ჰოლივუდის 12 ვარსკვლავი, რომლებსაც პირადი სტილისტი არ ჰყავთ, თუმცა იდეალურად იცვამენ
- 17.07.2018
ჰოლივუდის ვარსკვლავების დიდ ნაწილს პირადი სტილისტი ჰყავს. სწორედ მათგან იღებენ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა ჩაიცვან ისე, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდნენ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც პირადი სტილისტის მომსახურებაზე უარს ამბობენ, თავად არჩევენ სამოსს და ეს საქმე კარგადაც გამოსდით.
ვნახოთ ჰოლივუდის 12 ვარსკვლავი, რომლებსაც პირადი სტილისტი არ ჰყავთ.
1. ბლეიკ ლაივლი - მსახიობი ამბობს, რომ მას მოსწონს როცა თავად ქმნის საკუთარ სტილს და არ სურს ამ საკითხში ვინმე ჩაერიოს. „როცა შენს სტილს თვითონ ქმნი, ამით შემოქმედებით მხარეს, შენს ინდივიდუალიზმს ავლენ“, - ამბობს ბლეიკ ლაივლი.
2. ერიკა ბადუ - „მე არასოდეს ვგეგმავ წინასწარ თუ რას ჩავიცვამ, არ ვფქირობ ამაზე და არც პირადი სტილისტი მყავს. გადაწყვეტილებებს სპონტანურად ვიღებ“, - ამბობს ერიკა „ვოგისთან“ ინტერვიუში.
3. ოლივია მუნი - „მგონია, რომ თუ პირადი სტილის მეყოლება და მისი მითითებებით ჩავიცვამ, მე მე აღარ ვიქნები და საკუთარ სტილს დავკარგავ. მირჩევნია ჩემით მივიღო ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები“, - ამბობს ოლივია.
4. ჯენუარი ჯონსი - „რაღაც არ მომწონს იდეა, ფული გადავახიდო იმაში, რომ მირჩიონ რა უფრო მიხდება. ეს ჩემზე კარგად არავინ იცის“, - ამბობს ჯონსი.
5. დაიან კრიუგერი - „ყოველთვის სხვების რჩევების გარეშე ვიმოსები, არ მყავს პირადი სტილისტი. ვფიქრობ, რომ ამ საკითხში სხვისი დახმარება არ მჭირდება“
6. ტეილორ მომსენი - „ვფიქრობ, რომ როცა პირადი სტილისტი გყავს, გარკვეულწილად შეზღუდული ხარ. მე კი, თავისუფლება მიყვარს. თუ სხვისი რჩევების მიხედვით ჩავიცვამ, ინდივიდუალიზმს დავკარგავ“.
7. კეიტ მოსი - მოდელი, რომელიც თვლის, რომ თავად ყველაზე უკეთ იცის, როგორ უნდა ჩაიცვას. სტილისტი საშა მორისონი ამბობს, რომ კეიტს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური სტილი აქვს და ის ნამდვილად არ საჭიროებს ამ საკითხში სხვების ჩარევას.
8. სიენა მილერი - საშა მორისონის კიდევ ერთი ფავორიტი ვარსკვლავი თავისი სტილითა და ინდივიდუალიზმით, რომელიც თავად არჩევს სამოსს.
9. დაიან კიტონი - „მე მიყვარს ტანსაცმელი, მე ვარჩევ მას სხვების ჩარევის გარეშე“.
10. ემი როსამი - „მიყვარს მოდა, მოდის საკითხები, ყველაფერი რაც სამოსს ეხება, რატომ უნდა დამეხმაროს სხვა სტილის შერჩევაში?!“.
11. დიტა ვონ ტიზი - „თანამედროვე ვარსკვლავებიდან დიდ პატივს ვცემ დაიან კრიუგერს, რადგანაც მას, ისევე როგორც მე, არ ჰყავს პირადი სტილისტი. სამოსით საკუთარ თავს გამოხატავ და თუ შენ ნაცვლად სხვა მიიღებს გადაწყვეტილებებს შენ საკუთარ თავს დაკარგავ“.
12. რეიჩელ ბილსონი - “ჩაცმის საკითხებში ვერავის მივცემ ჩარევის უფლებას. მიყვარს ექსპერიმენტები, ეს მხოლოდ ჩემი საქმეა“.
თემები: როგორ ჩავიცვათ, ვარსკვლავების ჩაცმულობა, ქალები, რჩევები, ვარსკვლავები, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.harpersbazaar.com/">https://www.harpersbazaar.com/</a>