LIFE

25 ოქროს პრინციპი გაბრიელ გარსია მარკესისგან

25 ოქროს პრინციპი გაბრიელ გარსია მარკესისგან

ვნახოთ, ცხოვრების 25 ოქროს პრინციპი გაბრიელ გარსია მარკესისგან:

1. ენდე მას, ვისაც თანაგრძნობა შეუძლია. 

2. არასოდეს გასცე ბრძანება, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ შეასრულებენ. 

3. ოცნებებს ვერ შეჭამ, მაგრამ ის განაყრებს. 

4. ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება, ნუ გამოიჩენ ძალისხმევას. 

5. ქუდს არ ვატარებ, რადგანაც არავის წინაშე არ მსურს მისი მოხდა. 

6. შეუძლებელია ბოლოს ისეთი არ გახდე, როგორადაც სხვები მიგიჩნევენ. 

7. როცა მეკითხებიან, ყოველთვის სიმართლეს ვამბობ: მეძავებმა ქორწინებისთვის დრო არ დამიტოვეს. 

8. არ არსებობს წამალი, რომელსაც შეუძლია განკურნოს ის, რისი განკურნებაც ბედნიერებას შეუძლია. 

9. გაიღიმე, ნუ მიანიჭებ სიამოვნებას უბედურებას. 

10. ყველას სურს მთის მწვერვალზე ცხოვრება, მაგრამ ბედნიერება მასზე ასვლის პროცესშია. 

11. მარტივად მოსული ბედნიერება ვერ იქნება სამუდამო. 

12. ძალა, რომელიც სამყაროს ატრიალებს, იღბლიანი კი არა, უიღბლო სიყვარულია. 

13. სუსტი ვერასოდეს შეაღწევს სიყვარულის სამეფოში, რადგანაც იქ სასტიკი წესებია. 

14. თუ გიყვარს - გაუშვი, თუ შენია, აუცილებლად დაბრუნდება. 

15. ის, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა, არ ნიშნავს, რომ მას მთელი გულით არ უყვარხარ. 

16. ნუ დახარჯავ დროს იმ ადამიანთან, რომელსაც არ სურს შენ გვერდით ყოფნა. 

17. ნამდვილ სიყვარულს თუ შეხვდი, მას ვერ დაკარგავ. 

18. არავინ იმსახურებს შენს ცრემლებს და ვინც იმსახურებს, ის არ აგატირებს. 

19. ყველაზე საშინელი მონატრება მის გვერდით ყოფნა და იმის გააზრებაა, რომ არასოდეს იქნება შენი. 

20. სადაც სიღარიბეა, იქაა სიყვარულიც. 

21. ტყუილია, რომ ადამიანები აღარ ოცნებობენ, როცა ბერდებიან, ადამიანები ბერდებიან მაშინ, როცა აღარ ოცნებობენ. 

22. ბედნიერი სიბერე საკუთარ მარტოობასთან შეგუების უნარს ნიშნავს. 

23. არ მოკვდე, სანამ არ გაიგებ, რა არის სექსი სიყვარულით. 

24. მიწვევის დალოდებას, სჯობს, შეუფერებელ დროს მიხვიდეთ. 

25. არასოდესაა ძალიან გვიანი.



<a href="https://www.kefline.ru">https://www.kefline.ru</a>