სილამაზე

3 იდეალური სახის ნიღაბი გაზაფხულისთვის, რომლის მომზადებასაც სახლში შეძლებთ

3 იდეალური სახის ნიღაბი გაზაფხულისთვის, რომლის მომზადებასაც სახლში შეძლებთ

კვება ლამაზი კანისთვის

3 იდეალური სახის ნიღაბი გაზაფხულისთვის, რომლის მომზადებასაც სახლში შეძლებთ

თქვენი რაციონი აუცილებლად უნდა შეიცავდეს:

1. ბოსტნეულისა და ხილის რამდენიმე ულუფას დღეში, სასურველია მრავალფეროვანს. სტაფილო და გოგრა მდიდარია კაროტინით, ისპანახი და კომბოსტო შეიცავს ლუტეინს, მოცვი, კივი და მოცხარი - C ვიტამინის დიდ რაოდენობას.

2. საკვებს, რომელიც შეიცავს სელენსა და ვიტამინ E-ს. ერთიც, და მეორეც მზესუმზირის თესლების შემადგენლობაშია. სელენი ასევე ბევრია თევზში, ხორცში, კეშიუსა და პომიდორში, ვიტამინი E კი - სიმინდის ზეთში და კედრის კაკალში.

3. სასრგებლო ცხიმებს, რომლებიც შეუნარჩუნებენ კანს ტენიანობის ბუნებრივ დონეს: ნიგოზს, ავოკადოს, ცხიმიან თევზს, სელის თესლს.

4. თუთიით მდიდარ პროდუქტებს: თევზს, თესლებს, თხილეულს ან ფრინველს.

5. წყლის საკმარისი რაოდენობას.

სილამაზის საუზმე

ეს მსუბუქი საუზმე დაგმუხტავთ სიმსუბუქითა და ენერგიით, ორგანიზმს კი გაამდიდრებს პრობიოტიკებით, ცილებითა და ანტიოქსიდანტებით. თუ რეგულარულათ იკვებებით ამდაგვარად, შეიძლება მიიღოთ გაახლებული და ბრწყინავი კანი. ამისათვის დაგჭირდებათ:

3 კაკალი

½ ჭიქა კენკრა (შეიძლება გაყინულიც)

1 ჭიქა ნატურალური იოგურტი

1 ჩ.კ. თაფლი

გადაურიეთ ერთმანეთში დაჭრილი ან დაბლენდერებული ნიგოზი, თაფლი, იოგურტი და დაამატეთ კენკრა. სურვილისამებრ შეიძლება დაამატოთ ნაზავში ცოტაოდენი სელის თესლი და უფრო მეტად გაამდიდროთ კერძი ვიტამინებით.

სახის გაწმენდა ყველა ტიპის კანისთვის

3 იდეალური სახის ნიღაბი გაზაფხულისთვის, რომლის მომზადებასაც სახლში შეძლებთ

აბუსალათინის ზეთი გადაურიეთ ნებისმიერ თქვენთვის საყვარელ ზეთს: ჟოჟობას, ყურძნის წიპწების, ზეითუნის ან ავოკადოს ზეთს. მშრალი კანისთვის 1 წილ აბუსალათინის ზეთზე უნდა აიღოთ 9 წილი საბაზო, ნორმალურისთვის - პროპორციით 2 : 8, ცხიმიანისთვის კი - 3 : 7. პირსახოცს დაასხით ცხელი წყალი (არა მდუღარე). 2-3 წუთის განმავლობაში მასაჟური მოძრაობებით დაიტანეთ ზეთის ნაზავი სუფთა კანზე, დაიტოვეთ კიდევ ერთი წუთით და მოიშორეთ ცხელი პირსახოცით (არ უნდა დაგწვათ) ფრთხილი მოძრაობებით.

სახის ნიღაბი ინდოელი ქალების რეცეპტით

3 იდეალური სახის ნიღაბი გაზაფხულისთვის, რომლის მომზადებასაც სახლში შეძლებთ

ამ ნიღბის დახმარებით ინდოელი ქალების კანი ბრწყინვალედ გამოიყურება მთელი დღის განმავლობაში. იმისათვის რომ მოამზადოთ ეს ნიღაბი, გადაურიეთ ერთმანეთში 1 ჩ.კ. კურკუმა, 3 ს.კ. იოგურტი და რამდენიმე წვეთი თაფლი და გაანაწილეთ ოქროსფერი ნარევი სახეზე. ეს ნიღაბი შეიძლება დაიტანოთ ასევე თვალების ქვეშ, ოღონდ მოერიდეთ პირდაპირ კონტაქტს. ნიღაბი მოიშორეთ ნოტიო ხელსახოცით 15-20 წუთის შემდეგ.

ბანანის ნიღაბი გლუვი კანისთვის

3 იდეალური სახის ნიღაბი გაზაფხულისთვის, რომლის მომზადებასაც სახლში შეძლებთ

იმისათვის რომ მოვახდინოთ კანის ტონიზირება და დაჭიმვა, დაგვეხმარება ბანანის ნიღაბი. 1 ბანანის ქერქი კარგად გარეცხეთ, დაამატეთ ბანანის რბილობის რამდენიმე ნაჭერი და დააბლენდერეთ მცირე რაოდენობის ხაჭოსთან და 1 ჩ.კ. ბრინჯის ფქვილთან ერთად. ნარევი დაიტანეთ სახეზე, 10-15 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>