LIFE

5 ყველაზე ემოციური წიგნი - ისტორიები, რომლებიც დიდხანს არ დაგავიწყდებათ

5 ყველაზე ემოციური წიგნი - ისტორიები, რომლებიც დიდხანს არ დაგავიწყდებათ

ზოგი წიგნი უბრალოდ კარგ ისტორიას გვიყვება, ზოგი კი კითხვის დასრულების შემდეგაც დიდხანს მიგვყვება. ასეთი ნაწარმოებები გვაცინებს, გვაფიქრებს და ზოგჯერ ისე გვატირებს, რომ ბოლო გვერდის გადაშლაც კი გვიჭირს.

თუ ისეთი წიგნები გიყვართ, რომლებიც ემოციებს ნამდვილად აღძრავს, ეს სია თქვენთვისაა

„ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“- სიუ მონკ კიდი

მშვენიერი, თბილი და ამავდროულად მძიმე ისტორია 14 წლის ლილი ოუენსზე, რომელიც მკაცრ მამასთან ერთად ცხოვრობს და დედის სიკვდილთან დაკავშირებულ მძიმე დანაშაულის განცდას ატარებს.

როდესაც ლილის ძიძა, როზალინი, პრობლემებში ეხვევა, გოგონა მასთან ერთად სახლიდან გარბის. ისინი თავს სამ დასთან - ავგუსტასთან, ჯუნთან და მეისთან - აფარებენ თავს.

ამ სახლში ლილი პირველად აღმოაჩენს, რას ნიშნავს ნამდვილი ზრუნვა, მხარდაჭერა და ოჯახური სითბო.

„არასოდეს გამიშვა“ - კაზიო იშიგურო

დისტოპიური რომანი, რომლის მოქმედებაც ალტერნატიულ ბრიტანეთში ვითარდება, სადაც ადამიანების კლონირებას დონორული ორგანოების მისაღებად იყენებენ.

ქეთი, რუთი და ტომი ბავშვობას იზოლირებულ სკოლა-ინტერნატში ატარებენ და თავდაპირველად ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რა ბედი ელით.

რაც უფრო იზრდებიან, მით უფრო სასტიკი ხდება რეალობა - მათი მომავალი წინასწარ არის განსაზღვრული, საზოგადოება კი მათ ადამიანებად კი არა, ორგანოების წყაროდ აღიქვამს.

„სამი მეგობარი“ - ერიხ მარია რემარკი

მეგობრობის, სიყვარულისა და დანაკარგის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ისტორია.

რომანის მთავარი გმირი რობერტი ორ ომის ვეტერან მეგობართან ერთად ავტოსახელოსნოში მუშაობს. მისი ცხოვრება კი მას შემდეგ იცვლება, რაც პატრიცია ჰოლმანთან შეხვედრისას ნამდვილ სიყვარულს აღმოაჩენს.

მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება - პატრიციას ტუბერკულოზი აქვს და მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდება.

მეგობრები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ და საყვარელ ავტომობილსაც კი ყიდიან.

„მონანიება“ - იენ მაკიუენი

ერთი შეცდომა ზოგჯერ ადამიანის მთელ ცხოვრებას ცვლის.

რომანის მთავარი გმირი, 13 წლის ბრაიონი ტალისი, შემთხვევით ხდება მისი დის, სესილიას, და რობი ტერნერის ურთიერთობის მოწმე. მოგვიანებით მომხდარი დანაშაულის გამო ბრაიონი რობის ცრუ ბრალს სდებს.

ეს ერთი გადაწყვეტილება ორი ადამიანის ცხოვრებას ანადგურებს.

წლების შემდეგ ბრაიონი აცნობიერებს, რა გააკეთა და მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვას.

„გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება“ - მერი ენ შაფერი და ენი ბაროუზი

თუ გინდათ წიგნი, რომელიც ერთდროულად სევდიანიცაა და საოცრად თბილიც, ეს ისტორია კარგი არჩევანია.

მოქმედება 1946 წელს ვითარდება. ახალგაზრდა მწერალი ჯულიეტ ეშტონი კუნძულ გერნსის მცხოვრებლებს წერილობით უკავშირდება და თანდათან იგებს, როგორ შექმნეს მათ მეორე მსოფლიო ომის დროს საიდუმლო წიგნის კლუბი.

წიგნები და ერთმანეთთან შეხვედრები ომისა და ოკუპაციის დროს ადამიანებისთვის გადარჩენის, ერთმანეთის მხარდაჭერისა და იმედის შენარჩუნების საშუალებად იქცა.