„მანგოს“ შემოდგომა/ზამთრის 2018 წლის კოლექცია და მთავარი გზავნილები
- 04.09.2018
ბარსელონა, 4 სექტემბერი 2018 წელი - „მანგოს“ შემოდგომა/ზამთრის 2018 წლის კამპანია ასახავს ფოტოგრაფ მარიო სორენტის პიროვნულ ხედვებს, რომელმაც კამპანიის მონაწილეთა ყოველდღიური ცხოვრების მომენტები გადაიღო.
ბრენდისთვის შექმნილი მისი პროექტი ერთგვარი მეგობრული, ოჯახური გზავნილია. ფოკუსირებულია პირად და მჭიდრო ურთიერთობებზე, რომელიც სორენტის აქვს ადამიანებთან, მანგოსთან და ქმნის ერთ დიდ ოჯახს.
მარიო სორენტის ბავშვები, მისი და - ვანინა, მარიოს ქალიშვილი და ვანინას ქმარი კამპანიის სახეები არიან.
ასევე „მანგოს“ ახალი კამპანიის სახეა მამაკაცის ხაზის წარმომადგენელი, ედრიენ ბროუდი თავის ძაღლთან ერთად. პროექტში ჩართულია აქტივისტი და მოდელი, ედვოა აბოა თავის დასთან კესევასთან და ბიძაშვილთან, ალევიასთან ერთად, რაც ასევე სიმბოლურად ოჯახურ გზავნილს წარმოადგენს.
მანგოს ახალ კამპანიაში ჩართულნი არიან ცნობილი მოდელები ამბერ ვალეტა და ქეროლაინ მერფი, სკეიტბორდის ლეგენდა სტივ ოლსონი და მისი ვაჟი ალექსი, მსახიობი ლენგლი ფოქსი და ცნობილი სტილისტები ზოე ბედოქსი და ჰელენა ტეჯედორი.
ამ ადამიანების მონაწილეობით „მანგო“ ქმნის კამპანიას, რომელიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ჩვენი საზოგადოება.
კამპანიის ვიდეოსთვის საუნდტრეკი შექმნა ლეგენდარულმა ბენდმა Primal Scream. სიმღერის სახელია Movin’on up.
შემოდგომა-ზამთრის 2018 წლის კოლექცია წარმოგვიდგენს მკაფიო ხაზს: ეს არის თანამედროვე ესთეტიკის ევოლუცია, რომლის მთავარი ნიშაა მაღალხარისხიანი ქსოვილი და გამძლეობა.
კოლექცია აგრეთვე მოიცავს 70-იანი წლებით ინსპირირებულ ცხოველთა პრინტის გავლენას, სადაც მთავარი ადგილი უკავია ფერების ეკლექტურ გამას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მჭიდროდ ნაქსოვ სტილს, გრძელი სახელოებით, მომრგვალებული საყელოთი. რაც შეეხება ჯინსის სამოსს - მან მიიღო უფრო დახვეწილი სახე, ვიდრე აქამდე ჰქონდა და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია დეტალებზე.
70-იანი წლების მოდა გავლენას ახდენს ასევე მამაკაცის ხაზის კოლექციაზეც, განსაკუთრებით ეს იგრძნობა პიჯაკებისა და სხვა მოსაცმელების ფერთა პალიტრაზე.
კოლექციაში გამოყენებულია სქელი ბამბისა და ხავერდის ნაზავი, ასევე ტყავი ორმაგ ჟაკეტებსა და პალტოებში.
მჭიდროდ ნაქსოვი სამოსი გაფორმებულია უნიფორმის დეტალებით. მაგალითად, ლენტებით. ფერთა გამაში ნაცრისფერი, ქვის და ყავისფერი დომინირებს. შარფები, ნაქსოვი და ბეწვის აქსესუარები გაფორმებულია სხვადასხვა დეტალით.
„მანგო“ 1984 წელს დაარსდა და დღეს მოდის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია. კომპანიის სამშობლო ესპანეთი, ბარსელონაა და მას 112 ქვეყანაში აქვს მაღაზიათა ქსელი, 800 000მ2 ფართობზე. საქართველოში წარმოდგენილია ორი მაღაზიით - "თბილისი მოლსა" და "ისთ ფოინთში". „მანგო“ ყოველ წელს ქმნის 18 000-ზე მეტ ტანსაცმლისა და აქსესუარის დიზაინს, სეზონის ტენდენციებს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.mango.com
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია