თუ დაუღალავად მიყვებით მოდის ტენდენციებს და მიგაჩნიათ, რომ ცნობილი დიზაინერების რჩევები თქვენთვის სახელმძღვანელოდ უნდა იქცეს, მაშინ მოგვყევით.

გაგაცნობთ 2020 წლის 12 ყველაზე მოდური აქსესუარს, რომლებიც თანამედროვე და მოდურ ქალად გაქცევთ.

12. ჩოკერი

დიახ, ჩოკერები მოდას ისევ დაუბრუნდა, მაგრამ განსხვავებული ფორმით. ამჯერად სდა ჩოკერის ნაცვლად უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ძვირფასი ქვებითა და ნაქარგებით გაწყობილს. სწორედ ასე ფიქრობენ გუჩის, მაქვინის და ვერსაჩეს მოდის სახლებში.

11. დიდი ზომის რგოლები

დიახ, უნდა გაბედოთ და თქვენი საყურის სიგრძე რამდენიმე ზომით უნდა გაზარდოთ, მგონი უკეთესია.

10. ისე, როგორც პლიაჟზე

დროებით გადამალეთ ბუმბულებიანი აქსესუარები და ადგილი დაუთმეთ ნიჟარებს და ზღვის აქსესუარებს.

9. მხოლოდ ერთი საყურე

დიახ, ამ ექსპერიმენტზე დათანხმებას ყველა გოგონა ვერ ბედავს. არადა, წელს ისევ მოდაშია მხოლოდ ერთი საყურეთი სიარული.

8. მარგალიტები და არა ბრილიანტები

შანელის, დიორის და ბარბერის მოდის სახლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გოგონების საუკეთესო მეგობრები ბრილიანტები კი არა, მარგალიტები არიან.

7. გულსაკიდები

თვალისმომჭრელი ანბანის ასოები აღარ არის მოდაში, ახლა ისინი შეცვალა მწერების და ცხოველების გამოსახულებებმა.

6. არავითარი ფული

დიახ, წელს უკვე უხერხულია მონეტებიანი აქსესუარებით სიარული, სამაგიეროდ მოდაშია სხვადასხვა ფორმის გულები.

5. უარი ვარსკვლავებზე

ვარსკვლავები ამჯერად ბროლის ბურთებმა და ცქრიალა საშობაო აქსესუარებმა შეცვალა.

4. მასიური ჯაჭვები

თხელი დაწნული გულსაბნებევი დიდი გყლსაკიდებით ამჯერად მასიურმა ჯაჭვებმა შეცვალა. მგონი, ასე უფრო ლამაზია.

3. გააქრეთ მონღოლური სამაჯურები

საბედნიეროდ მოდა სულ უფრო პრაქტიკული ხდება და ამიტომ დიდი ზომის მონღოლური სმაჯურები, პატარა ფორმის საფულე-სამაჯურებმა ჩაანაცვლა.

2. მასიური ბეჭდები

ბეჭდებისმოყვარულებს წინ სასიამოვნო სიახლე ელოდებათ, წელს შეუძლიათ ყველაზე მოდურებად იგრძნონ თავი.

1. თმის აქსესუარები

დაივიწყეთ გეიშასებური თმის სარჭები და არჩევანი განსვავებულ თმის აქსესურებზე გააკეთეთ.