3 რამ, რაც თქვენს ცხოვრებაში შეიცვლება ბალიშის გარეშე დაძინების შემდეგ
- 02.12.2020
ბალიშების პოპულარობა, ჯერ კიდევ ძველი მესოპოტამიიდან იწყება - ისინი ქვისგან ამზადებდნენ ბალიშებს და მათი შეძენა მხოლოდ შეძლებულ ხალხს შეეძლო. უძველესი ქვის ბალიშებისგან განსხვავებით, ის, რომელსაც დღეს ვიყენებთ, არის რბილი და ფაფუკი. ამიტომ, ბევრ ადამიანს არ შეუძლია ძილი ბალიშის ჩახუტების გარეშე. სინამდვილეში, ბალიშით ძილი არ არის დასვენების საუკეთესო გზა, რადგან ნეგატიურად მოქმედებს თქვენს სხეულსა და განწყობაზე.
ზურგის და კისრის ტკივილი წარსულს ჩაბარდება
ბევრ ბალიშის გამოყენება, არაბუნებრივი ძილის მდგომარეობის გარანტიაა. მიუხედავად იმისა, რომ ბალიში არ იწვევს ზურგის ტკივილს, მას შეუძლია გააუარესოს მრავალი სიმპტომი. როდესაც ბალიშის გარეშე სძინავთ, ხერხემალი ისვენებს, ხოლო სხეული ბუნებრივ მდგომარეობაშია.
ბალიშების უმეტესობა ვერ დაგეხმარებათ სწორ მდგომარეობაში დაძინებაში და შეიძლება ძილის პოზებიც კი გაუარესდეს. კისრის დიდი ხნის განმავლობაში, არაბუნებრივ პოზიციაში ყოფნა არასასიამოვნოა და ამასთან, ძალიან მყარი ან ძალიან რბილი ბალიშები კისრის ტკივილის გამომწვევი მიზეზიც კია.
მარტივად გაუმკლავდებით თავის ტკივილს და შემცირდება ზოგადი სტრესის დონე ორგანიზმში
თუ თავის ტკივილით იღვიძებთ ან მძიმედ გრძნობთ თავს, ამის მიზეზი, შესაძლოა თქვენი ბალიში იყოს. ზედმეტად მაღალი ბალიშები იწვევს თავისა და კისრის ისეთ პოზიციაში დაფიქსირებას, რომ კისრის კუნთებზე მეტი დაძაბულობა, დაწოლა მოდის. შეიძლება ესაა მიზეზი, რის გამოც, დილაობით თავის ტკივილი გაღვიძებთ.
ხოლო თუ თქვენი ბალიში ღამით დისკომფორტს გიქმნით, შეიძლება ძილის ხარისხი გაგიუარესდეთ. რაც უფრო ნაკლები ან უხარისხოა თქვენი ძილი საათები, მით ნაკლები დრო აქვს თქვენს სხეულს მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქციის შესასრულებლად. ძილის მუდმივმა უკმარისობამ, შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს განწყობაზე, აზროვნების უნარზე და შედეგად, ორგანიზმმა დღის განმავლობაში მეტ სტრესული ჰორმონი გამოყოს.
გაქრება გამონაყარი
თქვენი კანი მადლობას გიხდით ბალიშის დავიწყებისთვის! ჩვეულებრივ, ღამის განმავლობაში, ბალიშზე ძლიერად „აჭერთ“ თავს. ბალიშის ზედაპირზე უამრავი ჭუჭყი, სხეულის ცხიმი და საყოფაცხოვრებო მტვერი გროვდება. ამ ყველაფერმა კი შეიძლება გამოიწვიოს კანის ანთება, გამონაყარი და ნაადრევი ნაოჭები.
თემები: ძილი, ძილის რეჟიმის დარღვევა, აკნე, ბალიში
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>