მშობლები

12 სიმართლე, რომელიც უნდა ვუთხრათ ჩვენს ქალიშვილებს, სანამ ისინი გაიზრდებიან

12 სიმართლე, რომელიც უნდა ვუთხრათ ჩვენს ქალიშვილებს, სანამ ისინი გაიზრდებიან

1. შეცდომები სასიამოვნო გამოცდილებაა, რომელსაც ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე აუცილებლად შეხვდებით. არავის შეუძლია მათი თავიდან არიდება - არ დანებდე, იფიქრე დაშვებულ შეცდომებზე, გამოიტანე დასკვნები, ისწავლე და განაგრძე შენი მიზნისკენ სვლა. 

12 სიმართლე, რომელიც უნდა ვუთხრათ ჩვენს ქალიშვილებს, სანამ ისინი გაიზრდებიან

2. სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს. ყოველთვის ყველაფერი ვერ გეცოდინება და ხშირად, დროც არ გექნება სწავლისთვის. წარმატების საიდუმლო მარტივია - უფრო მეტჯერ უნდა წამოდგე ფეხზე, ვიდრე დაეცემი.

12 სიმართლე, რომელიც უნდა ვუთხრათ ჩვენს ქალიშვილებს, სანამ ისინი გაიზრდებიან

3. პატივი ეცი საკუთარ თავს. სხვების მოსაზრებებმა არ უნდა იქონიოს გავლენა შენზე. უნდა შეგეძლოს მოუსმინო საკუთარ თავს და დამოუკიდებლად განსაზღვრო ძლიერი და სუსტი მხარეები.

4. შენი პირველი სიყვარული სულაც არ გაგრძელდება მთელი ცხოვრება. ადამიანები იზრდებიან და მათი გზა იყოფა. უნდა ისწავლო გაკვეთილი წარუმატებელი ურთიერთობებისგან, მაგრამ არასოდეს დაკარგო რწმენა სიყვარულისადმი.

5. სიკეთეს სასწაულის მოხდენა შეუძია. მთელი გულით უთხარი სასიამოვნო რამ, სკოლის ყველაზე ბულერ ბავშვს და ნახავ, რომ ის კარგ ადამიანად გადაიქცევა.

12 სიმართლე, რომელიც უნდა ვუთხრათ ჩვენს ქალიშვილებს, სანამ ისინი გაიზრდებიან

6. დაეხმარე სხვებს, როდესაც ზედმეტი გაქვთ, მაგრამ არ გასცე უკანასკნელი ლუკმა სხვისთვის - ადამიანების 99% ამას არ დააფასებს.

7. თუ გსურს უკეთ გაიცნოთ ბიჭი, ნახე როგორ ექცევა ის ცხოველებს. კეთილი გულის ადამიანი ვერასდროს შეურაცხყოფს პატარა არსებას, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია.

8. არ დაკარგო საკუთარი თავი იმისთვის, რომ სხვებისთვის ყველაფერი კომფორტული გახადოთ. ცხოვრება არის მოგზაურობა, სადაც მხოლოდ შენ უნდა გადაწყვიტო: გსურს თუ არა საკუთარი თავის შეცვლა; გსურს სხვებს მოსწონდე თუ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრება გირჩევნია?

9. ენდე საკუთარ თავს. როდესაც გონება უძლური გახდება, გაჩერდი და გულს მუსმინე. შენზე უკეთ არავინ იცის რა არის სწორი.

10. ნუ იჩქარებ ერთადერთი ბინის გაყიდვას, რათა მეუღლესთან ერთად უფრო დიდი ბინა შეიძინო. ყოველთვის იქონიე შენი ადგილი, სადაც შეგეძლება წასვლა და განმარტოება.

11. ნივთები მხოლოდ მოკლე დროით გაგახარებს. გამოცდილება უფრო ღირებულია, ვიდრე საგნები. მნიშვნელობას დაკარგავს შენი ტელეფონის ღირებულება, როდესაც საოცნებო ქვეყანაში იმოგზაურებ.

12. სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრი სკოლის მეგობარი გაქრება შენი ცხოვრებიდან. თუ გაგიმართლა და მინიმუმ ერთ მათგანს სკოლის შემდეგაც ემეგობრები, მადლიერი იყავი ამ ერთი ბავშვობის მეგობრისთვის.