„წაშალე აპლიკაციები ტელეფონიდან“ - 14 ჩვევა, როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრება
- 24.05.2020
1. გაყიდე ნივთები, რომელიც აღარ გჭირდება (ტელევიზორი, ძველი კომპიუტერი, უხმარი ფეხსაცმელი და ა.შ.);
2. ნუ შეიძენ ნივთებს, რომელიც არ გჭირდება;
3. არ მოწიო სიგარეტი, არ მიიღო ალკოჰოლი - ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია!
4. წაშალე აპლიკაციები ტელეფონიდან: Facebook, Instagram, Twitter, Pinterest - ასე უფრო მეტი დრო დაგრჩება რეალური ცხოვრებისთვის;
5. გამოიძინე ყოველდღიურად 8 საათი - სამსახურში მეტად ენერგიული და შრომისუნარიანი იქნები;
6. ისწავლე როგორ გადაიხადო გადასახადები. როგორც კი გაიგებ, თუ რა პრინციპით ითვლება გადასახადები, უფრო ადვილად დაითვლი სამომავლო ხარჯებს;
7. ჩამოშორდი ყალბ მეგობრებს და უარი თქვი ყველა იმ ადამიანზე, ვინც შენს ძალისხმევას არაფრად აგდებს. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ, გაფასებენ და პოზიტიური ენერგიით გავსებენ;
8. არასოდეს იყიდო საჭმელი, როდესაც გშია. შეიძინე მაშინ, როდესაც დანაყრებული ხარ. ისწავლე როგორ მოამზადო საჭმელი და დაივიწყე გარეთ ჭამა. შეამცირე შაქრიანი სასმლის მიღება და ამოიღე არაჯანსაღი საკვები რაციონიდან. მიირთვი მეტი ხილი და ბოსტნეული;
9. ისარგებლე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ველოსიპედით. როდესაც მანქანა დაგჭირდება მარტივად შეძლებ დაქირავებას;
10. არ შეიძინო ყოველწლიურად ახალი მობილური ტელეფონი;
11. თავი აარიდე სესხებს და კრედიტებს. თუ მათ ვერსად გაექცევი, ყოველი თვის დასაწყისში გადადე თანხა, რომლითაც მათ ნაწილს დაფარავ. თუ ისეთი ნივთი მოგწონს, რომელიც შენი ბიუჯეტისთვის ზედმეტად ძვირია, მიიღე ის ფაქტი, რომ მას ვერ შეწვდები. სინამდვილეში, არაფერში გვჭრიდება იმ ნივთების 90%, რომელსაც ვყიდულობთ;
12. კარგი ჯანმრთელობის დაზღვევა მნიშვნელოვანია. ასე სამომავლოდ უაზროდ გაბერილი ხარჯებისგან დაიხსნით თავს;
13. ივარჯიშე რეგულარულად, კვირაში 2-ჯერ მაინც;
14. დაინტერესდი ცხოვრებით - იკითხე არამხატვრული ლიტერატურა, გაიცანი შენი პროფესიის თეორეტიკოსები. და გახსოვდეს, ახალი იდეები მიღებული ინფორმაციის და არსებული რეალობის თანხვედრით იბადება!
თემები: რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ქალები, რჩევები, მოტივაცია