მშობლები

ოქსფორდელი მკვლევარები გვირჩევენ, აუცილებლად ვატაროთ შვილები საბავშვო ბაღში

ოქსფორდელი მკვლევარები გვირჩევენ,  აუცილებლად ვატაროთ შვილები საბავშვო ბაღში

თუ დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო იძულებულები ხარ, ბავშვი საბვშვო ბაღში ატარო, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს: ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ უმჯობესია ბავშვმა ბაღში იაროს, ვიდრე — მთელი დღეები სახლში, დედასთან ერთად გაატაროს. აღმოჩნდა, რომ საბავშვო ბაღში პატარებს უკეთესად უყალიბდებათ სოციალური და ყოველდღიური უნარები; ისინი კი ვინც მთელ დროს სახლში ატარებენ, ლაპარაკს და სხვადასხვა მოძრაობას უფრო ნელა ითვისებენ. 

მოკლედ, დროა მშობლებმა გაიაზრონ, რომ საბავშვო ბაღში მათ შვილს არაფერი დაუშავდება, პირიქით — ბაღი ბავშვს ინტერაქციული უნარების განვითარებაში დაეხამრება. პროფესორების განცხადებით, დასაქმებული მშობლების ფენომენი ორი შესაძლო შედეგის მომტანია:

  1. დასაქმება თავისთავად ფინანსურ უზრუნველყოფას და ბავშვისთვის სტაბილური გარემოს შექმნას გულისხმობს
  2. მეორე მხრივ, რამდენადაც მშობლები მთელ დროს გარეთ ატარებენ, შვილთან კონტაქტის დამყარებას ნაკლებად ახერხებენ

თუმცა, კვლევის შედეგების მიხედვით, ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის, ამ ორივე ასპექტზე მნიშვნელოვანია, საბავშვო ბაღში დიდი დრო გაატაროს.

კვლევის ფარგლებში 800 გერმანელი დედა და მათი 2 ან 3 წლის შვილების პროგრესი შეისწავლეს. კვლევის ობიექტები დაახლოებით ასეთი სახის კითხვებს პასუხობდნენ: „შეუძლია თუ არა თქვენს შვილს მაკრატლით ქაღალდის გამოჭრა?“ ან „შეუძლია თუ არა თქვენს შვილს 2-სიტყვიანი წინადადების წარმოთქმა?“ საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ აქტივობები, რომლებშიც პატარები საბავშვო ბაღში ერთვებიან (ხატვა, ძერწვა, სიმღერა და ა.შ.), სხარტი აზროვნების უნარებს ავითარებს, ლაპარაკის უნარების განვითარების ხელშემწყობი კი ახალი ნაცნობების შეძენაა.

ოქსფორდელი მკვლევარები გვირჩევენ,  აუცილებლად ვატაროთ შვილები საბავშვო ბაღში

კვლევის დასკვნის ავტორმა — ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ანანდმა განაცხადა: პატარა ბავშვების ქცევაზე დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ მნიშვნელოვანია, საინტერესო აქტივობებში მათთან ერთად მშობლებიც იყვნენ ჩართული — ამ შემთხვევაში უფრო მრავალფეროვანი უნარები უვითარდებათ. ეს კი ნიშნავს, რომ საკმარისი არ არის, მხოლოდ შვილის გვერდით იყო: თუ გსურს, ბავშვს ესა თუ ის უნარი განუვითარდეს, ამისთვის საინტერესო აქტივობები უნდა მოიფიქრო და მათში თავადაც ჩაერთო!

მეორე მხრივ, მკვლევრების განაცხადებით, საბავშვო ბაღის გარემო შენი პატარას მეტად მასტიმულირებელ აქტივობებში ჩართვას განაპირობებს, რაც მის ზოგად განვითარებას საგრძნობლად აჩქარებს.

ეს კვლევა ქალების ვებ-გვერდის თანარედაქტორმა, კონსერვატორული შეხედულებების მქონე ქალბატონმა — ლორა პერინსმა გააკრიტიკა. პერინსი მიიჩნევს, რომ დედა მთელ თავის დროს შვილებს უნდა უთმობდეს და აცხადებს, რომ მკვლევრების დასკვნა იმის დამტკიცებას ცდილობს, თითქოს შვილისთვის მშობელთან ყოფნა საზიანოა; ამის მიზეზად კი მკვლევრებზე მთავრობის გავლენას ასახელებს, რომელსაც სურს, საბავშო ბაღები სრული დატვირთვით ამუშავდეს და მშობლების სახით მეტი მუშახელი შეიძინოს.

ოქსფორდელი მკვლევარები გვირჩევენ,  აუცილებლად ვატაროთ შვილები საბავშვო ბაღში

რაც შეეხება ოქსფორდის პროფესორებს, ისინი თავიანთ აზრზე რჩებიან და ბავშვის სწრაფი განვითარების ხელშემწყობ პირობებს ასახელებენ:

სასურველია, პატარებმა გარკვეული დრო პერიოდულად ბებიასთან და ბაბუასთან ერთად გაატარონ

მნიშვნელოვანია, დედას უმაღლესი განათლება ჰქონდეს

იმ ბავშვებს, ვისაც მშობლებიც დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო ნაკლებ დროს უთმობენ, განვითარებაში საგრნობლად ეხმარებათ უფროს და-ძმებთან კომუნიკაცია.

საბოლოოდ, თქვენთვის კვლევის შედეგების გაცნობას 2 საინტერესო ფაქტით დავასრულებთ:

  1. აღმოჩნდა, რომ თუ ბავშვს ყოველდღიურად დიდი ხანი ასეირნებ პარკში, იმისათვის, რომ სუფთა ჰაერზე იყოს, მის განვითარებას გარკვეულწილად ხელს უშლი, რადგანაც ჭოჭინაში ან ეტლში დაბმულ მდგომარეობაში პატარები უმოძრაობას ეჩვევიან
  2. ყველაზე დიდ ბედნიერებას კი ჩვენს პატარებს წიგნის წაკითხვა და საყიდლებზე წაყვანა ანიჭებთ
ოქსფორდელი მკვლევარები გვირჩევენ,  აუცილებლად ვატაროთ შვილები საბავშვო ბაღში



წყარო:&nbsp;<a href="http://www.telegraph.co.uk/science/2016/11/16/kids-better-off-at-nursery-rather-than-staying-at-home-with-mum/">www.telegraph.co.uk</a>