ხართ თუ არა მფლანგველი და როგორი დამოკიდებულება გაქვთ ფულთან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
- 22.07.2018
1. ვერძი - თქვენ შეგიძლიათ ფულის დაზოგვა და კარგად გამოგდით მისი განკარგვა. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ მხოლოდ ფულის დაზოგვაზე ხართ ორიენტირებულნი. ცდილობთ, ჭკვიანურად დახარჯოთ ფული. ყოველთვის ელოდებით ფასდაკლებებს. ცდილობთ, რომ რაიმეს ყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები იმპულსურად არ მიიღოთ.
2. კურო - თქვენ ხართ ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ახერხებს იდეალური ბალანსის პოვნას ფულის ხარჯვასა და მის დაზოგვას შორის. არასოდეს იყიდით უსარგებლო ნივთებს.
3. ტყუპები - ერთ-ერთი ყველაზე მფლანგველი ზოდიაქოს ნიშანი ხართ. ვერც ხვდებით რაში ხარჯავთ ფულს. სპონტანურად ყიდულობთ რაღაცებს, ისეთ ნივთებს, რომლებსაც არაფერში გამოიყენებთ. საინტერესოა ისიც, რომ არ ხართ წუწუნა და თქვენი მფლანგველობის გამო არასოდეს დარდობთ. ეს არ გაწუხებთ. მიიჩნევთ, რომ შენახული ფული არაფერში გჭირდებათ და როცა გაქვთ, უნდა დახარჯოთ.
4. კირჩხიბი - ფინანსური სტაბილურობა, რა თქმა უნდა, ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ კირჩხიბისთვის ეს საკითხი უმთავრესია. ვერ სუნთქავს, დეპრესიაში ვარდება თუ რაიმე პრობლემა შეექმნა ამ კუთხით. მისთვის უმნიშვნელოვანესია ოჯახი და სწორედ ამიტომ, მთელ თავის ფულს ოჯახს ახმარს. საკუთარი თავისთვის არ უყვარს ფულის დახარჯვა და თუ ოჯახს სჭირდება, მზად არის მთელი დანაზოგი დახარჯოს.
5. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს კარგად ეხერხებათ ფულის დაზოგვა, თუმცა შემდეგ შეუძლიათ ეს დანაზოგი მარტივად დახარჯონ. ძირითადად ამ ფულს საყვარელი ადამიანისთვის, ან მეგობრისთვის ძვირადღირებული საჩუქრების ყიდვაში ხარჯავენ.
6. ქალწული - პრაგმატული ქალწული ბევრს მუშაობს და ცდილობს, ფული არ გაფლანგოს. მის საფულეში ყოველთვისაა ფული. ის ცდილობს მაქსიმალურად ხელმომჭირნედ იცხოვროს. არ იყიდის ძვირადღირებულ ნივთებს, არც სხვებს უყიდის ძვირადღირებულ საჩუქრებს. ცდილობს ფული მხოლოდ ელემენტარული საჭიროებისთვის გამოიყენოს, ხოლო დანარჩენი შეინახოს.
7. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ფულთან დამოკიდებულების თვალსაზრისით ლომებს ჰგვანან. მათ არ შეუძლიათ ფუფუნების საგნების გარეშე და ამავდროულად, დიდ ყურადღებას აქცევენ ხარისხს. იაფიანს და უხარისხოს არაფერს იყიდიან. ურჩევნიათ ძვირი გადაიხადონ, მაგრამ ხარისხიანი პროდუქტი შეიძინონ.
8. მორიელი - როგორც წესი, მორიელს შეუძლია ფული ჭკვიანურად დააბანდოს. ის არ არის ხელმომჭირნე, მაგრამ რადგანაც ბიზნესის ნიჭი აქვს, ფული ყოველთვის აქვს. ფულის დაზოგვას ურჩევნია, რომ ის მომგებიან საქმეში დააბანდოს.
9. მშვილდოსანი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანი ფულს ისე ხარჯავს, ვინმე იფიქრებს, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. მას არ შეუძლია ფულის დაზოგვა და დიდად არ აღელვებს ის, რომ შესაძლოა მთელი ფული რაიმეში დახარჯოს და საფულე ცარიელი დარჩეს. საფულის ისევ შესავსებად ძალიან მარტივად გამონახავს რაიმე გზას.
10. თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები იმდენად ბევრს მუშაობენ, რომ ფულის დასახაჯრად დრო არ რჩებათ. ამიტომ ფულს აბსოლუტურად ბუნებრივად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აგროვებენ.
11. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს შეუძლიათ დანაზოგი გააკეთონ და საკმაო რაოდენობის თანხა შეაგროვონ. ამ თანხას კი, როგორც წესი, ქველმოქმედებისთვის ხარჯავენ.
12. თევზები - თევზები ვერ აგროვებენ ფულს მხოლოდ იმიტომ, რომ რაც აქვთ მთლიანი თანხით სხვებს ეხმარებიან. თუ ცოტაოდენი ფული გამოუჩნდებათ, მზად არიან ის მიუსაფარ ადამიანებს დაურიგონ. მათ ყველაზე დიდ სიამოვნებას ადამიანების გაღიმებული სახეები ჰგვრით.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ფული, ჰოროსკოპი
<a href="https://thedailynet.com">https://thedailynet.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია