როდესაც გინდა, რომ საყვარელ ადამიანს ცხოვრება დღესასწაულად უქციო - აღმოაჩინე ნამდვილი ბრილიანტი რუსთაველის 23-ში
- 22.06.2020
„ლიმერენსი“ პირველი ქართული ბრილიანტების ბრენდია, რომელსაც სჯერა, რომ სამყაროს სიყვარული ატრიალებს. პირველი მაღაზია ერთი კვირის წინ რუსთაველის 23 ნომერში გაიხსნა.
საქართველოში დღემდე უამრავი მოძველებული და გაცვეთილი რიტუალი, რომელიც თანამედროვე ადამიანს სათანადოდ ვეღარც გამოხატავს, თუმცა, ალტერნატივის არარსებობის გამო მაინც ვინარჩუნებთ; მაგალითისთვის ნიშნობის ბეჭდის შერჩევის საკითხში დღემდე დედამთილები უფრო აქტიურობენ, ვიდრე თავად მამაკაცი.
ამასთან, ბრილიანტების ბაზარი საქართველოში ძალიან არაორგანიზებული. ძვირფასი სამკაულის ყიდვა უამრავ დისკომფორტთან თუ რისკთანაა დაკავშირებული; „ლიმერენსის“ საერთაშორისო GIA-ს და IGI-ის სერტიფიკატი ამ კითხვის ნიშნებსა და დისკომოფორტებს ჩვენს მომხმარებელს მთლიანად უხსნის.
„ყოველივე ამან საკუთარი იდეისათვის ხორცის შესხმისა და ბრილიანტების პირველი ადგილობრივი ბრენდის შექმნის სურვილი გაგვიჩინა. მსურს, დავანგრიო ტრაფარეტული და ხშირად არაფრისმთქმელი საჩუქრების სტერეოტიპი და ადამიანებს სიყვარულის გამოხატვისა და გაზიარებისაკენ მოვუწოდოთ. ამ სიყვარულს სამყარო უამრავი ფორმით გვიგზავნის - მეგობრის, მშობლის, მასწავლებლის თუ ნებისმიერი კეთილმოსურნის სახით. პირველ რიგში კი, ის ჩვენშია - საკუთარი თავის სიყვარულით იწყება და ბოლოს მაინც საკუთარ თავთან გვაბრუნებს.
ჩვენთვის ბრილიანტი არ არის უბრალოდ ძვირფასი სამკაული, არამედ მას ვხედავთ როგორც საუკეთესო მეტაფორას ყველაზე ძვირფასი ამბებისა და ემოციების უკვდავსაყოფად და მათი ხელახლა განსაცდელად.“ - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
„ლიმერენსში“ თანამშრომლობს საერთაშორისო მწარმოებლებთან იტალიაში, გერმანიასა და თურქეთში. საკუთარი კოლექციის გარდა, მომხმარებელს სთავაზობს მისი სურვილის შესაბამისად შეკვეთით სამკაულის დამზადებას. აქვე აღსანიშნავია ოქროს ხარისხი - „ლიმერენსის“ ნაკეთობები შესრულებულია მხოლოდ 750 სინჯის - ევროპული სტანდარტით 18 კარატის ოქროთი.
თანამედროვე ადამიანისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ბრილიანტის მოპოვების მეთოდები. „ლიმერენსის“ ყველა ბრილიანტი Conflict free და eco-friendly გზით არის მოპოვებული და დამუშავებული.
თემები: სამკაული
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია