12 ქალი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ასაკობრივი სამოსი არ არსებობს და ასაკი მხოლოდ ციფრებია
- 30.03.2018
არიან ქალები, რომლებიც თვლიან, რომ ასაკის შესაბამისად უნდა ეცვათ და როცა წლები ემატებათ განსხვავებული სტილის სამოსს იცვამენ, თუმცა ამავდროულად არიან ქალები, რომლებიც თვლიან, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და შეუძლიათ თინეიჯერული სტილის სამოსი ნებისმიერ ასაკში მოიხდინონ, ან პირიქით თინეიჯერობის პერიოდში ბებიების იმიჯი მოირგონ.
ვნახოთ ქალები, რომლებიც ე.წ. ასაკობრივი სამოსის ცნებას არ აღიარებენ:
1. ანა დელო რუსო - იაპონური „ვოგის“ 52 წლის რედაქტორი ხშირად ჩნდება საზოგადოებაში სკოლის მოსწავლე გოგონას, ან ბალერინას ფორმით. ასეთ სამოსს ძალიან იხდენს და ყველას უმტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.
2. ბეატრიქს ოსტი - მსახიობი და მწერალი 74 წლისაა და ის ხშირად ჩნდება საჯაროდ, აუდიტორიის წინაშე, იცვამს მოდურად და ელეგანტურად ხოლო წითელი ტუჩსაცხი მისი განუყრელი ნაწილია.
3. დონატელა ვერსაჩე - 59 წლის დიზაინერი და ორი შვილის დედა ინარჩუნებს გლამურულ იერს და სექსუალური ვიზუალს.
4. დაიან ვონ ფურსტენებრგი - ბელგიელმა დიზაინერმა იცის, როგორ ჩაიცვას ელეგანტურად, მომხიბვლელად და ამავდროულად, ახალგაზრდულად.
5. ირის აპფელი - ქალი, რომელიც ალბათ ბევრისთვის ინსპირაციის წყაროა. 92 წლის ირისი ამბობს, რომ მან მხოლოდ ახლა გაშალა ფრთები. ირისი იცვამს გამორჩეულად, ექსტრავაგანტულად, არ მოსწონს ე.წ. ბებიის სტილი და მისი გარდერობის შესაძლოა ბევრ თინეიჯერსაც კი შეშურდეს.
6. კეიტ მოსი - 40 წლის მოდელს შეუძლია ყველანაირი სტილი მოირგოს და მოიხდინოს. ის ნებისმიერ სამოსში შესანიშნავად გამოიყურება. ქეითს შეუძლია ვინტაჟური და თანამედროვე სამოსის შერწყმით შეუდარებელი სტილი შექმნას.
7. მადონა - 55 წლის მომღერალსა და მსახიობს ყველაფერი აქვს რაზეც შეიძლება ადამიანმა იოცნებოს, მან ყველა ოცნება აიხდინა და ყველა მიზანს მიაღწია, თუმცა მიუხედავად ამისა, არასოდეს ჩერდება და მუდამ პოულობს ინტერესის ახალ სფეროებს. ის ხშირად იცვლის სტილს, ვარცხნილობას და არასდროს არაა მონოტონური.
8. მერი ქეით ოლსენი და ეშლი ოლსენი - როდესაც ტელევიზიით დები ოლსენები პირველად გამოჩდნენ, უკვე ცხადი იყო, რომ ისინი თავიანთ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებდნენ ჰოლივუდში. მათი ჩაცმის სტილი განვითარდა და ევოლუცია განიცადა. ისინი ამ ეტაპზე 40-50 წლის ქალის სტილს ანიჭებენ უპირატესობას.
9. Pat Cleveland - მოდის სამყაროში ყველაფერი იცვლება, რაღაც ტრენდული ხდება, რაღაც მოდიდან გადადის, პატ კლივლანდის სტილი კი უცვლელია. განსაკუთრებული, სექსუალური ქალის იმიჯი აქვს მას ყველა ასაკში.
10. TaviGevinson - ბლოგერი 18 წლისაა. მან გადაწყიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და ბებიის იმიჯი მოერგო. ტავის განმარტებით, ამ ექსპერიმენტით სურდა ეთქვა რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.
11. ტეილორ სვიფტი - ქანთრის ვარსკვლავი მართალია ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, მაგრამ ის უკვე არაერთხელ გვინახავს წითელ ხალიჩაზე სხვადასხვა ელეგანტური კაბით. ტეილორს, მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა, შეუძლია შესანიშნავად მოირგოს მასზე უფროსებისთვის გათვლილი ელეგანტური კაბები და დაამტკიცოს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, სად რა ჩავიცვა, ტანსაცმელი
<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია