სტილი

ერთი კაბა, რომელიც ყველა ტრენდული ქალის გარდერობში უნდა იყოს

ერთი კაბა, რომელიც ყველა ტრენდული ქალის გარდერობში უნდა იყოს

2018 წლის მთავარ მოდურ ტენდენციებს Trend.ge-ს მკითხველი კარგად იცნობს. ვიცით, რომ წელს განსაკუთრებით მოდურია სხვადასხვა სტილის კოპლებიანი სამოსი.

სტილის შერჩევაზე ბევრი დრო რომ არ დაკარგოთ,დიზაინერებმა, მოდურმა ბლოგერებმა და სხვადასხვა მოდური გამოცემების რედაქტორებმა (მათ შორის Harper’sBazaar-ის) გამოარჩიეს ერთი კაბა, რომელიც წელს ყველა ტრენდული ქალის გარდერობში უნდა იყოს.

ეს არის თავისუფალი სტილის შავი კაბა, თეთრი ყვავილების პრინტით, რომლის ჩაცმაც თითქმის ნებისმიერ გარემოშია შესაძლებელი. მისი ტარება მარტივია, არის მოსახერხებელი და კომფორტული. კაბა იკვრება ღილებით და აქვს კლასიკური პერანგის საყელო.

ერთი კაბა, რომელიც ყველა ტრენდული ქალის გარდერობში უნდა იყოს

მსგავსი კაბით უკვე გამოჩნდნენ მოდელები და ჰოლივუდის ვარსკვლავები. მათ შორის ის ეცვა ქეით ბოსუორთს, კარლი კლოსს, სელენა გომესს, მარგოტ რობის, ემილი რატაკოვსკისა და კეტი პერის.

კაბის შექმნის ინსპირაციის წყარო ვინტაჟური სტილია. ის წარმოადგენს თანამედროვე, მხიარული და რეტროს სტილის კომბინაციას.

ეს კაბა შეგიძლიათ ჩაიცვათ ზაფხულში შესაბამის საზაფხულო ფეხსაცმელთან და ასევე შემოდგომასა და გაზაფხულზე ჩექმებთან ერთად.

ვნახოთ, როგორი დეტალები შეგიძლიათ შეუსაბამოთ ამ კაბას:

1. კრისი რაზერფორდი, Harper’s Bazaar-ის რედაქტორი მიიჩნევს, რომ ამ ყვავილების პრინტით გაფორმებულ კაბას ფოტოზე აღბეჭდილი აქსესუარები შეესაბამება ყველაზე მეტად. 

ერთი კაბა, რომელიც ყველა ტრენდული ქალის გარდერობში უნდა იყოს

2. Shop Bazaar-ის რედაქტორის, ჯეიდ ფრამტონის აზრით კი, ამ კაბას ნათელი, ღია ფერების აქსესუარები მოუხდება. 

ერთი კაბა, რომელიც ყველა ტრენდული ქალის გარდერობში უნდა იყოს

3. Elle-ს ბრენდ მენეჯერის და მოდური განყოფილების რედაქტორის, ჯესიკა როულსის აზრით, კაბას ნარინჯისფერი, შავი და ცისფერი აქსესუარები მოუხდება ყველაზე მეტად. 

ერთი კაბა, რომელიც ყველა ტრენდული ქალის გარდერობში უნდა იყოს

თქვენ როგორ აქსესუარებს შეუსაბამებდით მას?



<a href="https://www.harpersbazaar.com/">https://www.harpersbazaar.com/</a>