LIFE

როგორ ავიმაღლოთ განწყობა და ყოველთვის ვიაზროვნოთ პოზიტიურად - 8 მარტივი ნაბიჯი

როგორ ავიმაღლოთ განწყობა და ყოველთვის ვიაზროვნოთ პოზიტიურად - 8 მარტივი ნაბიჯი

1. ყოველთვის გაამხნევეთ საკუთარი თავი

ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ საყვედურობთ საკუთარ თავს, იზრუნეთ საკუთარ თავზე და დააყენეთ საკუთარი სურვილები პირველ ადგილზე. გაიღიმეთ და ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ კარგი ადამიანი ხართ, კარგი შვილი, დედა, მეუღლე და მეგობრები.

2. აკონტროლეთ საკუთარი გრძნობები

როგორ ავიმაღლოთ განწყობა და ყოველთვის ვიაზროვნოთ პოზიტიურად - 8 მარტივი ნაბიჯი

ყველამ ვიცით, როგორია - იყო ცუდ განწყობაზე. დაიწყეთ აღნიშვნა, როდის და რატომ გიფუჭდებათ განწყობა, რა იწვევს სევდას. ეს დაგეხმარებათ დააფიქსიროთ სიტუაცია და ისარგებლოთ მიღებული გამოცდილებით: თუ ადრე უკვე განიცადეთ ეს ემოციები, ესე იგი იცით, როგორ გაუმკლავდეთ.

3. დაასახელეთ მიზეზი

გამოთქვით ის ხმამაღლა. როგორც კი გაიაზრებთ მიზეზს, თქვენ შეძლებთ საკუთარი გრძნობების გაკონტროლებას. მერე გაანალიზეთ, როგორ მიხვედით ამ ემოციამდე, რამ გამოიწვია ცუდი განწყობა.

4. კონცენტრირება მოახდინეთ მიღწევებზე

ყველაზე საუკეთესო საშუალებაა აიმაღლოთ განწყობა - იფიქროთ საკუთარი წარმატებების შესახებ. როცა ცუდ განწყობაზე ხართ, გააკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. მაშინვე კარგად იგრძნობთ თავს. კარგად მღერით? - მაშინ იმღერეთ. კარგად აცხობთ ნამცხვარს? - გამოაცხეთ. საკუთარ სტიქიაში თქვენ ვერ შეძლებთ ცუდ განწყობაზე ყოფნას.

როგორ ავიმაღლოთ განწყობა და ყოველთვის ვიაზროვნოთ პოზიტიურად - 8 მარტივი ნაბიჯი

5. გაახსენეთ საკუთარ თავს ბედნიერი მომენტების შესახებ

როგორ ავიმაღლოთ განწყობა და ყოველთვის ვიაზროვნოთ პოზიტიურად - 8 მარტივი ნაბიჯი

ხანდახან სასარგებლოა სასიამოვნო მომენტების გახსენება. მაშინაც კი, როცა მთლიანად ხართ ჩაფლული სევდაში, ბედნიერი მოგონებები გაჩვენებენ, რომ მოწყენილობა - ეს მხოლოდ დროებითია.

6. აკონტროლეთ დრო, რომელსაც ატარებთ სოციალურ ქსელებში

დამოკიდებულება სოციალურ ქსელებზე - ჩვენი დროის ცუდი ჩვევაა. ჩვენ არ გთავაზობთ საერთოდ თქვათ უარი მათზე, მაგრამ გირჩევთ აკონტროლოთ სოცქსელებით სარგებლობის დრო. გათიშეთ შეტყობინებები, დააყენეთ შეზღუდვა თქვენს სმარტფონზე და ნუ ავსებთ სიცარიელეს „სქროლვით“...

7. უკეთესად გაიცანით საკუთარი თავი

ჩვენ გვეჩვენება, რომ ყველაფერი ვიცით საკუთარ თავზე. მაგრამ როგორ ხშირად ვაძლევთ საკუთარ თავს დროს ვიფიქროთ ჩვენი მიზნების, მოტივებისა და სწრაფვის შესახებ? - მუდმივ ფაცი-ფუცში თითქმის არ გვრჩება დრო საკუთარი თავისთვის. მოგიწოდებთ გამოყოთ უქმე დღის ნახევარი საკუთარი თავის გასაცნობად. ეს არა მხოლოდ აგიმაღლებთ განწყობას და დაგეხმარებათ მიხვდეთ ბევრ რამეს.

8. დაელაპარაკეთ ვინმეს, ვინც იმყოფება მსგავსი ემოციურ მდგომარეობაში

როგორ ავიმაღლოთ განწყობა და ყოველთვის ვიაზროვნოთ პოზიტიურად - 8 მარტივი ნაბიჯი

ეს საუკეთესო ხერხია იყოთ იპოვოთ მსმენელი და ისაუბროთ პრობლემის გადაწყვეტილება. მაგალითად, თუ დეპრესიაში ხართ და იცნობთ ვინმეს, ვინც გამოიარა იგივე, დაურეკეთ ამ ადამიანს და სთხოვეთ გიამბოთ მის გამოცდილებაზე. გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ.

დღეს სიტყვები „ პანიკური შეტევა“, „მოუსვენრობა“, „სტრესი“ სულ უფრო ხშირად ისმის. მაგრამ როდესაც პრობლემებზე შეხედულებას შევიცვლით და ყურადღებას ჩვენი ცხოვრების დადებით ასპექტებზე შევაჩერებთ, ვიქნებით უფრო ბედნიერები, ჯანმრთელები და ეფექტურები.



<a href="https://www.glamour.ru">https://www.glamour.ru</a>