LIFE

ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ერთმანეთი შემთხვევით პაემანზე გაიცნეს

ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ერთმანეთი შემთხვევით პაემანზე გაიცნეს

ხშირად გვგონია, რომ ვარსკვლავები ზღაპრულ სამყაროში ცხოვრობენ და მათი წესები, ცხოვრების სტილი ჩვენგან დიდად განსხვავდება. თუმცა ეს ასე არ არის. მათ ზუსტად ისეთივე ცხოვრება აქვთ, როგორც ჩვენ.

ზოგჯერ, როცა სასურველ და შესაფერ რომანტიკულ პარტნიორს ვერ პოულობენ, მათ ცხოვრებაში „კუბიდონი“ მეგობრები ერევიან ხოლმე და შესაფერ პარტნიორს აცნობენ.

ასეთი პაემნების შედეგად დაწყებული ურთიერთობების დიდი ნაწილი წარმატებულია ხოლმე.

ვნახოთ წყვილები, რომლებმაც ერთმანეთი სხვების დახმარებით გაიცნეს:

1. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - პირველ ერთობლივ სატელევიზიო ინტერვიუში სამეფო წყვილმა გულწრფელად ისაუბრა თავიანთ პირველ შეხვედრაზე და აღიარეს, რომ ერთმანეთი შემთხვევითი პაემნის დროს გაიცნეს. „ჩვენი შეხვედრა საერთო მეგობარმა მოაწყო და ისე, რომ ამის შესახებ არც ერთმა არ ვიცოდით“, - ამბობს პრინცის საცოლე. „ულამაზესი და ძალიან სასიამოვნო სიურპიზი იყო, როდესაც ოთახში შევედი და იქ მეგანი დავინახე“, - იხსენებს პრინცი.

ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ერთმანეთი შემთხვევით პაემანზე გაიცნეს

2. ტომ ბრედი და ჟიზელ ბიუნდჰენი - მსოფლიოში გამოჩეულად ლამაზმა წყვილმაც ერთმანეთი მეგობრის მონდომების შედეგად გაიცნო. 2009 წელს გამოცემა Details-თან ინტერვიუში ტომმა ჟიზელის გაცნობის ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, მეგობარი დაჰპირდა, რომ სუპერმოდელთან პაემანს მოუწყობდა. „მე ვიცნობ გოგონას, რომელიც ძალიან შეგეფერება, მითხრა მეგობარმა“, - იხსენებს ტომ ბრედი. პაემანი ისე მოაწყვეს, რომ ჟიზელმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. გაცნობიდან სამი წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა და ახლა სამი შვილი ჰყავთ.

ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ერთმანეთი შემთხვევით პაემანზე გაიცნეს

3. ადამ შულმანი და ენ ჰეთეუეი - ენ ჰეთეუეიმ და მისმა ქმარმა ურთიერთობა 2008 წელს დაიწყეს. ერთმანეთი კი, საერთო მეგობარმა გააცნოთ. ისინი პირველივე ნახვისთანავე მოიხიბლნენ ერთმანეთით და გაცნობიდან 3 წლის შემდეგ დაქორწინდნენ.

ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ერთმანეთი შემთხვევით პაემანზე გაიცნეს

4. ბრედ პიტი და ჯენიფერ ანისტონი - მათი ურთიერთობა მართალია განშორებით დასრულდა, თუმცა დღემდე ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად მიიჩნევენ. ერთმანეთი შემთხვევით პაემანზე გაიცნეს, რომელიც მსახიობების აგენტებმა მოაწყვეს.

ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ერთმანეთი შემთხვევით პაემანზე გაიცნეს

5. ბენჯი მედენი და კამერონ დიასი - ბენჯი და კამერონი იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობა არ ჰქონდათ. მათ პაემანი მეგობრებმა მოუწყვეს ისე, რომ თავად ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ერთმანეთი შემთხვევით პაემანზე გაიცნეს

6. ემილი ბლანტი და ჯონ კრასინსკი - წყვილი ენ ჰეთეუეის უნდა უხდიდეს მადლობას გაცნობისთვისთვის. 2008 წელს ემილი ბლანტი ენთან ერთად თამაშობდა ფილმში „ეშმაკი ატარებს პრადას“. სწორედ ენმა მოაწყო ჯონისა და ემილის შეხვედრა. კრასინსკიმ ამის შესახებ ელენ დეჯენერსის შოუში ისაუბრა. „როდესაც ის დავინახე, ძალიან ავნერვიულდი, ძალიან მომეწონა, მივედი და ვუთხარი, მე შენ მომწონხარ“, - იხსენებს ჯონი.

ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ერთმანეთი შემთხვევით პაემანზე გაიცნეს

7. ელსა პატაკი და კრის ჰემსუორთი - კრისი ამბობს, რომ თავის მეუღლე შემთხვევითი პაემნის დროს გაიცნო, რომელიც საერთო მეგობრის მიერ იყო ორგანიზებული.

ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ერთმანეთი შემთხვევით პაემანზე გაიცნეს

8. ქლოე კარდაშიანი და ტრისტან ტომპსონი - ქორწინების 10 წლისთავზე ქლოემ აღიარა, რომ თავისი მეუღლე შემთხვევითი პაემნის დროს გაიცნო. „მეგობარმა მითხრა, რომ გამაცნობდა ზუსტად ისეთ ბიჭს, რომელიც მე შემეფერებოდა. თავდაპირველად არ მინდოდა წასვლა, მაგრამ მაინც წავედი და იქ ტრისტანი მოვიდა“, - იხსენებს ქლოე.

ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ერთმანეთი შემთხვევით პაემანზე გაიცნეს

9. ჰილარი ბარტონი და ჯეფრი დინ მორგანი - ჰილარიმ და ჯეფრიმ ერთმანეთი ორმაგ პაემანზე გაიცნეს. ჯეფრისთან ერთად პაემანზე სერიალ „ზებუნებრივში“ მისი ერთ-ერთი პარტნიორი, ჯენსენ ეკლსი იყო. სწორედ ჯენსენის მიერ იყო ორგანიზებული პაემანი. ის პაემანზე თავის მომავალ ცოლთან დენიელთან ერთად მივიდა. „პაემნის შემდეგ მე და ჰილარი ჩემს სახლში წავედით, ცოტა ტეკილა დავლიეთ“, - იხსენებს ბარტონი. წყვილი დღეს დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავთ.

ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ერთმანეთი შემთხვევით პაემანზე გაიცნეს

10. სელმა ჰაიეკი და ფრანსუა ანრი პინო - ყველა შემთხვევითი პაემნის დროს არ ჩნდება ნაპერწკალი. როგორც სელმა Latina-სთან ინეტრვიუში ამბობს ის და ფრანსუა პირველივე შეხვედრისთანავე არ მოხიბლულან ერთმანეთით. „ჩვენი პირველი შეხვედრა არც ისე სასიამოვნო იყო. მე არ ვიცოდი, რომ ეს პაემანი იყო, მეგონა, რომ წვეულებაზე მივდიოდი. მეგობრებმა მომატყუეს, რადგანაც იცოდნენ, რომ პაემანზე არ წავიდოდი. ძალიან გავბრაზდი და ფრანსუა ვერ ხვდებოდა ჩემი გაბრაზების მიზეზს, რადგანაც ეგონა, რომ მე მის გასაცნობად მივედი. ურთიერთობა ამიტომაც ძალიან უსიამოვნოდ დაიწყო, თუმცა როგორც ხედავთ ბედნიერი დასარული აქვს“, - ამბობს სელმა.

ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ერთმანეთი შემთხვევით პაემანზე გაიცნეს

11. ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი - ჰოლივუდის გამორჩეულად ლამაზმა წყვილმა, რომელთა ურთიერობაც ბევრისთვის სამაგალითოა, ერთმანეთი ორმაგ პაემანზე გაიცნეს, თუმცა პაემანზე ისინი სხვა პარტნორებთან ერთად მივიდნენ. „ის პაემანზე სხვა ბიჭთან ერთად მოვიდა, მე კი, სხვა გოგონასთან ერთად ვიყავი. ეს იყო ყველაზე საშინელი და უხერხული პაემანი, იმიტომ, რომ ჩვენს შორის მაშინვე გაჩნდა ნაპერწკალი და თავი უხერხულად ვიგრძენით“, - იხსენებს რაიანი.

ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ერთმანეთი შემთხვევით პაემანზე გაიცნეს

12. ჯენიფერ ანისტონი და ჯასტინ ტერუ - ჯენი და ჯასტინი თავდაპირველად მეგობრები იყვნენ, თუმცა საერთო მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ორს შორის მეგობრობაზე უფრო მეტი უნდა ყოფილიყო და პაემანი მოუწყვეს. პაპარაცებმა მათ ფოტოები გადაუღეს და მაშინ ჯენიფერი განმარტავდა, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მეგობრების ერთობლივი სადილი, თუმცა შემდეგ, როგორც ყველამ ნახა, მათ მყარი სასიყვარულო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ერთმანეთი შემთხვევით პაემანზე გაიცნეს



<a href="https://www.harpersbazaar.com" target="_blank">https://www.harpersbazaar.com</a>