LIFE

6 არაჰოლივუდური ფილმი იმის შესახებ, თუ როგორი არაჩვეულებრივია სიყვარული

6 არაჰოლივუდური ფილმი იმის შესახებ, თუ როგორი არაჩვეულებრივია სიყვარული

1. სხვების ცხოვრება (Das Leben der Anderen)

6 არაჰოლივუდური ფილმი იმის შესახებ, თუ როგორი არაჩვეულებრივია სიყვარული

მთავარ როლებში: ულრიხ მიუე, სებასტიან კოხი, მარტინა გედეკი.

გეორგ დრაიმანი - ცნობილი მწერალი და დრამატურგია. მას შეეძლო მშვიდად ეცხოვრა და არანაირი დაინტერესება არ გამოეწვია ჯაშუშური სამსახურების მხრიდან, ცნობილი მსახიობი ქალი რომ არ შეყვარებოდა. იმდენად ცნობილი, რომ მათი რომანი შეუმჩნეველი არ დარჩა ცენტრალურ კომიტეტს. დრაიმანის ცხოვრებაში ჩნდებიან საიდუმლო პოლიციის სპეცაგენტები, რომელთა პროფესიაა - სხვების ცხოვრება.

2. პიანისტი ქალი (La pianiste)

6 არაჰოლივუდური ფილმი იმის შესახებ, თუ როგორი არაჩვეულებრივია სიყვარული

მთავარ როლებში: იზაბელ იუპერი, ანი ჟირარდო, ბენუა მაჟიმელი.

ერიკა – ვენის კონსერვატორიის პროფესორია. საკუთარი სტატუსისა და იმის მიუხედავად, რომ ის დაკავებულია საყვარელი საქმით, მის ცხოვრებას ძნელად უწოდებ ბედნიერს. ქალი დედასთან ერთად ცხოვრობს, სძინავთ ერთ ლოგინში. ის ჩუმად დადის სექს-შოპებში, საწოლის ქვეშ კი კოლოფში ინახავს ნაკრებს სადომაზო-გართობებისთვის. ერიკა ეძებს სიყვარულს, მამაკაცის ყურადღებას. მაგრამ როცა ის ა მოსწავლეს შეუყვარდებ, ერიკას რეაქცია და ქცევა შოკში აგდებს მას.

3. მხოლოდ შენ (Sadece Sen)

6 არაჰოლივუდური ფილმი იმის შესახებ, თუ როგორი არაჩვეულებრივია სიყვარული

მთავარ როლებში: ბელჩიმ ბილგინი, იბრაგიმ ჩელიკოლი, კერემ ჯანი.

ყოფილი პროფესიონალი მოკრივე ალის შემთხვევით ხვდება უსინათლო გოგონას. და ეს შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა. ისინი დიდხანს ცხოვრობდნენ ერთად ბედნიერად, სანამ ერთხელ მათ სახლში უბედურება არ მოხდა: ხაზალის ავადმყოფობამ პროგრესირება დაიწყო.

4. ყვავილობის დრო (Lust och fägring stor)

6 არაჰოლივუდური ფილმი იმის შესახებ, თუ როგორი არაჩვეულებრივია სიყვარული

მთავარ როლებში: იუხან ვიდერბერგი, მარიკა ლაგერკრანცი, თომას ფონ ბრომსენი.

15 წლის სტიგს თავისი სკოლის მასწავლებელი ვიოლა შეუყვარდება. ის გათხოვილია და 37 წლისაა. მაგრამ ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რადგან მოზარდსა და ქალს შორის ძალიან ძლიერი გრძნობაა.

5. წარმოსახვითი სიყვარული (Les amours imaginaires)

6 არაჰოლივუდური ფილმი იმის შესახებ, თუ როგორი არაჩვეულებრივია სიყვარული

მთავარ როლებში: ქსავიე დოლანი, მონია შოკრი, ნილს შნაიდერი.

მარი და ფრანსისი - საუკეთესო მეგობრები არიან. ნიკოლა - სოფლის ბიჭია, რომელიც ახლახანს ჩამოვიდა ქალაქში. ნიკოლას გაცნობისთანავე მარი და ფრანსისი იძირებიან სასიყვარულო ფანტაზიებში, მაგრამ ორივეს ესმის, რომ მესამე - ზედმეტია. ასე იწყება სასიყვარულო პაექრობა, რომელსაც შეუძლია გათელოს ახლო მეგობრობა.

6. თურქული ტკბობა (Turks fruit)

6 არაჰოლივუდური ფილმი იმის შესახებ, თუ როგორი არაჩვეულებრივია სიყვარული

მთავარ როლებში: რუტგერ ჰაუერი, მონიკ ვან დე ვენი.

ავტომობილის უკანა სავარძელზე ერიკმა და ოლგამ ერთად რამდენიმე საათი გაატარეს. თითქოს ამით ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ეროტიკული თავგადასავალი დიდი სიყვარულის დასაწყისი აღმოჩნდა, რომლის წინააღმდეგიც საზოგადოებრივი მორალია.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>