LIFE

11 საუკეთესო ფილმი საზაფხულო სიყვარულის შესახებ - ჩაუჯექით

11 საუკეთესო ფილმი საზაფხულო სიყვარულის შესახებ - ჩაუჯექით

რა შეიძლება იყოს ზაფხულში დასვენებაზე, გართობაზე და სიყვარულზე უკეთესი?! შვებულება გაქვთ, ამინდი შესანიშნავია, თავისუფლები ხართ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ვნახოთ ზაფხულის სიყვარულზე საუკეთესო ფილმები, ყველა მათგანის დასასრული არ არის პოზიტიური, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ თქვენს საზაფხულო სიყვარულსაც არ ექნება ბედნიერი დასასრული.

1. „უკანასკნელი სიმღერა“/The Last Song - ფილმში მთავარ როლებს ლიამ ჰემსუორთი და მაილი საირუსი ასრულებენ. ფილმის გმირების სიყვარულის ისტორია ზაფხულში, ზღვის სანაპიროზე დაიწყო.

11 საუკეთესო ფილმი საზაფხულო სიყვარულის შესახებ - ჩაუჯექით

2. Grease - ფილმში დენი ზუკოსა და სენდი ოლსონის სიყვარულის ამბავია გადმოცემული. ისინი ერთმანეთს ზაფხულში, ზღვის სანაპიროზე გაიცნობენ და ერთმანეთი შეუყვარდებათ. ფილმი სიყვარულის განსაკუთრებულ ძალაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ.

11 საუკეთესო ფილმი საზაფხულო სიყვარულის შესახებ - ჩაუჯექით

3. „სიყვარულის თავშესაფარი“/ SAFE HAVEN - ფილმი მოგვითხრობს კეი ფელდმენის შესახებ, რომელიც თავის ალკოჰოლიკ ქმარს გაურბის და ემალება. ის ხვდება ქვრივ მამაკაცს, ალექს უეთლის და მიუხედავად წარსულისა, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და ფილმი უამრავი საინტერესო პასაჟითაა სავსე.

11 საუკეთესო ფილმი საზაფხულო სიყვარულის შესახებ - ჩაუჯექით

4. „ძვირფასო ჯონ“/Dear John - ფილმში ამანდა სეიფრიდი და ჩენინგ ტატუმი თამაშობენ მთავარ გმირებს. ისინი ერთმანეთს ოკეანის სანაპიროზე გაიცნობენ და სასიყვარულო ისტორიაც იწყება. ეს ჯარისკაცისა და მისი შეყვარებულის ამაღელვებელი სიყვარულს ამბავია. 

11 საუკეთესო ფილმი საზაფხულო სიყვარულის შესახებ - ჩაუჯექით

5. „ბინძური ცეკვები“/Dirty Dancing - ფილმი, რომელიც დიდი ალბათობით ყველა თქვენგანს ნანახი აქვს. ის აჩვენებს, თუ რა მოსაწყენია ოჯახთან ერთად დასასვენებლად წასვლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მომხიბვლელ ცეკვის მასწავლებელს გაიცნობ. თუმცა ბეიბი ოჯახის წევრებს უპირისპირდება თავის ოცნებებსა და სიყვარულზე უარს არ ამბობს. 

11 საუკეთესო ფილმი საზაფხულო სიყვარულის შესახებ - ჩაუჯექით

6. „სამერის 500 დღე“/500 Days Of Summer - ფილმი სამერ ფინისა და ტომ ჰენსონის განსხვავებულ და საინტერესო სიყვარულის ამბავს გვიყვება.

11 საუკეთესო ფილმი საზაფხულო სიყვარულის შესახებ - ჩაუჯექით

7. A Walk To Remember - ჯეიმი სალივანისა და ლენდონ კარტერის ამაღელვებელი სიყვარულის ამბავი, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება, მაგრამ ეს უფრო მეტია ვიდრე მთელი ცხოვრება. 

11 საუკეთესო ფილმი საზაფხულო სიყვარულის შესახებ - ჩაუჯექით

8. „მიუზიკლი საშუალო სკოლაში 3“/ High School Musical 3 - ფილმი, რომელიც განსაკუთრებით თინეიჯერებს მოეწონებათ. სიყვარული, საზაფხულო თავგადასავლები და დაუვიწყარი გამოსაშვები საღამო, რომელიც მხიარულ განწყობაზე დაგაყენებთ. 

11 საუკეთესო ფილმი საზაფხულო სიყვარულის შესახებ - ჩაუჯექით

9. „ქალთევზა“/Aquamarine - ვფიქრობთ, ამ ფილმის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია და დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრ თქვენგანს არასოდეს ბეზრდება მისი ნახვა. 

11 საუკეთესო ფილმი საზაფხულო სიყვარულის შესახებ - ჩაუჯექით

10. Camp Rock - საზაფხულო ბანაკში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ამ ფილმში აღწერილი ამბავი სწორედ აღნიშნულის მტკიცებულებაა. მთავარ როლებს დემი ლოვატო და ჯო ხონასი ასრულებენ. სწორედ ამ ფილმიდან დაიწყო წყვილის რეალური სიყვარულის ისტორიაც. 

11 საუკეთესო ფილმი საზაფხულო სიყვარულის შესახებ - ჩაუჯექით

11. „უბის წიგნაკი“/The Notebook - მტკიცებულება იმისა, რომ ზაფხულის სიყვარული შეიძლება განსაკუთრებული აღმოჩნდეს. ელისა და ნოას სიყვარულის ისტორია ზაფხულში დაიწყო. მათ შორის არსებული კავშირი კი დრომ და მანძილმა ვერ გაწყვიტა.

11 საუკეთესო ფილმი საზაფხულო სიყვარულის შესახებ - ჩაუჯექით



<a href="https://www.teenvogue.com">https://www.teenvogue.com</a>