საახალწლო წვეულებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეკორაციებს. ვნახოთ, როგორი ტენდენციებია ამ სეზონზე ტრენდული.

1. ახალი წლის წვეულების განუყოფელი ნაწილია ე.წ. კანფეწი - შამპანურის მინი ბოთლებში მოთავსებული ეს სადღესასწაულო ატრიბუტი შეგიძლიათ დაურიგოთ სტუმრებს და ნამდვილი მხიარულება მოაწყოთ.

2. ციფრები ბუშტებით - ოქროსფერი ბუშტების ციფრებით დაწერილი „2019“ სახლის ყველაზე გამოსაჩენ ადგილას მოათავსეთ.

3. ოქროსფერი, შავი და თეთრი ფერებით შექმნილი ქაღალდის საახალწლო დეკორაციები.

4. ოქროსფერით გაფორმებული შამპანურის ჭიქები - ახალი წლის ღამეს გჭირდებათ გლამურული და დახვეწილი სადღესასწაულო ჭურჭელი.

5. თეფშები საახალწლო საათის პრინტით, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეგიქმნით სადღესასწაულო განწყობას.

6. მორთეთ კედლები ვერცხლისფერი ვარსკვლავებით.

7. შავი და ოქროსფერის კომბინაციის საყვირები.

8. New Year New Me - შეგიძლიათ ეს, ან რომელიმე სასურველი ფრაზა კედელზე ოქროსფერი ბუშტების ასოებით დაწეროთ.

9. და რა თქმა უნდა, ოქროსფერი ვარსკვლავები თქვენს სუფრასა და კედლებს უნდა ამშვენებდნენ.

10. ფოტოზე აღბეჭდილ ფარდაზე თუ შეაჩერებთ არჩევანს, მისი საშუალებით შესანიშნავ საახალწლო დეკორაციას შექმნით, ამავდროულად, ფოტოებისთვის არაჩვეულებრივი ბეგრაუნდი გექნებათ.

11. შეგიძლიათ, კედელი ფოტოზე აღბეჭდილი დეკორაციის მსგავსით მორთოთ - ის ორიგინალურია და სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით.

12. შავი და ოქროსფერი დეკორი.

13. ვერცხლისფერი დისკოს ბურთი, ან ბურთები, განსაკუთრებით სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის თქვენს სადღესასწაულო წვეულებაზე.

14. ვის არ უყვარს სელფის გადაღება? - ამიტომაც, შეიძინეთ დიდი საახალწლო პოსტერი, რომლის ფონზეც იდეალური სელფების გადაღებას შეძლებთ.

15. სელფების გადასაღებ პოსტერთან ერთად თქვენ ასევე ფოტოზე აღბეჭდილი ნივთებიც დაგჭირდებათ, უფრო მეტი მხიარულებისთვის.

ასე რომ, მოემზადეთ, ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.