10 ივლისიდან ვენერა ქალწულში გადადის - რა გელით მომდევნო დღეებში სასიყვარულო ურთიერთობაში?
- 10.07.2018
დღეიდან სიყვარულის პლანეტა ვენერა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში გარკვეული ცვლილებები გელოდებათ.
ასტროლოგები გირჩევენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ დეტალებს სასიყვარულო ურთიერთობაში, დაგეგმოთ და უფრო მეტი ისწავლოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება თანაცხოვრება უფრო ჰარმონიული იყოს.
როცა საქმე სიყვარულს ეხება, ხშირად ვკარგავთ საკუთარ თავს და ოცნებებში დავფრინავთ, მაგრამ ახლა, როცა ვენერა ქალწულშია, უფრო მეტად შეძლებთ რეალობისთვის თვალის გასწორებას, შეძლებთ მიწაზე მყარად დგომას. ახლა შესანიშნავია დროა იმისთვის, რომ შეიმუშაოთ ერთად ცხოვრების გეგმა, განსაზღვროთ საჭიროებები.
ვენერა ქალწულში დაგნახებთ თქვენი სყვარულის რეალურ მხარეს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ გამოიჩინოთ უფრო მეტი კომუნიკაბელურობა და საყვარელ ადამიანთან ისაუბროთ ყველაფერზე, თქვენს სურვილებზე, ბედნიერებაზე, დარდზე, არაფერი დაუმალოთ. საბოლოო ჯამში კი, ამგვარი ქმედება დადებით შედეგს გამოიღებს.
პრაქტიკული ქალწულის გავლენით ყველა ზოდიაქოს ნიშანი იგრძნობს განსაკუთრებულ მოხერხებულობას და სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატების მომტანი გადაწყვეტილებების მიღებას.
ყველა ჩვენგანი ინდივიდუალურია, მაგრამ ქალწულის გავლენით დაინახავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანის აზრების, შეხედულებების, მისი ღირებულებების პატივისცემა.
სწორედ ამ პერიოდში შეიგრძნობთ ყველაზე კარგად, რომ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია არა „მე“, არამედ „ჩვენ“. შესაბამისად, ორი ადამიანი გადაწყვეტილებებს მიიღებთ როგორც ერთი მთლიანობა. ეს, რა თქმა უნდა, წარმატებას მოგიტანთ.
ქალწულს არ უყვარს სიურპრიზები, დაუგეგმავი მოქმედებები, ამიტომაც ამ პერიოდში თავი შეიკავებთ საყვარელი ადამიანისთვის რაიმე სიურპრიზის გაკეთებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენმა სიურპრიზმა უკუშედეგი გამოიღოს და ურთიერთობაში პრობლემები შეგიქმნათ.
საერთო ჯამში, ასტროლოგები ამბობენ, რომ ვენერა ქალწულში სასიყვარულო ურთიერთობაში სტაბილურობას შეგინარჩუნებთ და ბედნიერებას მოგიტანთ. მთავარია, თავი აარიდოთ დაუგეგმავ მოქმედებებს.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ახალიმთვარე, ვენერა, მარი
<a href="https://www.yourtango.com/">https://www.yourtango.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია