1. შემატეთ უფრო მეტი კლასიკური სტილის სამოსი თქვენს გარდერობს - კლასიკური მდიდრული და დახვეწილია.
2. გაითვალისწინეთ, რომ უნდა გეცვათ მოწესრიგებულად - იმისთვის, რომ მდიდრული სტილი გქონდეთ, სამოსი უნდა იყოს მოწესრიგებული და უნდა ეხამებოდეს ერთმანეთს. უნდა გქონდეთ ერთი, ჩამოყალიბებული ხაზი, აქსესუარებით და შესაბამისი მაკიაჟით. სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, თუ სამოსი, სამკაული და მაკიაჟი ერთმანეთს აცდენილი იქნება.
3. იცოდეთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი - თუ არ გყოფნით ფული ძვირადღირებული სამოსისთვის, უნდა იცოდეთ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ნუ დაგენანებათ ფული ფეხსაცმელსა და ჩანთაში.
4. იყავით რეალურები - თუ ატარებთ ხელოვნურ ბეწვს, ნუ იტყვით, რომ ის ნამდვილია. თქვენ ვერავის მოატყუებთ.
5. არ გჭირდებათ ლოგო - ნუ ჩაიცვამთ ისეთ სამოსს, რომელზეც გამოსაჩენ ადგილასაა ბრენდის ლოგო დატანილი.
6. არ ჩაიცვათ სამოსი, რომელსაც ძველის ეფექტი აქვს.
7. როცა საქმე სათვალის შერჩევას ეხება, მიბაძეთ ჯეკი კენედის - უმჯობესია, თუ დიდი ზომის სათვალეზე შეაჩერებთ არჩევანს.
8. ნუ ჩაიცვამთ ძალიან დიდი ზომის, ან თქვენთვის პატარა სამოსს - მნიშვნელოვანია, რომ გეცვათ თქვენი ზომის სამოსი.
9. წაისვით ღია ფერის ფრჩხილის ლაქი, მინიმალისტურ სტილში.
10. ჯინსის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ შავ ჯინსებს.
11. უბრალოდ, ჩაიცვით ისე, როგორც ნამდვილმა ლედიმ - უფრო მეტად დააკვირდით ჯეკი კენედისა და პრინცესა დაიანას სტილს და ეცადეთ, მაგალითი მათგან აიღოთ.
12. თქვენი სურნელიც ისეთივე მდიდრული უნდა იყოს, როგორც თქვენი ვიზუალი - ამიტომაც ყურადღებით შეარჩიეთ არომატი.
13. სამკაული - მდიდრული ვიზუალის შესაქმნელად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი. ნუ შეგეშინდებათ, რომ სამკაული წინა პლანზე წამოწიოთ.
14. ნუ დაგავიწყდებათ საათი.
15. და ბოლოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თმა - მნიშვნელოვანია, რომ თმა ხარისხიანი და სუფთა იყოს. საერთო ვიზუალზე სწორედ ის ახდენს ყველაზე დიდ გავლენას. ამიტომ იზრუნეთ თმაზე.
თემები: ტანსაცმელი, ქალები, რჩევები, ჩაცმულობა, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია