LIFE

სილიკონისა და ფოტოშოპის გარეშე - როგორ გამოიყურებოდნენ 90-იანების ყველაზე ლამაზი გოგონები

სილიკონისა და ფოტოშოპის გარეშე - როგორ გამოიყურებოდნენ 90-იანების ყველაზე ლამაზი გოგონები

თანამედროვე ლამაზმანები სულ უფრო ხშირად ემსგავსებიან ერთმანეთს. ისინი უამრავ დროსა და ფულს ხარჯავენ უსასრულო პროცედურებზე - იბერავენ ტუჩებს, ყვრიმალებს, მკერდს, დუნდულებს. შემდეგ ამუშავებენ საკუთარ ფოტოებს ათობით პროგრამაში და ისე აქვეყნებენ ფოტოებს სოციალურ ქსელში. ამის შემდეგ, ათასობით მოწონება და კომპლიმენტი კომენტარებში გარანტირებული აქვთ.

რა ხდებოდა 30 წლის წინ? - მანამდე, სანამ მოდაში შემოვიდა სილიკონი და ფოტოშოპი? ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ სწორედ 90-იანები ითვლება ყველაზე ლამაზი ქალების ეპოქად.

 1. კლაუდია შიფერი

BO-1 Multipic:

კლაუდია შიფერის წყალობით გავიგეთ სიტყვა „სუპერმოდელი“ და ჭკუა დავკარგეთ მიუწვდომელ „90-60-90“-ზე. კლაუდია - მსოფლიოში მილიონობით გოგონასთვის 90-იანების მთავარი ბიუთი-კერპია. სხვათა შორის, 30 წლის მანძილზე პოდიუმზე ყოფნისას, ის 900-ჯერ მოხვდა ჟურნალების გარეკანზე, და ამ რეკორდის გადალახვა დღემდე ვერცერთმა მოდელმა ვერ შეძლო.

2. სინდი კროუფორდი

BO-2 Multipic:

ის ყოველთვის იყო „მეორე“ კლაუდია შიფერის შემდეგ. მაგრამ დღემდე სწორედ სინდი კროუფორდის ფიგურას თვლიან ეტალონად, მის ხალს კი ზედა ტუჩთან - ყველაზე სექსუალურად.

3. ლინდა ევანგელისტა

BO-3 Multipic:

ლინდა ევანგელისტა - კიდევ ერთი სუპერმოდელია, რომელიც 90-იანების ბიუთი-კერპი გახდა. ის არ ჰგავდა სხვა მოდელებს, რაც გოგონასთვის მთავარი ღირსება გახდა. მწვანე ნუშისებური თვალები, არწივისებრი ცხვირი და უსასრულოდ გრძელი ფეხები - ლინდაზე მილიონობით ადამიანი იყო შეყვარებული!

4. შერონ სთოუნი

BO-4 Multipic:

1992 წელს ეკრანებზე პოლ ვერჰოვენის საკულტო ეროტიკული თრილერი „ძირითადი ინსტინქტი“ გამოვიდა, და მსოფლიოს შეუყვარდა შერონ სთოუნი. ცისფერთვალება ქერა უსასრულოდ გრძელი ფეხებით - ჰოლივუდის ახალი სექს-სიმბოლო გახდა.

5. ჯულია რობერტსი

BO-5 Multipic:

ჯულია რობერტსი - 90-იანების კიდევ ერთი ბიუთი-კერპია. ფილმ „ლამაზმანის“ ეკრანებზე გამოსვლიდან ერთ წელიწადში მსახიობმა ჟურნალ People-ის ვერსიის მიხედვით „მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალის“ ტიტული მიიღო. ის დღემდე არ თმობს პოზიციებს: წინა წელს ჯულია მეხუთედ გახდა ამ საპატიო ტიტულის მფლობელი.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>