ზღვის სეზონი ახლოვდება და საუკეთესო ფორმაში ყოფნა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. იმისთვის, რომ საცურაო კოსტიუმში იდეალურად გამოიყურებოდეთ, საჭიროა, გქონდეთ ლამაზი მუცელი.

ამისთვის, რა თქმა უნდა, უნდა ივარჯიშოთ, თუმცა თუ ვარჯიშის პარალელურად რამდენიმე წესს არ ითვალისწინებთ, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. ვნახოთ, როგორ მიაღწევთ სასურველ შედეგს სწრაფად - 10 გზა იმისთვის, რომ ზაფხულში იდეალური მუცელი გქონდეთ:

1. პროტეინებით მდიდარი წვენი - მაღაზიაში ნაყიდი სხვადასხვა სასმელი ქიმიურ ნაერთებს შეიცავს, რაც წონაში მომატებას იწვევს და თუ გსურთ, რომ სწრაფად მიაღწიოთ სასურველ ფორმას და ლამაზი მუცელი გქონდეთ, მსგავს სასმელზე უარი უნდა თქვათ. მოამზადეთ წვენი საკუთარი ხელით სხვადასხვა ხილისგან. ხილი შეიცავს პროტეინებს, რომელიც გეხმარებათ, რომ სწრაფად დაწვათ მუცლის ცხიმი.

2. მაგიური ელექსირი - მიიღეთ აბაზანა სხვადასხვა ხილის არომატით. განსაკუთრებით სასარგებლოა გრეიფრუტის, ფორთოხლისა და ლიმონის არომატიანი წყლით აბაზანის მიღება.

3. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ორაგული - ორაგული შეიცავს პროტეინებს, რომლებიც ებრძვის ცხიმებს და აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესს.

4. მიირთვით ნუში - ის ახშობს შიმშილის გრძნობას, იღებთ უფრო ნაკლებ საკვებს.

5. ხილი - უარი თქვით გამომშრალ ხილზე, ჩირებზე, რომელიც დიდი რაოდენობით ფრუქტოზას შეიცავს. მიირთვით ახალი ხილი უფრო დიდი რაოდენობით.

6. ნუშის რძე - ნუშის რძე ძროხის რძეზე გაცილებით სასარგებლოა და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა კარგი, ვისაც ლაქტოზაზე ლერგია აქვს. ნუშის რძე აჩქარებს მეტაბოლიზმს.

7. არ მიირთვათ კონსერვირებული საკვები - ასეთი საკვები კიდევ უფრო მეტად გმატებთ წონას და თუ ვარჯიშობთ, მაგრამ მსგავს საკვებს მიირთმევთ, ის შედეგს ვერ გამოიღებს.

8. გააკეთეთ სპეციალური ვარჯიში - ამ ვარჯიშს მხოლოდ რვა წუთი სჭირდებადა სასურველი შედეგის მისაღწევად მარტივი და ამავდროულად, ყველაზე ეფექტურია. ნახეთ ვიდეო:

9. აუცილებლად მიიღეთ შხაპი დაძინებამდე - იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ, აუცილებელია მშვიდად გეძინოთ. ადამიანებს როცა სცხელათ, ვერ იძინებენ კარგად. შხაპის მიღება კი ორგანიზმის სტიმულაციას უწყობს ხელს და უფრო მშვიდ ძილს განაპირობებს, აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესს.

10. ჯანსაღი კვება - აუცილებლად მიირთვით ისეთი პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმების დაწვასა და მეტაბოლიზმის დაჩქარებას. მიირთვით შვრია, დარიჩინის შემცველობის საკვები, თხილი, კენკრა.