ზღვისა და აუზების სეზონი უკვე მოვიდა. კარგ რუჯს არაფერი შეედრება ზაფხულში. მაგრამ საათობით მზეზე წოლისას, უნდა გაითვალისწინოთ საცურაო კოსტიუმების ტრენდები.

გაიცანით სელებრითების რჩეული 8 საცურაო კოსტიუმი, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა შეიძინოთ!


1. კენდალ ჯენერმა უპირატესობა ჭრელ, თამამ საცურაო კოსტიუმს მიანიჭა;

2. ხოლო კაილი ჯენერს რეტრო სტილის, ნეონისფერი კოსტიუმი ურჩევნია;

3. ემილი რატაკოვსკი თავისივე ბრენდის, inamorata-ს არეკლამებს;

4. წლის ტოპ-მოდელი, ადუტ აკეჩის ფავორიტი ფერი ყვითელია;

5. რა თქმა უნდა, კიმ კარდაშიანი ვეფხვის პრინტს აირჩევდა;

6. ჰეილი ბიბერმა კლასიკურ, სადა და წითელ საცურაო კოსტუმზე შეაჩერა არჩევანი;

7. დუა ლიპას კი სულაც არ ეშინია ბრჭყვიალა თვლებისა და ვარდისფერის კომბინაციის;

8. ვეფხვის პრინტი კაილი გერბელის ფავორიტიცაა.