LIFE

მამაკაცს შეუძლია, რომ ქალს მხოლოდ 6 წუთი მოუსმინოს - ახალი კვლევის შედეგი

მამაკაცს შეუძლია, რომ ქალს მხოლოდ 6 წუთი მოუსმინოს - ახალი კვლევის შედეგი

არაერთი კვლევა ადასტურებს იმას, რომ მამაკაცები არც ისე კარგი მსმენელები არიან. ამავე კვლევების მიხედვით, ურთიერთობაში პრობლემების გაჩენის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტიც სწორედ ესაა - მამაკაცს არ შეუძლია მოუსმინოს საყვარელ ადამიანს, რაც წყვილს შორის დაძაბულობისა მიზეზი ხდება.

მამაკაცს შეუძლია, რომ ქალს მხოლოდ 6 წუთი მოუსმინოს - ახალი კვლევის შედეგი

ახალი კვლევის თანახმად, მამაკაცი ერთგვარ დიფერენცირებას ახდენს იმისას, თუ რას მოუსმინოს და რას არა. კვლევის მიხედვით, საშუალო სტატისტიკურ მამაკაცს არ შეუძლია საყვარელ ადამიანს 6 წუთზე მეტხანს მოუსმინოს, ეს მისი მაქსიმუმია.

მამაკაცს შეუძლია, რომ ქალს მხოლოდ 6 წუთი მოუსმინოს - ახალი კვლევის შედეგი

თუ ქალი მას ესაუბრება ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მაგალითად იმაზე, თუ რა მიირთვა სადილად, როგორ გაატარა დღე, ვის შეხვდა, მამაკაცი მხოლოდ ექვსი წუთი აქცევს მას ყურადღებას ხოლო შემდეგ, მისი გონება ავტომატურად გადის მომსახურების ზონიდან.

მამაკაცს შეუძლია, რომ ქალს მხოლოდ 6 წუთი მოუსმინოს - ახალი კვლევის შედეგი

საინტერესოა ის, რომ კვლევის მიხედვით, ამავე მამაკაცს შეუძლია 15 წუთის განმავლობაში ყურადღებით იყოს ჩართული საუბარში, რომელიც სპორტის საკითხებს ეხება.

მამაკაცს შეუძლია, რომ ქალს მხოლოდ 6 წუთი მოუსმინოს - ახალი კვლევის შედეგი

კვლევის მიხედვით, მამაკაცი ასევე დიდხანს ინარჩუნებს ყურადღებით მოსმენის უნარს, როცა საუბარი სექსს ეხება.

ამავე კვლევამ გამოავლინა ისიც, რომ ქალს აქვს მამაკაცთან შედარებით გაცილებით უკეთესი უნარი მოსმენის.

მამაკაცს შეუძლია, რომ ქალს მხოლოდ 6 წუთი მოუსმინოს - ახალი კვლევის შედეგი

მკვლევარები წერენ, რომ თუ გსურთ მამაკაცს დიდხანს ესაუბროთ და მისი ყურადღება შედარებით დიდი ხნით მიიპყროთ, პირველ რიგში, სპორტზე უნდა ესაუბროთ, მეორე მისთვის საინტერესო საკითხია სექსი, ხოლო მესამე ადგილას ამ თვალსაზრისით არის ფილმები.

კვლევის ფარგლებში მამაკაცებს ასევე ჩაუტარეს ტესტი, რათა გამოევლინათ ესმოდათ, თუ არა რასაც საყვარელი ქალი ეუბნებოდა რომელიმე სპორტული მატჩის, ან ფილმის ყურების პარალელურად.

მამაკაცს შეუძლია, რომ ქალს მხოლოდ 6 წუთი მოუსმინოს - ახალი კვლევის შედეგი

აღმოჩნდა, რომ მამაკაცების უმეტესობა პარტნიორს თავს ისე აჩვენებდა, რომ თითქოს ყველაფერი ესმოდა, თუმცა რეალურად ერთ სიტყვასაც ვერ იგებდნენ იმდენად იყვნენ ჩართულნი ფილმისა, თუ სპორტული მატჩის ყურების პროცესში.

მამაკაცს შეუძლია, რომ ქალს მხოლოდ 6 წუთი მოუსმინოს - ახალი კვლევის შედეგი

კვლევამ მამაკაცების შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოავლინა. როგორც აღმოჩნდა, მათი დიდი ნაწილი როცა სმარტფონით სარგებლობს, არც სოციალურ ქსელებში ფოტოებს ათვალიერებს და არც მიმოწერითაა დაკავებული, მამაკაცები ამ დროს სპორტულ გადაცემებს, ან სპორტულ მატჩებს უყურებენ.

მამაკაცს შეუძლია, რომ ქალს მხოლოდ 6 წუთი მოუსმინოს - ახალი კვლევის შედეგი

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მამაკაცის ამგვარი ბუნებიდან გამომდინარე ძალიან რთულია ურთიერთობის სიმყარის შენარჩუნება. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რამდენად აუცილებელია დიალოგი და კომუნიკაცია ურთიერთობაში, მისი ნაკლებობა კი, პრობლემებს წარმოობს.

მამაკაცს შეუძლია, რომ ქალს მხოლოდ 6 წუთი მოუსმინოს - ახალი კვლევის შედეგი

ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ კვირაში ორჯერ მაინც წახვიდეთ სადმე, ლამაზ ადგილას, სადაც მხოლოდ თქვენ ორნი იქნებით. მოუსმინეთ მას, ესაუბრეთ მისთვის საინტერესო თემებზე, ცოტა ხნით დაივიწყეთ სმარტფონები და ნახავთ, რომ თანდათან თქვენთვის საინტერესო საკითხებსაც მიაპყრობს ყურადღებას.

მამაკაცს შეუძლია, რომ ქალს მხოლოდ 6 წუთი მოუსმინოს - ახალი კვლევის შედეგი



<a href="https://thedailynet.com">https://thedailynet.com</a>