2019 წლის 15 ყველაზე ტრენდული კაბა გამოსაშვები საღამოსთვის - როგორია მთავარი ტენდენციები?
- 21.05.2019
2019 წლის გამოსაშვები საღამოების ეტაპიც დადგა. ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ახლა კაბების არჩევაა. Trend.ge ეცდება ეს რთული საქმე ცოტათი გაგიმარტივოთ, ამიტომაც, მთავარ ტენდენციებს გაგაცნობთ.
1. ტრენდულია მხრებზე მოშიშვლებული კოქტეილის კაბები.
2. ასევე, ტრენდული იქნება დეკოლტე კაბები გრძელი სახელოებით, რომელშიც სილუეტია გამოკვეთილი.
3. ასევე, მოდაშია ერთ მხარზე მოშიშვლებული კაბები.
4. ტრენდულია თავისუფალი სტილის, ფარფლებიანი კაბები, ყვავილების პრინტით, აქცენტი ნათელ ფერებზე გააკეთეთ.
5. ტრენდულია მბზინავი გრძელი კაბა, ღრმა დეკოლტეთი - ჩაიცვით გამოსაშვებ საღამოზე ვარსკვლავურად.
6. ასევე მოდაშია ვარდისფერი კაბები. შეუსაბამეთ მას ვერცხლისფერი ფეხსაცმელი და ამავე ფერის სამკაული.
7. ყველაზე ტრენდული ფერი გამოსაშვები საღამოს კაბებისთვის მუქი იისფერია.
8. ტრენდულია გრძელი, ბოლოში გაშლილი კაბა.
9. ასევე, შეგიძლიათ აქცენტი ყვითელ, კაშკაშა ფერზე გააკეთოთ.
10. შეგიძლიათ გამოსაშვებ საღამოზე ყველაზე რომანტიკული გოგონას იმიჯით მიხვიდეთ. ამისთვის კი, ცისფერ კაბაზე შეაჩერეთ არჩევანი.
11. თუ გინდათ ექსტრავაგანტული იყოთ და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოთ, შეარჩიეთ კაბა ორიგინალური უკანა ნაწილით.
12. გრძელი აბრეშუმის კაბა. როგორც ხედავთ, მთავარი ტენდენცია - ღრმა დეკოლტე, ამ კაბაშიც შენარჩუნებულია.
13. ტრენდულია სხვადასხვა თვლებით გაფორმებული კაბა.
14. ტრენდულია ე.წ. კორსეტის სტილის კაბა მბრწყინავი ეფექტით.
15. წითელი კაბა მბრწყინავი ეფექტით, ყველაზე სექსუალური გოგონებისთვის.
თემები: კაბა, მოდაშია, გამოსაშვები საღამო, საღამოს კაბა, ტრენდული კაბა
<a href="https://www.insider.com/" target="_blank">https://www.insider.com/</a>