LIFE

3 რამ, რისი კეთებაც დღესვე უნდა შეწყვიტოთ, თუ გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ

3 რამ, რისი კეთებაც დღესვე უნდა შეწყვიტოთ, თუ გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ

ეჭვიანობა

თქვენ ალბათ გსმენიათ გამონათქვამი: ”ბალახი ყოველთვის მწვანე ფერისაა მეორე მხარეს”. ეს ადამიანის ბუნებაა - ის არასოდეს არ კმაყოფილდება იმით, რაც აქვს. თუ ამ ტენდენციით ცხოვრობთ, ყოველთვის იგრძნობთ ეჭვიანობას სხვა ადამიანების და მათი მიღწევების მიმართ, რაც გავლენას მოახდენს თქვენს გონებრივ და ემოციურ კეთილდღეობაზე.

3 რამ, რისი კეთებაც დღესვე უნდა შეწყვიტოთ, თუ გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ

ადამიანი მაშინ ეჭვიანობს, როდესაც საკუთარი თავის ნაკლები რწმენა აქვს, ან შეიძლება თავს დაუცველად გრძნობდეს რაღაცის ან ვიღაცის მიმართ. ეჭვიანობის დასაძლევად, ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკაა მადლიერების გრძნობა.

ყვავილი არასდროს ეჯიბრება მის გვერდით არსებულ ყვავილს სილამაზეში. ის უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს.

ნეგატივზე კონცენტრირება

ვისთან ურთიერთობა გვაქვს, რას ვკითხულობთ, ვუყურებთ და ვისმენთ, დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვგრძნობთ თავს ან რას ვფიქრობთ. გაცილებით რთულია ბედნიერი იყო, როდესაც ცხოვრებას ნეგატივით ავსებთ.

3 რამ, რისი კეთებაც დღესვე უნდა შეწყვიტოთ, თუ გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ

რომელ სიტუაციაში ხართ ნეგატიური ასპექტების დანახვა და ამაზე საუბარი ხელს შეგიშლით თქვენი მიზნების მიღწევაში. თქვენი აზრებს მიყავხართ იქ, სადაც გსურთ. ნეგატიური აზრები ვერასდროს წაგადგებათ ბედნიერ მომავალში!

მსოფლიოში ძალიან ბევრი ნეგატივია. მაქსიმალურად შეეცადეთ დარწმუნდეთ, რომ მას არ აძლევთ საშუალებას, თქვენი მომავალი განსაზღვროს.

სხვა ადამიანების დადანაშაულება

სხვების დადანაშაულებით მარტივად დამალავთ თქვენს შეცდომებს და დაივიწყებთ თქვენს პასუხისმგებლობას.

3 რამ, რისი კეთებაც დღესვე უნდა შეწყვიტოთ, თუ გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ

სინამდვილეში კი, თავის მართლება და სხვების დადანაშაულება ისეთ მდგომარეობაში დაგაყენებთ, სადაც არავინ არ გენდობათ. სანამ არ დაანებებთ თავს სხვების დადანაშაულებას და არ გახდებით პოზიტიურად თვითკრიტიკული, თქვენ განვითარებას ვერ შეძლებთ.

სხვების დადანაშაულება არავის გამოადგება. თუ პრობლემის წინაშე ხართ, პასუხისმგებლობის აღება პირველი ნაბიჯია მისი გამოსასწორებლად.



<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>