ცნობილია, რომ კაცის სხეულის ტემპერატურა ქალისაზე უფრო მაღალია. მკვლევარები ამბობენ, რომ ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია, სამუშაო გარემოში, ოფისებში ტემპერატურა დარეგულირებული იყოს ისე, სადაც ქალები და მამაკაცები ერთნაირი პროდუქტიულობით შეძლებენ მუშაობას.
კვლევის თანახმად, თუ ტემპერატურა ოფისში ისეთია, რომელიც მხოლოდ კაცებისთვისაა მისაღები, შესაძლოა, ცუდი იყოს ბიზნესისთვის, რადგანაც ასეთ ტემპერატურაში ქალებმა ვერ შეძლონ პროდუქტიულად მუშაობა.
კვლევამ გამოავლინა, რომ ქალები უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ, უკეთეს უნარებს ავლენენ მათემატიკური და ვერბალური დავალებების შესრულებისას, როცა ოთახში ტემპერატურა მაღალია. საპირისპირო ეფექტი მიიღეს მამაკაცების შემთხვევაში, თუმცა ტემპერატურის გავლენა მათი მუშაობის ხარისხზე ნაკლებად შესამჩნევია.
კვლევის მონაწილეების სამუშაო ოთახში ტემპერატურა 32 გრადუს ცელსიუსი. ექსპერიმენტის ფარგლებში, მათ მისცეს სამი სხვადასხვა დავალება - მათემატიკური, ვერბალური და კოგნიტური.
ტემპერატურას გავლენა ჰქონდა მათემატიკური და ვერბალური დავალებების შესრულებისას, თუმცა მისი გავლენა არ აღინიშნა კოგნიტურ ამოცანებზე.
„აღმოჩნდა, რომ ქალებს უფრო მეტად უმარტივდებოდათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება მაღალი ტემპერატურის პირობებში“, - ამბობს პროფესორი ტომ ჩენგი.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, გრძნობენ თუ არა კომფორტულად თავს ქალები უფრო თბილი ტემპერატურის პირობებში, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ისინი უკეთ მუშაობენ მსგავს პირობებში, იღებენ უკეთეს გადაწყვეტილებებს“, - განმარტავს ჩენგი.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები, მუშაობა, ოფისი, სითბო
<a href="https://www.insider.com">https://www.insider.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია