ვის, როგორ ეცვა პრინც ლუისის ნათლობის ცერემონიაზე? - ფოტოები სამეფო ნათლობიდან
- 10.07.2018
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ქეით მიდლტონისა და უილიამის ვაჟი, პრინცი ლუისი მონათლეს. ნათლობის ცერემონია ლონდონში გაიმართა და მას სამეფო ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ნათლობას ესწრებოდნენ ლუისის და-ძმა პრინცესა შარლოტი და პრინცი ჯორჯი, ასევე ახალდაქორწინებული პრინცი ჰარი და მეგან მარკლი.
ცერემონიაზე არ იყო დედოფალი ელისაბედი.
ვნახოთ ფოტოები სამეფო ნათლობის ცერემონიიდან:
1. ქეით მიდლტონი ალექსანდრე მაკქუინის კაბით და ჯეინ ტეილორის ქუდით.
2. ქეით მიდლტონი ახლადმონათლულ პრინც ლუისთან ერთად - ლუისი ნათლობისთვის განკუთვნილ ტრადიციულ პირსახოცშია გახვეული.
3. ნათლობის ცერემონიაზე მიმავალი სამეფო ოჯახის წევრები.
4. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი. მეგანს რალფ ლორენის კაბა აცვია.
5. ქეითის და, პიპა მიდლტონი ქმართან, ჯეიმს მათეუსთან ერთად.
6. პატარა პრინცი ლუისი, რომელსაც დედიკოს ხელებში ჩაეძინა.
7. ეს არის პირველი საჯარო ფოტო, რომელშიც პრინც უილიამის ოჯახი სრული შემადგენლობითაა - ქეითი, პრინცი ლუისი, პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტი და თავად პრინცი უილიამი.
8. პრინცი ჩარლზი და კამილა ბოულსი.
9. ქეით მიდლტონის უმცროსი ძმა, ჯეიმს მიდლტონი ნათლობის ცერემონიაზე.
თემები: პრინცესები, პრინცესა დაიანა, პრინცესა, კეიტ მიდლტონი, პრინცი
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>