სილამაზე

ზაფხულის იდეალური ნიღბები, რომლებიც თავად შეგიძლიათ მოამზადოთ

ზაფხულის იდეალური ნიღბები, რომლებიც თავად შეგიძლიათ მოამზადოთ

ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი შესანიშნავად ატენიანებს კანს და ხდის მას ხავერდოვანს. გარდა ამისა, ის იცავს კანს ტოქსიკური ნივთიერებებისა და მიკრობების ზემოქმედებისგან და ეწინააღმდეგება სინოტივის დაკარგვას.

ზაფხულის იდეალური ნიღბები, რომლებიც თავად შეგიძლიათ მოამზადოთ

სკრაბი გაუხეშებული კანისთვის: ზეითუნის ზეთისა და ზღვის მარილის სკრაბი მუხლებზე, იდაყვებსა და ფეხის ქუსლებზე კანს ნაზსა და ხავერდოვანს გახდის. გადაურიეთ ერთმანეთში 2 ს.კ. მარილი და 5 ს.კ. ზეთი, შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში, დაიმასაჟეთ და დაიტოვეთ 10 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ბაზილიკი

ამ მცენარის ეთერზეთები არეგულირებენ ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ავიწროვებენ ფორებს და ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს.

ზაფხულის იდეალური ნიღბები, რომლებიც თავად შეგიძლიათ მოამზადოთ

ნიღაბი პრობლემური კანისთვის ნიღაბი ბაზილიკით - შესანიშნავი საშუალებაა ანთებების წინააღმდეგ. ბაზილიკის ფოთლები წვრილად დაჭერით და დანაყეთ, დაამატეთ 1 წვეთი ჩაის ხის ზეთი, დაიტანეთ პრობლემურ ადგილებზე და დაიფიქსირეთ პლასტირით. დაიტოვეთ სახეზე 1 საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნუში

ნუშში შემავალ ცილას გააჩნია კანის კოლაგენის მსგავსი აგებულობა. შედეგად კანი ხდება უფრო გლუვი, მისი ფერი კი უმჯობესდება.

ზაფხულის იდეალური ნიღბები, რომლებიც თავად შეგიძლიათ მოამზადოთ

გამწმენდი ნუშის პილინგი: 1 ს.კ. დანაყილი ნუში და 1 ს.კ. თეთრი თიხა გადაურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ 3 ს.კ. 70 გრადუსამდე გაცხელებული წყალი, 2 ს.კ. კიტრის რბილობი და 1 ს.კ. ნუშის ზეთი. კარგად აურიეთ, დაიცადეთ სანამ სკრაბი შესქელდება და დაამატეთ 2-3 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. გამოიყენეთ პილინგი 7-10 დღეში ერთხელ.

ყურძენი

ყურძენში შემავალი რესვერატროლი მიეკუთვნება ანტიოქსიდანტების ჯგუფს, რომლებიც იცავენ კანის ლიპიდებს განადგურებისგან. მეორე ნივთიერება - ტანინი, რომელსაც ასევე შეიცავს ყურძენი, ამცირებს კანის ცხიმის გამოყოფას და გააჩნია მკვეთრი ლიმფოდრენაჟული ეფექტი.

ზაფხულის იდეალური ნიღბები, რომლებიც თავად შეგიძლიათ მოამზადოთ

გამწმენდი ტონიკი ყურძნისგან: გაჭერით ყურძნის მარცვალი შუაზე და გაიწმინდეთ სახის, კისრისა და დეკოლტეს არე. თუ სახის კანი ცხიმიანი გაქვთ, გამოიყენეთ მწვანე ყურძენი, მშრალი და ნორმალური კანისთვის - წითელი.

იოგურტი

იოგურტის შემადგენლობა იმდენად დაბალანსებულია, რომ შეესაბამება ჩვენი კანის ყველა მოთხოვნილებას.

ზაფხულის იდეალური ნიღბები, რომლებიც თავად შეგიძლიათ მოამზადოთ

ნიღაბი მშრალი კანისთვის: გადაურიეთ ერთმანეთში 3 ს.კ. ნატურალური იოგურტი და 2 ს.კ. დაბლენდერებული კარტოფილი, დაამატეთ 1 ს.კ. ჰერკულესის ფაფა. ნიღაბი დაიდეთ სახეზე 10-15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.



<a href="https://www.cosmo.ru/">https://www.cosmo.ru/</a>