LIFE

5 რჩევა, როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია სახლიდან მუშაობის დროს

5 რჩევა, როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია სახლიდან მუშაობის დროს

ახლა, ათასობით ადამიანი მუშაობს სახლიდან და სავარაუდოდ, ბევრი პროფესიონალისთვის, ეს ტენდენცია კიდევ რამდენიმე თვეს გასტანს. ასეთ სტრესის და სამუშაოს პირობებში, მნიშვნელოვანია მოტივაცია შევინარჩუნოთ მაშინაც კი, თუ საძინებელი ოთახიდან გვიწევს საქმიანი წერილების წერა.

გამოეწყვეთ

5 რჩევა, როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია სახლიდან მუშაობის დროს

შეიძლება სასიამოვნოც კია პიჟამაში მუშაობა, მაგრამ ეს საუკეთესო იდეა სულაც არ გახლავთ. პიჟამაში თავს მოდუნებულად გრძნობთ, ხოლო სპორტული შარვალი ხელს გიწყობთ უფრო თავისუფლად გადადოთ საქმეები. სამაგიეროდ, კარგი იდეაა სწორად ჩაცმა (და არა ვიდეო ზარებისთვის პერანგისა და პიჯაკის მორგება).

სასიამოვნო და სადა ოფისის სამოსის მორგება, თმის ვარცხნილობა და პროფესიონალური გარეგნობა დაგეხმარებათ მარტივად გადახვიდეთ "სამუშაო რეჟიმში" და შეინარჩუნოთ მოტივაციის დღიური დოზა.

მოაწესრიგეთ გარემო

5 რჩევა, როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია სახლიდან მუშაობის დროს

უწესრიგო გარემო ყურადღების გადასატანი საუკეთესო საშუალებაა, რაც ხელს გვიშლის კონცენტრირებაში (რამდენი დრო დაგჭირდებათ საჭირო დოკუმენტის ან ნაშრომის მოძებნაში?). სუფთა მაგიდა დაგეხმარებათ უფრო მეტად გააკონტროლოთ მუშაობის პროცესი და არ მოწყდეთ დავალებას.

ასევე, რეკომენდებულია მოაწყოთ „სამუშაო კუთხე“ რომლსაც მხოლოდ და მხოლოდ ეს ფუნქცია ექნება. შეეცადეთ იპოვოთ სივრცე, სადაც ყოფნა გსიამოვნებთ, სადაც არ იქნებიან ოჯახის წევრები, არ მოგწვდებათ სამზარეულოს ხმაური და არავინ დაგისვამთ კითხვას ყოველ ხუთ წუთში ერთხელ.

მოიმარაგეთ მცენარეები

5 რჩევა, როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია სახლიდან მუშაობის დროს

ბუნება გვეხმარება ვიყოთ უფრო კრეატიულები. თანაც, ბევრად სასიამოვნოა, კარგ გარემოში მუშაობა. ჩართეთ ბუნებრივი მცენარეები „სამუშაო კუთხის“ მოწყობაში, რათა ის უფრო კომფორტული გახდეს.

არსებობს უამრავი მცენარე, რომელთაც დიდი მოვლა არ სჭირდება და არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას ცოცხლად შენარჩუნებისთვის, მაგრამ ის მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენენ იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს მუშაობის დროს.

არ დაგავიწყდეთ შესვენება

5 რჩევა, როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია სახლიდან მუშაობის დროს

იმის გამო, რომ სახლიდან მუშაობთ, არ ნიშნავს, რომ მუდმივად ეკრანზე უნდა იყოთ მიჯაჭვული. სინამდვილეში, ყოველ საათში მცირე, 10 წუთი შესვენება უფრო პროდუქტიულს გაგხდით, უბრალოდ დარწმუნდით, რომ შესვენებები არ გაგიგრძელდეთ.

თქვენ შეგიძლიათ მაქსიმალურად ისარგებლოთ ამ მომენტით და ფიზიკურად დაკავდეთ - მოშორდით კომპიუტერს, გააკეთეთ გაწელვები, მსუბუქი ვარჯიშები ან „ისეირნეთ“ და მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას.

შეინარჩუნეთ კონტაქტი თანამშრომლებთან

5 რჩევა, როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია სახლიდან მუშაობის დროს

სახლიდან მუშაობისას, აუცილებლად იგრძნობთ თავს იზოლირებულად. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლებთან კონტაქტის შენარჩუნება და მათთან ურთიერთობა. გააგზავნეთ შეტყობინება, შეუერთდით შეხვედრას, დაუკავშირდით ვიდეო ზარის საშუალებით, ან მოძებნეთ ნებისმიერი სხვა გზა, რომელიც შეგახსენებთ, რომ მარტო არ მუშაობთ.

სოციალურმა კავშირმა შეიძლება მოტივაციით აგავსოთ და უფრო ნაყოფიერად შეასრულოთ სამუშაო. იპოვნეთ შესაძლებლობა, თუ როგორ ეკონტაქტოთ თქვენს თანამშრომლებს დისტანციურად, შეინარჩუნეთ მათთან კომუნიკაცია და გაუზიარეთ მიმდინარე პროცესები ერთმანეთს.



<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>