სამწუხაროდ, ზოგიერთი მეგობრული ურთიერთობა არ არის უანგარო და ხშირად ხდება ისე, რომ ერთი ადამიანი მეორის გამოყენებას ცდილობს და სწორედ გამოყენების მიზნით მეგობრობს მასთან. ვნახოთ 8 ნიშანი იმისა, რომ სინამდვილეში მეგობარი გიყენებთ.
1. მას ყოველთვის რაღაც სჭირდება, ყოველთვის რაღაცას გთხოვთ - გაანალიზეთ მისი ქმედებები. თუ მხოლოდ მაშინ ახსენდებით, როცა რაიმე სჭირდება და თუ ხედავს, რომ დახმარება არ შეგიძლიათ და ვერ გამოადგებით, მაშინვე ზურგს გაქცევთ. ყოველივე შესანიშნავი ინდიკატორია იმისა, რომ ეს ადამიანი სინამდვილეში გიყენებთ.
2. ის არასოდეს გირეკავთ - თუ აღმოაჩინეთ, რომ დიალოგს ყოველთვის თქვენ იწყებთ, თვითონ კი არასოდეს ინტერესდება თქვენი მდგომარეობით, არასოდეს გეკითხებათ როგორ ხართ, ის თქვენი მეგობარი არ არის. მეგობრობა ორმხრივ პატივისცემასა და მზრუნველობაზე უნდა იყოს დამყარებული.
3. ის სოციალურ ქსელში უგულებელგყოფთ - შესაძლოა, სულელურად და ბავშვურად ჟღერს, მაგრამ რეალურად, სოციალურ ქსელში ადამიანის ქმედებით შესაძლებელია განსაზღვრა - არის თუ არა ის თქვენი ნამდვილი მეგობარი. მაგალითად, არასოდეს გიწონებთ ფოტოებს, არასოდეს გნიშნავთ საერთო ფოტოებზე, ან საერთოდ არ ტვირთავს თქვენთან ერთად გადაღებულ სურათს, მათ შორის არც „სთორებში“.
საერთო ფოტოებს იმ შემთხვევაში აზიარებს, თუ ფოტოზე თვითონ კარგად გამოიყურება, თქვენ კი, არა. ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ის არ არის ნამდვილი მეგობარი და თქვენ გვერდით ზოგჯერ მხოლოდ იმიტომ არის, რომ გამოგიყენოთ.
4. ის არასოდეს არაფერში არ გეხმარებათ - თუ თქვენ გამუდმებით ეხმარებით, მზად ხართ მის გვერდით იყოთ ნებისმიერ დროს, როცა სჭირდება და სანაცვლოდ მხოლოდ მადლობას იღებთ და თვითონ არასოდეს გიდგათ მხარში, როცა გჭირდებათ მუდამ დაკავებულია, გირჩევთ დაფიქრდეთ თქვენს მეგობრობაზე.
5. მას უბრალოდ ავიწყდებით - როცა საუბრობთ, არ ადარდებს თავს როგორ გრძნობთ, არ ინტერესდება თქვენით, მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ განცდებზე ლაპარაკობს. შესაძლოა დაგეგმოს რაიმე შაბათ-კვირას, მაგრამ თქვენ არც კი გაახსენდეთ. ყოველივე კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ის უბრალოდ გიყენებთ.
6. არასოდეს გეპატიჟება - ის გესაუბრება იმის შესახებ, თუ რა კარგი დრო გაატარა სხვა მეგობრებთან ერთად, თუმცა თქვენთან ერთად არაფერს გეგმავს. არ გიშვებთ თავის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის ნამდვილი მეგობრობა.
7. ის საერთოდ არ გიცნობთ, არ იცის როგორი ხართ სინამდვილეში - თუ მეასედ უყვებით თქვენი ოჯახის წევრების შესახებ, თქვენს ჰობსა და მისწრაფებებზე და მან არ იცის ყოველივე და არ იმახსოვრებს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის უმნიშვნელო ადამიანი ხართ და უბრალოდ არ აინტერესბს. ასე რომ, ნუ ჩათვლით ასეთ ადამიანს მეგობრად, ის ურალოდ გიყენებთ.
8. ის თქვენით მანიპულირებს - მან შესანიშნავად იცის, რა არის თქვენი სუსტი წერტილი, შესაბამისად, კარგად გამოსდის თქვენით მანიპულირება. თუ ამჩნევთ, რომ მისთვის უარის თქმა არაფერზე არ შეგიძლიათ, ყველა თხოვნასა და სურვილს უსრულებთ, დაფიქრდით კიდევ ერთხელ და გადახედეთ თქვენს ურთიერთობას. დიდი ალბათობით, ადამიანი, რომელიც მეგობარი გგონიათ, სინამდვილეში გიყენებთ.
თემები: მეგობრობა, მეგობრობის შენარჩუნება, მეგობრები
<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია