თუ თქვენს პატარას ხშირად ჩაეხუტებით, ის უფრო ჭკვიანი გაიზრდება - ახალი კვლევის შედეგი
- 25.02.2018
თუ იმ მშობლების კატეგორიას განეკუთვნებით, რომლებიც ხშირად ეფერებიან და ეხუტებიან შვილებს, ეს კარგია და ასეთი ქმედება არ უნდა შეწყვიტოთ.
როგორც აღმოჩნდა, ფიზიკური შეხება პატარასთან, მისი განვითარების პერიოდში, იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ბავშვის გონებრივი განვითარების თვალსაზრისით.
ახალი კვლევის თანახმად, თუ მშობელი შვილს ხშირად ეფერება და ეხუტება, ბავშვი უფრო ჭკვიანი და გონიერი ხდება.
მკვლევარები ამბობენ, რომ რაც უფრო ხშირად ეხუტებით ბავშვს, მისი ტვინი უფრო მეტად იზრდება და ვითარდება.
კვლევა ოჰაიოში, ბავშვთა კლინიკის პროფესორებმა ჩაატარეს. ის 125 ნაადრევად დაბადებული პატარას განვითარების დონის შესწავლას ეყრდნობა.
შედეგი გვიჩვენებს, რომ სიყვარულის გამოხატვამ, ჩახუტებამ და მოფერებამ მათზე დადებითად იმოქმედა და სწრაფად განვითარდნენ გონებრივად.
მკვლევარისა და ექიმის, ნატალი მაიტრეს თქმით, ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა სხეულზე შეხება და ჩახუტება ძალიან დიდ შედეგს იძლევა პატარას ტვინის განვითარების თვალსაზრისით.
გარდა იმისა, რომ ბავშვს ხშირად უნდა ჩაეხუტოთ, ამასთანავე მას აუცილებლად უნდა გადასდოთ ყოველთვის დადებითი ემოციები. ბავშვთან ურთიერთობისას დარწმუნდით, რომ ის თქვენგან მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივს იღებს.
ასე რომ, ჩაეხუტეთ თქვენს პატარებს იმდენად ხშირად, რამდენადაც შეგიძლიათ - ამ შემთხვევაში ის უფრო ჭკვიანი და გონიერი გაიზრდება.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბავშის აღზრდა, ბედნიერი ბავშვი
<a href="https://en.newsner.com/">https://en.newsner.com/</a>