლტა დაინახა. „გადავწყვიტე, რომ ამ კაცზე დავქორწინდებოდი“ -იხსენებს პრესტონი. 1991 წლიდან წყვილი ბედნიერ ქორწინებაშია.

10 ვარსკვლავი, რომლებიც თავიანთ თაყვანისმცემლებზე დაქორწინდნენ

8. ენ ჰეთეუეი და ადამ შულმანი - ადამი თავის ფავორიტ ვარსკვლავს ერთ-ერთ ფესტივალზე შეხვდა. ენს ის პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა. 2012 წელს წყვილი დაქორწინდა და დღემდე ერთად ცხოვრობენ. 

10 ვარსკვლავი, რომლებიც თავიანთ თაყვანისმცემლებზე დაქორწინდნენ

9. მეთ დეიმონი და ლუსიანა ბაროსო - ლუსიანა ბარში მიმტანად მუშაობდა და სწორედ ბარში, 2003 წელს თავის კუმირს, მეთ დეიმონს შეხვდა. ლუსიანა მეთს დაეხმარა ფანებისგან თავის დაღწევაში და საბოლოოდ, მისი გული მოიგო. 2005 წელს წყვილი დაქორწინდა. 

10 ვარსკვლავი, რომლებიც თავიანთ თაყვანისმცემლებზე დაქორწინდნენ

10. რუბენ სთადარდი და სურატა ზური მაკკანტსი - რუბენის თაყვანისმცემელთა არმიაში სურატა ერთ-ერთი იყო. წყვილმა ერთმანეთი მაღაზიაში გაიცნო. რუბენი მაშინვე მოიხიბლა. წყვილი 2008 წელს დაქორწინდა, თუმცა 2011 წელს მათი ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა. 

10 ვარსკვლავი, რომლებიც თავიანთ თაყვანისმცემლებზე დაქორწინდნენ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>