როდესაც მოწყენილი ვართ, ჩვენი ახლობლების დახმარება გვჭირდება. მაგრამ ზოგჯერ მხარდაჭერის სიტყვები მხოლოდ უარყოფით განცდებს ამძაფრებს.

ტოქსიკური პოზიტიურობა ხელს უწყობს ემოციების უგულებელყოფას, პრობლემების გაუფასურებასა და აუცილებელი ოპტიმიზმის დაწესებას. ზოგიერთი ფრაზა შეიძლება ჩანდეს პოზიტიური, მაგრამ სინამდვილეში, ისინი მხოლოდ უარყოფით ემოციებს იწვევს.

"ნამდვილად გასაჭირში ხარ"

ეს ფრაზა უბრალოდ ხაზს უსვამს რამდენად უსიამოვნო სიტუაციაა და იმედს არ იძლევა, რომ სწრაფად შეგიძლია თავი დააღწიო უბედურებას. შემდეგ ჯერზე უნდა დაფიქრდეთ, ღირს თუ არა ამ ადამიანთან თქვენი პრობლემების გაზიარება.

ამის თქმის უკეთესი გზა იქნება: „ვხედავ, რომ თავს ცუდად გრძნობ. შეგიძლია დამირეკო ნებისმიერ დროს, მე ყოველთვის სიამოვნებით მოგისმენ.”

„შენ ძლიერი ხარ, შეგიძლია გამკლავება“

ადამიანები ფიქრობენ, ეს ფრაზა მოტივაციას და ძალას მოგცემთ, მაგრამ, ფსიქოლოგების აზრით, ის უსარგებლოა და ადამიანს მხოლოდ ახსენებს, თუ რამდენად უსუსურია მოცემულ სიტუაციაში.

ამის თქმის უკეთესი გზა იქნება: „ვერ წარმომიდგენია, რამდენად რთულია ეს შენთვის. როგორ შემიძლია დაგეხმარო?"

„ეს მეც გამომივლია“

როდესაც ვინმე მწუხარებას გამოთქვამს, სხვებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მათ იციან, როგორ გრძნობს თავს ეს ადამიანი. სინამდვილეში, ყველას თავისი უნიკალური ისტორია და სიტუაცია აქვს. სხვისი გამოცდილება ვერ დაგეხმარება რთული პერიოდების გადალახვაში.

ამის თქმის უკეთესი გზა იქნება: „მსგავსი სიტუაცია ცოტა ხნის წინ განვიცადე, მაგრამ მოვახერხე ნორმალური ცხოვრების დაბრუნება. ეს სიტუაცია განსხვავებულია, მაგრამ სიამოვნებით გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებას, თუ ფიქრობ, რომ ეს დაგეხმარებათ. ”

"დრო ყველაფრის მკურნალია"

როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია, ადამიანები ეჩვევიან თავიანთ პრობლემას ან წყვეტენ მას, მაგრამ დრო მათ დიდად არ ეხმარება. მწუხარების ფონზე, ბევრი ადამიანი ეძებს პრობლემის მოგვარების გზებს, მაგრამ არსებობს საკითხები, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია. თითოეული სიტუაცია უნიკალურია, დანამდვილებით ვერავინ იტყვის და როდემდე იქნები ცუდად.

ამის თქმის უკეთესი გზა იქნება: „ვისურვებდი, რომ ეს სხვანაირად მომხდარიყო”.

„მსოფლიოში უარესი ამბებიც ხდება“

ის ფაქტი, რომ შენი მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე აფრიკაში მშიერი ბავშვების, ბედნიერების მიზეზი ნამდვილად არ არის. ზოგიერთ ადამიანს სურს გაამარტივოს შენი პრობლემა (ხშირად უნებლიეთ) ტრივიალური სიტყვებით.

ამის თქმის უკეთესი გზა იქნება: ”შემიძლია რამე გავაკეთო, რომ შენი მდგომარეობა გამარტივდეს?” შესთავაზე რაიმე კონკრეტული, მაგალითად სუპერმარკეტში მის ნაცვლად წასვლა ან სკოლიდან ბავშვების გამოყვანა.