ფერფლისფერი თმა, პლატინისფერი, ცივი ქერა, თეთრი - ეს ტონები ბოლო წლების ყველაზე აქტუალური ფერებია. თუმცა, როდესაც საქმე ბუნებრივად ამ ტონალობებს, ანუ ჭაღარა თმას ეხება, მის დატოვებას არავინ გირჩევთ.
ჭაღარა თმის შეღებვა წესია, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება ის ძალიან ლამაზი იყოს და ყოველკვირეულად სალონებში ძვირადღირებული შეღებვის პროცედურები დაგავიწყოთ.
ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ქალი მისდევს ახალ ტრენდს და თმის შეღებვაზე უარს ამბობს. მათ რიგებში მხოლოდ ექსპერიმენტების მოყვარული ქალები არ არიან - დახვეწილი, კლასიკური სტილის ქალბატონებიც აქტიურად მისდევენ ვერცხლისფერი თმის მოდას.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბუნებრივი ჭაღარა თმით ზღაპრიდან გადმოსულ ფერიას დაემსგავსებით. თუ ჩვენი არ გჯერათ, მაშინ იხილეთ 20 ქალი, რომლებმაც ჭაღარა თმის შეღებვაზე უბრალოდ უარი თქვეს.
ნაწილობრივი თუ სრული ჭაღარა, მოკლე თუ გრძელი ვარცხნილობა, ხვეულები თუ სწორი თმა - არჩევანი თქვენზე. გარისკავდით ვერცხლისფერი თმით სიარულს?
თემები: თავის მოვლა, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში