სილამაზე

ანუკი ბიწაძის რჩევები თავის მოვლის, ჯანმრთელობისა და სილამაზის შესახებ

ანუკი ბიწაძის რჩევები თავის მოვლის, ჯანმრთელობისა და სილამაზის შესახებ

ბიუთი ბლოგერ ანუკი ბიწაძეს თავის მოვლის მოყვარული ქალების დიდი ნაწილი იცნობს. გარდა იმისა, რომ ინსტაგრამზე ძალიან პოპულარულია ანუკი ფეისბუქზე საინტერესო ჯგუფი „ბლექ მარკეტი“ აქვს, სადაც საშუალება ეძლევა მომხარებელებს მიიღოს საინტერესო რჩევები თავის მოვლის შესახებ და ბიუჯეტურ ფასად შეიძინოს კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები...

BO-1 Multipic:

- მე ვარ ანუკი ბიწაძე, „ბლექ მარკეტის“ დამფუძნებელი და ბიუთი ბლოგერი ინსტაგრამზე; ჩემ საქმიანობაში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ მაქვს იმის საშუალება შევინარჩუნო ჩემი ინდივიდუალიზმი, იქნება ეს წერის მანერა თუ ფოტოების აღქმა და გადაღება. ამ დროს, თავისუფალი ხარ არჩევანში და არავინ არაფერს გაიძულებს, შემიძლია დავწერო ის რეალურად რასაც ვფიქრობ და არ მოვიტყუო, ალბათ ჩემი გამომწერებიც ამიტომ იზიარებენ ჩემ რჩევებს, რადგან ხვდებიან, რომ გულახდილი ვარ; მათ იციან რომ არასდროს მივცემ ისეთ რჩევას რაც მათ დააზიანებს და ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის ჩემთვის;

- შენთვის, როგორც ბიუთი ბლოგერისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურები.

- დიახ, თავის მოვლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, რადგან მეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში, როდესაც ვიცი რას ვაკეთებ და თან გამოვიყურები კარგად, ვარ უფრო თავდაჯერებული, კარგ განწყობაზე და შეიძლება ითქვას უფრო მეტად ნაყოფიერიც; თავის მოვლა არის საკუთარი თავის სიყვარულის და პატივისცემის გამომხატველი და როცა გიყვარს საკუთარი თავი უფრო მარტივია შეიყვარო სხვებიც;

BO-4 Multipic:

- როგორია თქვენი რუტინა?

- ხშირად ერთნაირი არ არის, იცვლება სეზონების და წარმოქმნილი პრობლემების მიხედვით; მაგალითად მენსტრუალური ციკლის დროს ჩემი კანი ხდება ძალიან გაღიზიანებული და ხშირად ანთებითი პროცესებიც წარმოიქმნება ხოლმე, რასაც მოყვება გამონაყარი ან აჭრელება, ამ დროს ყოველთვის ვრთავ რუტინაში გამონაყარის საწინააღმდეგო პროდუქციას, შეიძლება ის პერიოდი საერთოდ ამოვიღო რუტინიდან სხვა დანარჩენი პროდუქციაც;

ანუკი ბიწაძის რჩევები თავის მოვლის, ჯანმრთელობისა და სილამაზის შესახებ

გამონაყრისთვის ძალიან ეფექტური აღმოჩნდა ჩემთვის ნორსულფაზოლიანი სანჯღრი, რომელიც აფთიაქებში მზადდება სხვადასხვა მედიკამენტებით და მზა სახით იყიდება; გამოიყენება ლოკალურად და სწრაფად აშუშებს გამონაყარს, თუმცა ახლახანს აღმოვაჩინე ამ სანჯღრის ანალოგი პროდუქტი, მარიო ბადესკუს აკნეს ლოსიონი, რომელსაც დიდ რეკომენდაციას ვუწევ ჩემ პოსტებშიც;

- რამდენად პრობლემური სახის კანი გაქვთ?


- ძალიან ცხიმიანი კანი მაქვს და ეს მთელი ცხოვრება მიქმნიდა პრობლემას, რადგან ცხიმიან კანზე ყველაზე გავრცელებულია აკნე, აკნეს მოშორების შემდეგ, არის პოსტ აკნე, შემდეგ ლაქების მოშორება, რაც ყველაზე რთულია და ასე გრძელდებოდა სულ. ბოლოს ვფიქრობდი რომ გარდაუვალია ეს ყველაფერი და არაფერი ეშველება ჩემს კანს, რა თქმა უნდა უამრავ დერმატოლოგთან დავდიოდი და ყველას თავისი მეთოდი ჰქონდა მკურნალობის, რამაც უარესად იმოქმედა ჩემს კანზე;

BO-6 Instagram Post

ბოლოს გადავწყვიტე თავად შემესწავლა ჩემი კანის პრობლემა და გამოსავალიც მეპოვა. უამრავი პროდუქტი შევისწავლე და დავტესტე და პრობლემასაც ეშველა;

პირველი რაც გავაკეთე დავაშრე ცხიმი და დავარეგულირე ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა, შემდეგ უკვე ცხიმიანი კანის პროდუქციაც მივაშველე, თან ვცდილობდი ბოლომდე დეჰიდრატირება არ მომხდარიყო, ყველა პროდუქტს რასაც ვიყენებდი აქ ვერ ჩამოვთვლი, რადგან ძალიან ბევრია, თუმცა ჩემს ინსტაგრამზე შეგიძლიათ ნახოთ; ამიტომ ცხიმიანი კანის პატრონებს ვეტყვი, რომ აკნესთან ბრძოლა იოლი არ არის , თუმცა შესაძლებელია, მთავარია ზუსტად გაუგოთ თქვენს კანს, ასევე შემიძლია დიდი სიამოვნებით დაგეხმაროთ;

- რას გვეტყვი სპეციალურ კოსმეტიკურ ზეთებზე, რომელიც დღეს ძლიან პოპულარულია ბიუთი სამყაროში?

BO-7 Instagram Post

- მე ძალიან მიყვარს ზეთები და მითია, რომ მისი გამოყენებისას კანზე თმა ამოდის. თუ ადამიანს თმიანობისკენ რაიმე პათოლოგიური მიდრეკილება არ აქვს, კოსმეტიკური ზეთი კანზე თმას არ ამოიყვან; ვიყენებ თმაზე, კანზე და სხეულზე, ზეთები მდიდარია ვიტამინებით და ახასიათებთ ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედება, მათი გამოყენება მასაჟის დროსაც ძალიან ეფექტურია, ეხმარება კანს ელასტიურობის შენარჩუნებაში და ძალიან კარგად იწოვება კანზე;

- კიდევ რა დამატებით რჩევებს მისცემდით ქალებს?

BO-10 Multipic:

- ალბათ ყველა ქალს უნდა ქონდეს მზისგან დამცავი საშუალება, დეტოქსნიღაბი, ექსფოლიატორი, ძლიერი მაკიაჟის მოსაშორებელი და წითელი ტუჩსაცხი; წითელ ტუჩსაცხს აქვს ერთი ჯადოსნური თვისება, თუ მას სწორად წაისვამთ ყველას უხდება
ბოლო პერიოდში ამოვიჩემე კანაფზე დამზადებული პროდუქცია, განსაკუთრებით ზეთი და დამატენიანებელი საცხი, საოცრად მოუხდა ჩემს ცხიმიან კანს და თან ბრენდებმაც ძალიან აქტიურად დაიწყეს მისი გამოყენება პროდუქციაში, რადგან კანაფის ზეთს აქვს უნიკალური თვისება კანის ყოველი უჯრედი მოამარაგოს ჟანგბადით.

აქვს გამოხატული რეგენერაციული მოქმედების უნარი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ძალიან ეფექტურია აკნეს დროს, გამონაყარის, ჭრილობების დროს, ყველას გირჩევთ დატესტოთ კანაფზე დამზადებული პროდუქცია.

- ანუკი, მაკიაჟი თქვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია?

- მაკიაჟი ძალიან მომწონს, ყველანაირი მომწონს, გააჩნია განწყობას; შეიძლება ხშირად საერთოდ უმაკიაჟოდ გავიდე გარეთ ან შეიძლება ძალიან მომინდეს ფერადი მაკიაჟი; ყველაზე მეტად ბლაში მიყვარს, მომწონს ვარდისფერი ლოყები, ძალიან ჯანსაღ და ახალგაზრდულ იერს ქმნის კანზე;

ანუკი ბიწაძის რჩევები თავის მოვლის, ჯანმრთელობისა და სილამაზის შესახებ

- ზაფხულში რა უნდა გაითვლისწინონ ქალებმა?

- მოერიდეთ მზეს, რუჯი ლამაზია თუმცა საშიში, როგორც ჩვენი კანისთვის ასევე ჩვენი ჯანმრთელობისთვის და თან აღარა ისეთი მოდურიც, როგორც ეს ადრე იყო; მოიხმარეთ მზისგან დამცავი საშუალებები და იკვებეთ ჯანსაღად, კვების რაციონი მარტივად აისახება ჩვენს კანზეც, რაც უფრო ჯანსაღ საკვებს მივირთმევთ მით უფრო ჯანსაღი იერი ექნება კანს.