როგორ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი 5 წუთში? - რჩევები ყველაზე საქმიან ქალებს
- 03.11.2018
ვიცით, რომ შეგიძლიათ ერთი საათი იდგეთ სარკის წინ და მაკიაჟს იკეთებდეთ და ეს პროცესი არ მოგბეზრდეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ მაკიაჟისთვის ამდენი დრო დავკარგოთ, განსაკუთრებით კი, საქმიან ქალებს, რომელთა ყოველდღიური გრაფიკი გადატვირთულია.
შეიძლება არ გჯერათ, მაგრამ თუ მოინდომებთ, გვერწმუნეთ, რომ მაკიაჟის გაკეთება 5 წუთშია შესაძლებელელი.
ვნახოთ, რა მთავარი წესები უნდა გაითვალისწინოთ ამ დროს:
1. პირველ რიგში, წაისვით ის პროდუქტი, რომელიც დაფარავს ცხვირის მიდამოში სიწითლეს, ან თვალების ქვეშ სიშავეს (თუ, რა თქმა უნდა, გაქვთ ასეთი) - ამის შმდეგ წაისვით ტუში, ფერუმარილი, ტუჩსაცხი და თქვენ უკვე მზად ხართ სახლიდან წასასვლელად. არ არის აუცილებელი ყოველ დღე პროფესიონალური მაკიაჟის გაკეთება.
2. მაკიაჟი გაიკეთეთ მხოლოდ თვალებზე, ან წაისვით მხოლოდ ტუჩსაცხი და თვალს არ შეეხოთ - გამოკვეთეთ სახის რომელიმე დეტალი. თქვენი ვიზუალი იქნება სადა, მიმზიდველი და ამავდროულად, ბევრ დროსაც არ დაკარგავთ.
3. მსუბუქი მაკიაჟი - წაისვით მხოლოდ ფერუმარილი და თვალის ჩრდილი. ამ ყველაფერზე ხუთი წუთიც კი არ დაგჭირდებათ. დაზოგავთ დროს და ამავდროულად, მომხივლელი ვიზუალი გექნებათ.
4. მარტივი და ტრენდული მაკიაჟი - წაისვით მხოლოდ ფერუმარილი, თვალის ჩრდილი და ღია ფერის ტუჩსაცხი. შეგიძლიათ ტუჩსაცხზე უარი თქვათ. გექნებათ აბსოლუტურად ბუნებრივი ვიზუალი.
5. მოვლილი და ლამაზი სახე - თავდაპირველად სახეზე მზისგან დამცავი კრემი წაისვით. შემდეგ ჩვეულებრივი, ტრადიციული პროდუქტები - კონსილერი, თვალის „ლაინერი“ და ტუჩსაცხი.
როგორც ვხედავთ მაკიაჟის სწარაფად გაკეთების ყველა მეთოდში ამოსავალი წერტილია ე.წ. ფუძეზე, „პრაიმერზე“ და მსგავს პროდუქტებზე უარის თქმა, რომელთა წასმასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. მარტივად რომ ვთქვათ, 5 წუთიანი მაკიაჟი პროფესიონალურ მაკიაჟზე უარის თქმას გულისხმობს.
თემები: მაკიაჟი, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, მაკიაჟის კეთება
<a href="https://makeup.allwomenstalk.com">https://makeup.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია