7 გაკვეთილი ცხოვრებისგან, რომლებიც დაგეხმარება, მალე გადალახო რთული პერიოდი
- 20.08.2020
ის ფაქტი, რომ ახლა ცხოვრების რთული პერიოდი გაქვს, არ ნიშნავს, რომ აღარასოდეს გაიღიმებ. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ტკივილი დროებითია;
ერთი წლის შემდეგ, სხვა ადამიანი იქნები. იმედგაცრუებისა და გულისტკენის შემდეგ, უფრო ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი და უფრო წარმატებული ადამიანი გახდები.
აპატიე შენს თავს. ყოველდღიურად გაიმეორე, რომ საკუთარ თავს უნდა მიუტევო დაშვებული შეცდომები. იმეორე მანამ, სანამ არ ისწავლი. შენ ადამიანი ხარ, გაქვს უფლება დაუშვა შეცდომები, განიცადო ტკივილი და ასე მიაღწიო იმ მიზანს, რომელიც დაისახე.
საკუთარ თავზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანია. ვერ შეძლებ სხვა ადამიანებზე ზრუნვას, თუ არ იცი, როგორ მოუარო საკუთარ თავს, სხეულსა და სულს. იყავი გულისხმიერი შენი თავის მიმართ, იზრუნე და მიეცი საშუალება გადალახოს რთული პერიოდი.
არც ერთი ურთიერთობა არაა მუდმივი. ამას მხოლოდ დიდი განსაცდელისა და რთული დღეების პერიოდში აღმოაჩენ. აუცილებლად არსებობენ მეგობრები, რომლებიც შენს გვერდით არ იქნებიან. რთული პერიოდები საუკეთესოდ დაგანახვებს, ვინაა შენი ნამდვილი მეგობარი და ვინ არა.
შეწყვიტე სხვებზე ფიქრი. ახლა, ამ რთულ პერიოდში საკუთარი თავი ყველაზე მეტად გჭირდება. შეწყვიტე სხვა ადამიანების საჭიროებებზე ფიქრი და მათზე დაუფასებელი ზრუნვა. ახლა ის დროა, რომ მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებსა და ბედნიერებაზე უნდა კონცენტრირდე.
ნუ ოცნებობ დროის უკან დაბრუნებაზე. სამწუხაროდ, წარსულში ვერ დაბრუნდები და მომხდარს ვერ გამოასწორებ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ წინსვლა და გადარჩენაა. ზოგჯერ, ყველაზე რთული მომენტებს, ყველაზე ბედნიერი დღეებისკენ სავალი გზაზე შეხვდები. დაიმახსოვრე ეს სიტყვები, უკან არ მიიხედო, მხოლოდ წინ იყურე.
თემები: ფსიქოლოგია, ბედნიერება, ურთიერთობა, დაბრკოლებები, რთული პერიოდი, ცხოვრება, ცხოვრების გაკვეთილები, დაბრკოლებების გადალახვა, ემოციები, ემოციების მართვა, მზრუნველობა, წარმატება
<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>