ილონ მასკი, ალბათ ეპოქის ყველაზე გამორჩეული ადამიანია. ცოტამ თუ იცის, რომ მისი წარმატების საიდუმლო კი ოჯახიდან, კონკრეტულად კი დედისგან იწყება. მეიე მასკი, 73 წლის მოდელი და დიეტოლოგია.

მისი პერსონა ძალიან საინტერესოა, თუმცა კიდევ უფრო საინტერესო მისი ოჯახური მდგომარეობაა - ილონ, კიმბალ და ტოსკა მასკები ძალიან ცნობილი ადამიანები არიან, რომლებმაც წარმატებას თავისით, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიაღწიეს.

მეიე მასკი არის დედა, რომელსაც ყველაზე ხშირად ეკითხებიან, როგორ აღვზარდოთ წარმატებული შვილები. სულ ცოტა ხნის წინ მან ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სადაც ამ შეკითხვას დეტალურად პასუხობს.

ბავშვი ადრეული ასაკიდან უნდა შეეჩვიოს შრომას არ ვიცით, მეიე მასკმა იცოდა თუ არა, მაგრამ კვლევების მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში რუტინულ სამუშაოს ხშირად ასრულებდნენ, უფრო წარმატებულები არიან.

მოექეცით ისე, როგორც ზრდასრულს

თუ ილონ მასკის ბავშვობას გადავხედავთ, არ ჩანს, რომ გაზრდას ჩქარობდა. მეიე მასკი ამას გაგებით ეკიდებოდა.

„ჩემი მშობლები მუდამ ისე მექცეოდნენ, როგორც ზრდასრულს, რომლის ნდობაც შეიძლება. ალბათ ამიტომ, მეც ასე აღვზარდე ჩემი შვილები.“

მიეცით ბავშვს საშუალება მიჰყვეს საკუთარ ინტერესებს

„მე არასოდეს მითქვამს მათთვის, რა უნდა ესწავლათ. არასოდეს შემიმოწმებია ჩემი შვილების საშინაო დავალება - ეს მათი პასუხისმგებლობა იყო.“

როგორც ჩანს ეს მიდგომა კარგად მუშაობდა, რადგან ილონ მასკი დღესაც ცალსახად მიჰყვება ინტერესებს და ძირითად დროს, საკუთარ ქარხნებში ატარებს.

არ შეაჩვიოთ ფუფუნებას

მეიე მასკი ეწინააღმდეგება ბავშვების გათამამების მიდგომას. ის მიიჩნევს, რომ ფუფუნებაში ცხოვრება მხოლოდ ცუდად მოქმედებს და ბავშვებმა „საკუთარ თავზე თავად უნდა იზრუნონ.“

„როდესაც კოლეჯში წავიდნენ, საკმაოდ ღარიბულად ცხოვრობდნენ - ეძინათ იატაკზე, ჰქონდათ უბრალო სახლი და ჰყავდათ ოთახის მეზობლები. მაგრამ მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. თუ ბავშვს ფუფუნებაში არ გაზრდით, უფრო უკეთ გადალახავენ ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს.

ბავშვი საკუთარ მომავალზე უნდა იყოს პასუხისმგებელი

„ძალიან ბევრი მშობელი დარდობს ბავშვების მომავალზე. ჩემი რჩევაა მიეცით ბავშვს საშუალება, იყო პასუხისმგებელი საკუთარ მომავალზე. ასწავლეთ კარგი მანერები და მიეცით საშუალება გადაწყვიტონ, რა სურთ ცხოვრებაში.“

მეიე მასკის მთავარი რჩევა დედებისთვის კი მხოლოდ 2 სიტყვაა: „არ ინერვიულოთ“.