ჰოლივუდის ძველი ვარსკვლავები ადრე და წლების შემდეგ - როგორ შეცვლა დრომ ულამაზესი ქალები
- 23.11.2018
ჩვენ დროში როცა სილამაზეზე და ქალურბაზე ვსაუბრობთ, უმეტესობას ალბათ Victoria’s Secret-ის ანგელოზები გვახსენდება. ეს სუპერმოდელები სილამაზის სიმბოლოებად აღიქმებიან.
თუმცა ამჯერად მათზე საუბარს არ ვაპირებთ. მოდით ერთად გადავხედოთ ძველ ჰოლივუდის და ვნახოთ იმ ლეგენადრული ქალების ფოტოები, რომლებიც ულამაზესებად მიიჩნეოდნენ და სილამაზე, მომხიბვლელობა, გრაციოზულობა სწორედ მათ სახელს უკავშირდებოდა. ასევე ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან (გამოიყურებოდნენ) ისინი წლების შემდეგ.
1. კერი ფიშერი - მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ჩვენი პლანეტის უმრავლესობა შეყვარებული იყო კერი ფიშერზე. ის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული სახეა კინემატოგრაფიაში.
2. ჯეინ ფონდა - ჯეინი დღესაც შესანიშნავად და სექსუალურად გამოიყურება.
3. ჰელენ მირენი - მსახიობი იყო და რჩება დახვეწილობისა და ელეგანტურობის სიმბოლოდ.
4. მერილ სტრიპი - უნიჭიერესი და ძალიან მომხიბვლელი მსახიობი, განსაკუთრებული შარმითა და ქალურობით. ალბათ ვერ იპოვნით ადამიანს, რომელსაც არ უყვარს მერილი და რომელიც შთაგონებული არ არის მისით.
5. სოფი ლორენი - დაუვიწყარია იტალიელი მსახიობი მეტყველი თვალები, განსაკუთრებული შარმით.
6. სიუზან სარანდონი - მსახიობი დღემდე ფანტასტიკურად გამოიყურება, თუმცა 80-იან წლებში მისი სილამაზე განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო.
7. გოლდი ჰოუნი - მომხიბვლელი ქეით ჰადსონის ულამაზესი დედა. დღეს გოლდის ბოტოქსის გადაჭარბებულად გამოყენების გამო ბევრი აკრიტიკებს.
8. ბრიჯიტ ბარდო - კიდევ ერთი ლეგენდარული მსახიობი, რომელიც შარმის, სილამაზისა და სექსუალურობის სიმბოლო იყო.
9. დაიანა რიგი - „სამეფო კარის თამაშების“ მაყურებლებმა იციან ვინ არის ოლენა ტირელი. ნახეთ, რა შთამბეჭდავი იყო ოლენას როლის შემსრულებელი, დაიანა რიგი,ახალგაზრდობის წლებში. მსახიობი ნამდვილი გულთამპყრობელი იყო.
10. მეგი სმიტი - კიდევ ერთი მომხიბვლელი ვარსკვლავი ძველი ჰოლივუდიდან.
11. კატრინ დენევი - ქალი, რომელიც სრულყოფილი სილამაზის სიმბოლო იყო.
12. ჯუდი დენჩი - მსახიობი, რომელმაც ე.წ. პიქსი ვარცხნილობა ტრენდად აქცია.
13. ელიზაბეტ ტეილორი - ერთადერთი და განუმეორებელი.
14. ურსულა ანდრესი - ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გოგო.
15. ლუსილი ბელი - ის წლების განმავლობაში სექსსიმბოლოდ მიიჩნეოდა.
თემები: სილამაზე ყველა ასაკში, ქალები, ვარსკვლავები
<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>