იცით, რომ ჭკვიანი ადამიანები გვიან იძინებენ, უყვართ უწესრიგობა და უფრო მეტს ჩხუბობენ
- 30.03.2018
ინტელექტუალური ადამიანები უფრო ხშირად ჩხუბობენ
კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ რაც მეტი სალანძღავი სიტყვა შეუძლია მოაგონდეს ადამიანს 1 წუთში, მით უფრო მაღალი შედეგი აქვს მას IQ ტესტში. მკვლევარებმა დაუშვეს, რომ უცენზურო სიტყვები ლექსიკონში მჭევრმეტყველებაზე მეტყველებს, და არა სიტყვების უკმარისობის შენიღბვის მცდელობაზე.
ჭკვიანი ადამიანები გვიან იძინებენ
მოთხოვნილება გაქვთ გვიან დაწვეთ დასაძინებლად? - ესეც შეიძლება მოწმობდეს თქვენი მშვენიერი გონებრივი უნარების შესახებ. კვლევარებმა აღმოაჩინეს კავშირი გვიანი დაძინებასა და ინტელექტის მაღალი დონის შორის.
ცნობილ „ბუებს“ შორის შეიძლება გავიხსენოთ ბარაკ ობამა, ჩარლზ დარვინი, უინსტონ ჩერჩილი, ელვის პრესლი. და თუ მიდრეკილება გაქვთ გვიანობამდე იფხიზლოთ, თქვენ ნამდვილად კარგ კომპანიაში იმყოფებით.
უწესრიგობა და მაღალი IQ - ერთმანეთთან კავშირშია
თუ თქვენ არ გერიდებათ უწმაწური გამონათქვამების და ამასთან „შემოქმედებითი ქაოსი“ გაქვთ სამუშაო მაგიდაზე? - მაშინ თქვენთვის კარგი ამბები გვაქვს.
უწესრიგობა გენიოსების მაგიდაზე მათი აზროვნების თავისებურებებთანაა დაკავშირებული, ამის შესახებ ნათქვამია მინესოტის უნივერსიტეტის გამოკვლევაში. თუ თქვენ არ თვლით საჭიროდ მიუძღვნათ უამრავი დრო იდეალურ წესრიგს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უსუფთაო ხართ. შესაძლებელია, თქვენ გონებას უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს.
მკვლევარების თქმით, მაგიდაზე უწესრიგობა ხელს უწყობს შემოქმედებით ნაყოფიერებას.
თემები: წესები, ურთიერთობა, ინტელექტუალი
<a href="wowww.ru">wowww.ru</a>