LIFE

ლამაზი ქალები, რომლებმაც არჩევანი ასაკით უმცროს მამაკაცებზე გააკეთეს

ლამაზი ქალები, რომლებმაც არჩევანი ასაკით უმცროს მამაკაცებზე გააკეთეს

იყო დრო, როდესაც იშვიათად შეხვდებოდით წყვილს, სადაც ქალი მამაკაცზე ბევრი წლით უფროსი იყო, დღეს კი მსგავსი რამ არავის უკვირს.

ქალების დიდი ნაწილი 21-ე საუკუნეში უპირატესობას ახალგაზრდა მამაკაცებს ანიჭებენ. მათ შორის არიან ულამაზესი ვარსკვლავებიც. წარმოგიდგენთ წყვილებს, რომელთა შორისაც ასაკობრივი სხვაობა 10 წელზე მეტია.

მონიკა ბელუჩი და ნიკოლას ლეფევრი (ასაკობრივი სხვაობა 18 წელი)

ვენსან კასელთან დაშორების შემდეგ, ბელუჩს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა „ოფიციალურად დადასტურებული“ რომანები. თუმცა, 2019 წლის დასაწყისში მონიკამ აღიარა: „დიდი ხანია ვხვდები მამაკაცს, ჩვენთან ყველაფერი კარგადაა. მას აქვს სრულიად განსხვავებული სამუშაო, მაგრამ აქვს მოგზაურობის საშუალება და ამიტომ მშვენივრად ესმის ჩემი და იზიარებს ჩემს ცხოვრების წესს. მე ძალიან ბედნიერი ვარ, ”- აღნიშნა მონიკამ ნიკოლასთან რამდენიმე თვის ურთიერთობის შემდეგ. მონიკასა და ნიკოლასს შორის ასაკობრივი სხვაობაა 18 წელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ფრანგ მხატვარსა და იტალიელ ლამაზმანს ასაკობრივი სხვაობა არ აწუხებთ.

ლამაზი ქალები, რომლებმაც არჩევანი ასაკით უმცროს მამაკაცებზე გააკეთეს

ჰოლი ბერი და ალექს და კიდი (ასაკობრივი სხვაობა 16 წელი)

ჰოლი ბერი იშვიათად საუბრობს პირადი ცხოვრების დეტალებზე, მაგრამ როდესაც 2017 წელს მსახიობს მუსიკოსი ალექს და კიდი შეუყვარდა ვერ დამალა ბედნიერება. ვარსკვლავური წყვილის ასაკობრივი სხვაობა 16 წლის იყო. მსახიობის თქმით, ახალგაზრდა საყვარლის უპირატესობა ასაკში კი არა, იმაში მდგომარეობს, რომ მასთან ერთად შეგიძლია წონასწორობა და ჰარმონიის გრძნობა იპოვო. სამწუხაროდ, მათი რომანი მოკლევადიანი აღმოჩნდა და ნახევარი წლის შემდეგ წყვილი დაშორდა.

ლამაზი ქალები, რომლებმაც არჩევანი ასაკით უმცროს მამაკაცებზე გააკეთეს

ჰეიდი კლუმი და ტომ კაულიცი (ასაკობრივი სხვაობა 16 წელი)

გერმანელი სუპერმოდელი და გიტარისტი უკვე ორი წელია რაც ერთად არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჰეიდი ტომზე 16 წლით უფროსია, მათ გრძნობებში ეჭვი არავის ეპარება. ამ პერიოდის განმავლობაში, ვარსკვლავური წყვილი გულშემატკივრებს მუდმივად ანებივრებს სასიამოვნო და მგრძნობიარე ფოტოებით. შეგახსენებთ, რომ ჰაიდი კლუმისა და ტომ კაულიცის პირველი საერთო გამოჩენა კანის კინოფესტივალზე საქველმოქმედო საღამოზე შედგა.

ლამაზი ქალები, რომლებმაც არჩევანი ასაკით უმცროს მამაკაცებზე გააკეთეს

ქეით მოსი და ნიკოლაი ფონ ბისმარკი (ასაკობრივი სხვაობა 13 წელი)

ახალგაზრდა გრაფისა და ბრიტანეთის სუპერმოდელის რომანი სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. 2017 წელს ნიკოლაი ფონ ბისმარკმა ქეითს პირობა მისცა, რომ დაქორწინდებოდნენ, მაგრამ ქორწილი არ შედგა. ქეითის თქმით, ახალგაზრდა საყვარელმა ველურ ცხოვრებას გაუძლო, რის შედეგადაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ლამაზი ქალები, რომლებმაც არჩევანი ასაკით უმცროს მამაკაცებზე გააკეთეს

ტილდა სუინტონი და სანდრო კოპი (ასაკობრივი სხვაობა 19 წელი)

ახალი ზელანდიელი მხატვარი და ბრიტანელი მსახიობი არ საუბრობენ პირად ცხოვრებაზე, მაგრამ მათი კავშირი 10 წელზე მეტი ხანია გრძელდება. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 19 წელია. ტილდა და სანდრო ერთმანეთს ფილმის "ნარნიას ქრონიკების გადაღებისას შეხვდნენ. მსახიობმა ჯადოქრის როლი შეასრულა, ხოლო მისი მომავალი შეყვარებული - კენტავრის როლში გახლდათ.

ლამაზი ქალები, რომლებმაც არჩევანი ასაკით უმცროს მამაკაცებზე გააკეთეს

შერონ სტოუნი და ანჯელო ბოფა (ასაკობრივი სხვაობა 19 წელი)

„ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი და იტალიელი უძრავი ქონების აგენტის წყვილი ერთ-ერთი ულამაზესი მაგალითია იმისა, რომ სიყვარული ასაკს არ ემორჩილება. 19 წლიანი განსხვავების მიუხედავად, პაპარაცები მუდმივად იჭერდნენ წყვილს ნაზი ჩახუტების დროს. რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა, დაშორების მიზეზი წყვილის დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიზეზი გახდა, მაგრამ მეგობრობა გააგრძელეს.

ლამაზი ქალები, რომლებმაც არჩევანი ასაკით უმცროს მამაკაცებზე გააკეთეს

ნაომი კემპბელი და ლიამ პეინი (ასაკობრივი სხვაობა 24 წელი)

"შავი პანტერას" ვნებას ვერ გაუძლო ახალგაზრდა შეყვარებულის ტემპერამენტმა და სუპერმოდელი დაბადების დღეზე მიატოვა.

ლამაზი ქალები, რომლებმაც არჩევანი ასაკით უმცროს მამაკაცებზე გააკეთეს



<a href="https://www.cosmo.ru/">https://www.cosmo.ru/</a>