20 რჩევა 35+ ქალებს - თუ გინდათ, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ
- 10.10.2020
1. ფეხსაცმლის ფერში შერჩეული ჩანთა და ბიჟუტერიის კომპლექტი დღეს აქტუალური სულაც არ არის და 2-3 წელს მაშინვე შეგმატებთ.
2. ზეთისხილისფერზე, ჭაობისფერი და მსგავს მიწიერ ფერებზე არც იფიქროთ. ეს ფერები სახეს არაჯანსაღ შეფერილობას სძენს.
3. ზოგიერთი ქალი ძალიანაა შეყვარებული ისეთ მდიდრულ ნაჭრებზე, როგორიცაა ხავერდი, ატლასი, მაქმანი... ეს არჩევანი თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
4. თუ გსურთ, ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, შეარჩიეთ ღია ფერები - ვარდისფერი, ატმისფერი - ეს ფერები ოსტატურად აახალგაზრდავებს.
5. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ შავი ფერი აბერებს, საკამათოა. არაფერია შავებში გამოწყობილ ქალზე მიმზიდველი და ელეგანტური.
6. ფორმა. მოერიდოთ უფორმო სამოსს, რაც ფიგურის მოყვანილობას არ გამოკვეთს. მსგავსი სამოსი მხოლოდ 90-60-90 პარამეტრების მქონე გოგონებს უხდებათ.
7. ერიდეთ მყვირალა ფერებს, როგორებიც 80-იან წლებში იყო პოპულარული.
8. სწორად შეარჩიეთ სიგრძე. ქალების უმრავლესობას უხდება მუხლს ოდნავ ქვევით ქვედაბოლო, რაც ნებისმიერ ფეხს სწორს აჩენს, ფიგურას კი იდეალურს. კარგს სხეულს გამოგიჩენთ ასევე, სწორად დაშვებული შარვალი, რომელიც ქუსლს ფარავს.
9. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ მუქი ფერები გვაბერებს, ნათელი კი გვაახალგაზრდავებს.
10. რაც შეეხება ბრილიანტებსა და მსგავს სამკაულებს. სამკაულების კომპლექტით გადატვირთვა ხშირად სასაცილოს გხდით. სისადავე კი ყოველთვის ბევრად მომგებიანია.
11. სამოსი, რომელიც მოდიდან უკვე დიდი ხანია გადასულია. იმაზე უარესი არაფერია, როცა ქალი ახალგაზრდობის დროინდელ ტანსაცმელს ატარებს. არ არის აუცილებელი მოდას კვალდაკვალ მიჰყვეთ, მაგრამ ამასთან თანამედროვედ გამოიყურებოდეთ.
12. მოერიდეთ ისეთ კომპლექტებს, როგორიცაა - ქვედაბოლო + ჟაკეტი. შარვალი + პიჯაკი. სამსახურში შეგიძლიათ ჩაიცვათ, მაგრამ არა სეირნობისას ან კაფეში.
13. რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, ყოველთვის ეცადეთ გამოკვეთოთ წელი.
14. ინტენსიური მაკიაჟი და რთული ვარცხნილობები, არაბუნებრივ თმის ფერთან ერთად, ახალგაზრდობის მეგობრები ნამდვილად არ არიან.
15. მცდარი შეხედულებაა, რომ რაც უფრო ღია ფერის თმა გაქვთ ან რთული ვარცხნილობა, მით უფრო მიმზიდველად გამოიყურებით. ჯანსაღი, ბზინვარე თმა და მსუბუქი და სადა მაკიაჟი, აი, რა ალამაზებს ნებისმიერ ქალს.
16. ასაკისთვის შეუფერებელი სამოსი და სტატუსი.
17. ეცადეთ, თქვენი გარეგნული შესახედაობა იმ სოციალურ წრეს შეუსაბამოთ, რომელსაც ეკუთვნით, ან რომელსაც გინდათ, რომ მიეკუთვნებოდეთ.
18. შეარჩიეთ გახსნილი და სექსუალური, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. კარგი ფეხსაცმელი ნებისმიერ ქალს მიმზიდველსა და სასურველს ხდის. უხეში და დახურული ფეხსაცმელი კი მხოლოდ მოზარდებს უხდება.
19. ყველა სტილს შორის, არჩევანი მსუბუქ კლასიკაზე შეაჩერეთ. ერიდეთ კეკლუც და რომანტიკულ, შოკისმომგვრელ და ავანგარდულ სტილს. სცადეთ საკუთარი სტილი იპოვოთ, რაც თქვენს დაფარულ ღირსებებს წინ წამოსწევს. ქალს ისე არაფერი ალამაზებს, როგორც ინდივიდუალობა.
20. და ბოლოს - გახსოვდეთ, რომ გაბერებთ არა სამოსი, არამედ ფიქრები და მოუვლელობა. მოვლილ ქალს, რომელსაც უყვარს საკუთარი თავი და მისი გარეგნობა მოსწონს, ნებისმიერი სამოსი ამშვენებს.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია