1. ჯეიმი დორნანი და დაკოტა ჯონსონი - „გრეის 50 ელფერი“ (2015)
მსახიობი არ მალავს, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ფილმში პარტნიორთან, მაგრამ მხოლოდ მეგობრობის ფარგლებში. გადაღებების შემდეგ ჯეიმი ამბობდა: „მე ცოლიანი ვარ, და დაკოტაც ურთიერთობაში იყოს ფილმის გადაღებისას. ჩვენ უბრალოდ ურთიერთპატივისცემა გვაკავშირებს“. ასე რომ, სწორედ ვნების არარსებობას უჩივიან მაყურებელები „გრეის 50 ელფერში“, მიუხედავად საკმაოდ თამამი სცენებისა.
2. კრისტოფერ იგენი და ამანდა სეიფრიდი - „წერილები ჯულიეტას“ (2010)
ფილმის შემქმნელები მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ისტორიას „რომეო და ჯულიეტას“ შეეხნენ. მაგრამ ზაფხულის ვერონამაც კი ვერ უშველა სურათის მთავარ გმირებს საკუთარი გრძნობები დამაჯერებელი გაეხადათ.
3. რუპერტ ფრენდი და ემილი ბლანტი - „ახალგაზრდა ვიქტორია“ (2008)
„ის მილიონებს მართავდა, მაგრამ მისი გული ეკუთვნოდა ერთადერთ მამაკაცს“ - ასეთია სურათის სლოგანი. მაგრამ გამოუვიდა თუ არა ემილი ბლანტს დედოფლის გრძნობების მთელი სიღრმე ეჩვენებინა - პასუხი არ არსებობს. მაყურებლების ნაწილმა დაიჯერა მონარქთა სიყვარულის ისტორია, სხვები კი ეთანხმებიან აზრს, რომ რუპერტისა და ემილის დუეტი დაუჯერებლად გამოიყურება.
4. ტომ კრუზი და პენელოპა კრუსი - „ვანილის ცა“ (2001)
ფილმმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა მრავალფენოვნობის გამო. მაგრამ მაყურებლის უმეტესობას აინტერესებს ფილმის ერთი მომენტი: იყვნენ თუ არა ისინი შეყვარებულებულები გადაღებებისას. კრუზისა და კრუსის შეუთავსებლობის ერთ-ერთი შესაძლებელი მიზეზი როგორც ცხოვრებაში, ასევე ფილმშიც მსახიობების განსხვავებული მსოფლმხედველობაა: მშვიდი პენელოპა და მისი ბუდისტური შეხედულებები ცხოვრებაზე ექსცენტრიულ ტომს არ მოსწონდა.
5. ბრედ პიტი და ჯულია რობერტსი - „მექსიკელი“ (2001)
ორი ნიჭიერი მსახიობის დუეტი ყოველთვის როდის განაპირობებს ფილმის წარმატებას. ჯულია რობერტსისა და ბრედ პიტის წყვილმა კინომანების გაოცება გამოიწვია: ისინი საერთოდ არ უხდებოდნენ ერთმანეთს ვიზუალურად. სამაგიეროდ რობერტსისთვის ეს გადაღებები საბედისწერო გახდა. სწორედ აქ გაიცნო თავისი მომავალი ქმარი, ოპერატორი დენიელ მოდერი.
6. ჯონი დეპი და ანჯელინა ჯოლი - „ტურისტი“ (2010)
როდესაც ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, ტაბლოიდები წერდნენ, რომ ბრედ პიტი და ვანესა პარადი საკუთარ მეორე ნახევრებზე ეჭვიანობენ. დრომ აჩვენა, რომ სულ ტყუილად: ჯოლისა და დეპს შორის - მეგობრობაა, რომელიც დრომ გამოსცადა. მაგრამ ოჯახური დაძაბულობა ერთ-ერთ მიზეზად განიხილება, რომ მათ კინოში კარგად თამაში ვერ შეძლეს.
თემები: რჩევები, ფილმები, მსახიობები, ვარსკვლავები
<a href="https://www.adme.ru/">https://www.adme.ru/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია