20 ახალგაზრდა, რომლებმაც ვარსკვლავ მშობლებს ქარიზმითა და სილამაზით აჯობეს
- 19.06.2021
ახალმა თაობამ რომ სილამაზით მშობლებს აჯობეს, ამაში ფოტოების ნახვის შემდეგ დარწმუნდებით. მათ არ სჭირდებათ ნეპოტიზმი და მშობლების დახმარება, რადგან საკუთარი გარეგნობის წყალობით კინოსა თუ მოდის ინდუსტრიაში თავისუფლად შეუძლიათ სიმაღლეების დაპყრობა.
მათი დიდი ნაწილი უკვე ძალიან პოპულარულია და გამორიცხული არ არის, რომ მალე მშობლებსაც აჯობონ.
წარმოგიდგენთ, მსოფლიო ვარსკვლავების შვილებს, რომლებიც გამორჩეული გარეგნობით ყველას ხიბლავენ.
20. ალან ფაბიენ დელონი და ალენ დელონი - ალანი უკვე ძალიან ცნობილი მოდელია და ის ისეთ ცნობილ ბრენდს უწევს რეკლამას, როგორიც „გუჩია“...
19. კაია გერბერი და სინდი კროუფორდი - კაია თავადაც აღიარებს, რომ დედას ძალიან ჰგავს, ის უკვე ცნობილი მოდელი და ვერა ვანგის სახლის ფავორიტია.
18. რუმერ და ბრიუს უილისები - რუმერი პოპულარული მსახიობია და ის უკვე გადაიღეს 5-მდე ფილმში.
17. ჯეიდენ და უილ სმიტები - ჯეიდენის ანგარიშზე ამ ეტაპზე შვიდი ფილმი ირიცხება.
16. სოფია და ლაიონელ რიჩები - სოფია დიდი ხანია სუპერმოდელის სტატუსით სარგებლობს. ის ისეთ საუკეთესო ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა - ტომი ჰილფიგერი, მაიკლ კორსი და შანელი.
15. ბლუ აივი და ბიონსე - მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ჯერ მხოლოდ 6 წლისაა, მან უკვე შეძლო 19 მილიონამდე დოლარის გამომუშავება.
14. ბრუკლინ და ვიქტორია ბექჰემები - ბრუკლინი ხშირად არეკლამებს დედის მიერ შექმნილ ტანსაცმელს და ასევე პოპულარული მსახიობი და ნიჭიერი ფოტოგრაფია.
13. ირის ლოუ და ჯუდ ლოუ - 18 წლის ირისი მოდის ინდუსტრიაში უკვე მნიშვნელოვანი ფიგურაა.
12. აბრაამ და შაკრუგ ხანები - შაკრუგ ხანის ვაჟი დაბადებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მამა ცდილობს, რომ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის დროს შვილი მის გვერდით იდგეს. როგორც ჩანს, მსახიობი შვილს პოპულარობას აჩვევს.
11. ვივიენ ჯოლი-პიტი და ანჯელინა ჯოლი - 10 წლის ვივიენმა უკვე ითამაშა ფილმში დედასთან ერთად.
10. ქოლინ და ტომ ჰენკსები - ქოლინი უკვე პოპულარული მსახიობია და მას 30-მდე ფილმში აქვს უკვე ნათამაშები.
9. ჰერლი სმიტი და კევინ სმიტი - ის არასოდეს იყენებს მამის სახელს და ისე გადაიღეს ნახევარსაათიან კომედიაში, რომ არავინ იცოდა ვინ იყვნენ მისი მშობლები.
8. ჯენიფერ და ჯონ ენისტონები - ჯენიფერი ძალიან ჰგავს გარდაცვლილ მამას, რომელიც ყოველთვის ამაყობდა შვილით.
7. ლილი-როუზ დეპი და ჯონი დეპი - ლილი-როუზი თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია.
6. კლინტ ისტვუდი და სკოტ ისტვუდი - მართალია, მამასთან შედარებით სკოტი ჩრდილში იმყოფება, მაგრამ ქარიზმით პოპულარულ მსახიობს არ ჩამოუვარდება.
5. ელე კინგი და რობ შნაიდერი - პოპულარული ქალიშვილით, რომლის სიმღერებიც ჩარტების სათავეებში ხშირად ექცევა, მამა ყოველთვის ამაყობს.
4. ჯესიკა სიმპსონი და მაქსველ-დრიუ ჯონსონი - პოპულარული დედის 6 წლის შვილი, ინსტაგრამზე ერთ-ერთი ყველაზე მოდური ბავშვია.
3. დაკოტა და დონ ჯონსონები - დაკოტა ძალიან ჰგავს პოპულარულ მსახიობ მამას, მაგრამ თავად პოპულარობისთვის მისი წყალობით არ მიუღწევია.
2. ჯონ დევიდ ვაშინგტონი და დენზელ ვაშინგტონი - პოპულარულ მამას ძალიან ჰგავს და დიდი ხანია მისი ჩრდილიდან გამოსვლას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით არ გამოსდის.
1. რობინ ტიკი და ალან ტიკი - რობინმა ნამდვილად შეძლო მსახიობი მამის ჩრდილიდან გამოსვლა. ის დღეს ერთ-ერთი წარმატებული მომღერალია.
თემები: რჩევები, პოპულარობა, შვილები, ვარსკვლავები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია