5 სილამაზის პროდუქტი, რომელიც გარემოს აზიანებს - რა გამოვიყენოთ მათ ნაცვლად?
- 24.11.2020
1. სახის ქსოვილის ნიღაბი
ვინც ქსოვილის ნიღბებს იყენებს, იცის რამდენად მომენტალური და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს სილამაზის ამ პროდუქტს. შეფუთვაც და თვითონ ნიღაბიც, მისი გამოყენების შემდეგ, ნაგავსაყრელებზე ხვდება, რაც ჩვენი გარემოს კიდევ უფრო აბინძურებს.
არსებობს ქსოვილის ნიღბების ალტერნატივა? რა თქმა უნდა! სახლში დამზადებული სახის ნიღბები ანალოგიურად ატენიანებს და ამშვიდებს კანს. თანაც, გარემოს არ აბინძურებს.
2. მაკიაჟის მოსაშორებელი ხელსახოცი
ხანგრძლივი დღის შემდეგ, მაკიაჟის მოსაშორებელი ხელსახოცები სწრაფი და კომფორტული საშუალებაა. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ისევე, როგორც ზემოხსენებული ქსოვილის ნიღბები, მაკიაჟის მოსაშორებელი ხელსახოცები პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის და საბოლოოდ სანაპირო ზოლზე აღმოჩნდება.
როგორც მაკიაჟის ხელსახოცების ალტერნატივა, გამწმენდი კრემები და ზეთები შესანიშნავი არჩევანია!
3. აბაზანის ღრუბელი
აბაზანის ღრუბელი კარგი საშუალებაა კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად. სამწუხაროდ, პლასტმასისგან დამზადებული ღრუბლები, თქვენი აბაზანიდან ნაგავსაყრელებსა და ოკეანეებში ხვდება, რაც დიდ პრობლემებს იწვევს ბუნებაში.
საბედნიეროდ, მათი ჩანაცვლება ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ტრადიციული სახეხით შეგვიძლია, რომელიც უსაფრთხო და თან ძალიან ეკონომიური ალტერნატივაა!
4. კანის ამქერცლავი მიკრონაწილაკები
სახისა და სხეულის მრავალი ამქერცლავი საშუალება შეიცავს პლასტმასის მიკრონაწილაკებს. პოლიეთილენისგან დამზადებული ეს ნაწილაკები არ არის დეგრადირებადი და ტბებსა და ოკეანეებში ხვდება, რაც ზიანს აყენებს გარემოს.
თუ გსურთ შეინარჩუნოთ გლუვი კანი საშიში ამქერცლავების გამოყენების გარეშე, გაეცანით ბუნებრივი, სახლში დამზადებული მარილის, ყავის, შვრიის, ჟოჟობასა და შაქრის შემცველი პროდუქტების რეცეპტებს.
5. ბამბის ბალიშები და ჩხირები
ქსოვილის ნიღბებისა და მაკიაჟის მოსაშორებელი ხელსახოცების მსგავსად, ერთჯერადი ბამბის ბალიშებიც პირდაპირ ნაგავსაყრელზე ხვდებიან. ამის გარდა, თავად ბამბის მოყვანა მოითხოვს პესტიციდების გამოყენებას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე.
თავის მოვლის რუტინაში ბამბის რაოდენობის შესამცირებლად, აირჩიეთ მრავალჯერადი გამოყენების ბამბის ბალიშები და ბიოდეგრადირებადი ბამბის ჩხირები - ეს ეკოლოგიური პროდუქტები გარემოს მინიმალურ ზიანს აყენებს.
თემები: სტილი, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, რჩევები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია