LIFE

7 უცნაური ფაქტი ელისაბედ ΙΙ ცხოვრებიდან, რომლებიც დაგარწმუნებთ რა ცოტა იცით დედოფლის შესახებ

7 უცნაური ფაქტი ელისაბედ ΙΙ ცხოვრებიდან, რომლებიც დაგარწმუნებთ რა ცოტა იცით დედოფლის შესახებ

ის არასოდეს დადიოდა სკოლაში

7 უცნაური ფაქტი ელისაბედ ΙΙ ცხოვრებიდან, რომლებიც დაგარწმუნებთ რა ცოტა იცით დედოფლის შესახებ

ელისაბედმა და მისმა უმცროსმა დამ, პრინცესა მარგარეტმა, განათლება სახლში მიიღეს. გოგონებს საუკეთესო ბრიტანელი რეპეტიტორები ასწავლიდნენ. მას შემდეგ რაც 1936 წელს მათი მამა ტახტზე ავიდა და ელისაბედი გახდა მისი მემკვიდრე, მომავალმა დედოფალმა დაიწყო საკონსტიტუციო ისტორიის და სამართალის შესწავლა. ასევე კენტერბერიის არქიეპისკოპოსისგან ის რელიგიის გაკვეთილებს იღებდა.

ერთხელ მან ლონდონის ქუჩებში ინკოგნიტოდ გაიარა

7 უცნაური ფაქტი ელისაბედ ΙΙ ცხოვრებიდან, რომლებიც დაგარწმუნებთ რა ცოტა იცით დედოფლის შესახებ

1945 წლის 8 მაისს ელისაბედი თავის დასთან მარგარეტთან ერთად ქუჩის მსვლელობას შეუერთდა გამარჯვების დღესთან დაკავშირებით. მან დაარწმუნა თავისი მშობლები ნება მიეცათ მონაწილეობა მიეღო დასთან ერთად მეორე მსოფლიო ომის დამთავრების ზეიმში. მოგვიანებით დედოფალი ამბობდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი დღე მის ცხოვრებაში.

ნათესავურ კავშირშია თავის ქმართან

7 უცნაური ფაქტი ელისაბედ ΙΙ ცხოვრებიდან, რომლებიც დაგარწმუნებთ რა ცოტა იცით დედოფლის შესახებ

დედოფალი ვიქტორია იყო მისი და მისი ქმრის, პრინცი ფილიპის დიდი ბებიის დედა. ელისაბედ ΙΙ დედოფალ ვიქტორიასთან მამის ხაზით არის კავშირში, პრინცი ფილიპი კი - დედის მხრიდან. მსგავსი ქორწინებები შორეულ ნათესავებს შორის მონარქებში არ წარმოადგენს იშვიათობას.

დიდი ბრიტანეთის 5 მაცხოვრებლიდან 4 ჯერ არ იყო დაბადებული, როცა ის ტახტზე ავიდა

7 უცნაური ფაქტი ელისაბედ ΙΙ ცხოვრებიდან, რომლებიც დაგარწმუნებთ რა ცოტა იცით დედოფლის შესახებ

ის ავიდა ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს, თავისი მამის, მეფე გეორგ VΙ გარდაცვალების შემდეგ. მაშინ ელისაბედი 25 წლის იყო. ელისაბედ ΙΙ გვირგვინი 1953 წლის 2 ივნისს დაადგეს. ბრიტანეთის დედოფალი ყველაზე ხანგრძლივი მმართველია ამჟამად მსოფლიოს მოქმედ მონარქებში.

ის ყველა გედს ფლობს, რომლებიც დიდი ბრიტანეთის წყლებში ცურავენ...

7 უცნაური ფაქტი ელისაბედ ΙΙ ცხოვრებიდან, რომლებიც დაგარწმუნებთ რა ცოტა იცით დედოფლის შესახებ

სამეფო ოჯახის ოფიციალური საიტის თანახმად, მმართველი მონარქი წარმოადგენს ყველა გედის მფლობელს, რომლებიც ცხოვრობენ მდინარე ტემზისა და მისი შენაკადების წყლებში. ყოველწლიურად ტარდება გედების აღწერა, თითოეულს გააჩნია საკუთარი რიგითი ნომერი.

... და ყველა ზუთხს, დელფინსა და ვეშაპს

7 უცნაური ფაქტი ელისაბედ ΙΙ ცხოვრებიდან, რომლებიც დაგარწმუნებთ რა ცოტა იცით დედოფლის შესახებ

„ქვეყნის მმართველი წარმოადგენს ყველა ზუთხის, დელფინისა და ვეშაპის მეპატრონეს ბრიტანეთის წყლებში“, - იუწყება კანონი, რომელიც მიღებულია 1324 წელს ჯერ კიდევ მეფე ედუარდ ΙΙ დროს. ყველა ეს ცხოველი განისაზღვრება როგორც „სამეფო თევზი“.

ის არც ისეთი მდიდარია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ

7 უცნაური ფაქტი ელისაბედ ΙΙ ცხოვრებიდან, რომლებიც დაგარწმუნებთ რა ცოტა იცით დედოფლის შესახებ

სასახლეებისა და ციხე-სიმაგრეების დიდი ნაწილი, რომლებშიც დედოფალი და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, ეკუთვნის სახელმწიფოს ან იმყოფება „გვირგვინის საკუთრების“ (დამოუკიდებელი კომერციული საწარმოს, რომელიც მართავს სამეფო უძრავ ქონებას) მფლობელობაში. დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში, რომელიც 2015 წელს შეადგინა გაზეთმა The Sunday Times-მა, დედოფალი აღმოჩნდა მხოლოდ 302-ე ადგილზე. მისი ქონება არაოფიციალურად ფასდება 340 მლნ ევროდ.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>