
2018 წელს არ ჩაუვლია ვარსკვლავური წყვილების დაშორებების გარეშე. ვნახოთ 15 წყვილი, რომლებმაც ამ წელს განშორების გადაწყვეტილება მიიღეს.
1. ჯენიფერი ანისტონი და ჯასტინ ტერუ - წყვილი 7 წელი ერთად ცხოვრობდა და ამ შვიდი წლიდან 2 წელი ოფიციალურ ქორწინებაში გაატარეს. 2018 წელს მათ განქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს. ჯენი განმარტავს, რომ ის და ჯასტინი მეგობრებად დარჩნენ.

2. მაიკლ შინი და სარა სილვერმანი - საზოგადოებას განშორების შესახებ წყვილმა 2018 წლის თებერვალში ამცნო.

3. მონიკა პოტერი და დენიელ კრისტოფერ ელისონი - მსახიობმა მონიკა პოტერმა თავის ქირურგ ქმართან განქორწინება გადაწყვიტა. წყვილი 2005 წლიდან ქორწინებაში იყო.

4. ელონ მასკი და ამბერ ჰარდი - მათ ბოლო დროის ყველაზე უჩვეულო წყვილად მიიჩნევდნენ. ტექნოლოგიების გურუსა და მსახიობ ამბერ ჰარდის თანაცხოვრება წარუმატებელი აღმოჩნდა.

5. ჯული ბოუენი და სკოტ ფილიპსი - „თანამედროვე ოჯახის“ ვარსკვლავი სკოტ ფილიპსზე 13 წლის წინ დაქორწინდა, თუმცა წელს წყვილმა განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო.

6. ნიკი მინაჟი და NAS - წყვილი ერთმანეთს მხოლოდ შვიდი თვის განმავლობაში ხვდებოდა. თუმცა ყველაზე გავლენიანი ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავებმა დაშორების გადაწვყეტილება მიიღეს.

7. ევან მაკგრეგორი და ივ მავრაკისი - 22 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა დაშორების გადაწყვეტილება მიიღო.

8. ლენა დუნჰამი და ჯეკ ანტონოფი - The Girls-ის ვარსკვლავის 5 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა განშორებით დამთავრდა.

9. ჰოლი ბერი და ალექს და კიდი - წყვილი 5 თვის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს, მაგრამ ვერ შეეწყვნენ და დაშორება გადაწყვიტეს.

10. ანა ფარისი და კრის პრეტი - მათი დაშორება გულშემატკივრებისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. წყვილს რვა წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

11. ემა უოტსონი და ულიამ ნაიტი - წყვილმა ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ მიიღო დაშორების გადაწყვეტილება.

12. ჯენიფერი ჰადსონი და დევიდ ოტუნგა - წყვილი ათ წელზე მეტხანს ცხოვრობდა ერთად, თუმცა 2018 წელს დაშორდნენ.

13. ლოურენს ფიშბარნი და ჯინა ტორესი - The Matrix-ის ვარსკვლავის 15 წლიანი ქორწინება ჯინა ორესთან 208 წელს დასრულდა.

14. სელენა გომესი და The Weeknd – 10 თვიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი დაშორდა. The Weeknd კი სელენასთან დაშორების შემდეგ თავის ყოფილ შეყვარებულს, სუპერმოდელ, ბელაჰადიდს დაუბრუნდა.

15. ჰეიდენ კრისტენსენი და რეიჩელ ბილსონი - „ვარსკვლავური ომების“ ვარსკვლავი რეიჩელს ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

თემები: განქორწინება, წყვილი, დაშორება, ვარსკვლავები, გაყრა
<a href="https://celebs.allwomenstalk.com/">https://celebs.allwomenstalk.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია