ემოციური დაღლილობა ხუმრობა სულაც არ არის - და მას შეუძლია შენიღბოს სხვა სტრესული ფაქტორები. დროა გააცნობიეროთ ხართ თუ არა ამ ზღვარზე და ერთხელ და სამუდამოდ დაძლიოთ უსიამოვნო შეგრძნებები.
გიჭირთ ყოველდღიური, პატარა ემოციების გადამუშავება
როდესაც მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც ყოველი უარყოფითი განცდა სამყაროს აღსასრულის ნიშანი არ გახდება? ეს განცდა თავისი გამანადგურებელი ძალით ფსიქიკას უდიდეს ზიანს აყენებს. გაითვალისწინეთ, რომ ამის მიზეზი პიროვნული სისუსტე კი არ არის, არამედ ემოციური გადატვირთვისა და გამოფიტვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.
ეს არის პრობლემის გარდამტეხი წერტილი, რომელიც დიდი ხანია ყალიბდება. თქვენ არ გჭირდებათ ზედაპირზე არსებული მარტივი პრობლემის მოგვარება - უბრალოდ უნდა იპოვოთ გამბედაობა, ნახოთ, რა იმალება მის ქვეშ.
თქვენ ხართ ჰიპერმგრძნობიარე
ანალოგიურად, თქვენი მგრძნობელობა არ ნიშნავს, რომ უბრალოდ "ზედმეტად რეაგირებთ" მოვლენებზე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ სწორად დაშლის წერტილში ხართ და კიდევ ერთი შეფერხებას თავს ნამდვილად ვერ გაართმევთ.
იმის ნაცვლად, რომ ენერგია მოვლენების გასაკონტროლებლად გამოიყენოთ, თქვენ უნდა ის უნდა მიმართოთ იმის გამოსარკვევად, თუ რატომ ხართ ასეთი გამოწურული. შეიძლება არსებობდეს თქვენი ცხოვრების ისეთი ელემენტები, რომლებიც უბრალოდ არამდგრადია. შეიძლება არსებობდეს მნიშვნელოვანი საჭიროებები, რომელთა უგულებელყოფაც ჯიუტად აგრძელებთ.
თქვენ არ გჭირდებათ ნებისყოფა სხვა მცირე დისკომფორტების გამო. თავდაპირველად, თქვენ უნდა მოძებნოთ სურვილი იმის დასადგენად, თუ რა მიგიყვანათ ამ ადგილზე.
თქვენ გეშინიათ, რომ დამარცხდებით
კიდევ ერთი საკვანძო ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა ემოციურ დაღლილობას განიცდით არის ის, რომ თქვენ ხედავთ მოვლენებს "ყველაფრის ან არაფრის" პერსპექტივით. ამის მიზეზი ისაა, რომ თითოეული მომენტი თქვენთვის ბრძოლაა, სადაც ან გაიმარჯვებთ, ან დამარცხებით.
თუ ამ უიმედო ბრძოლას თავს დაანებებთ, ეს იმის ნიშანი კი არ იქნება, რომ თქვენი მომავალი სინამდვილეში განწირულია. პირიქით, ეს იქნება თქვენი ემოციების რეალურად აღიარების გზა - მათი ინტენსივობის, სიმძიმისა და ხანგრძლივობის შინაგანი შეგრძნება. ეს არ ნიშნავს, რომ იმედგაცრუებული ხართ. ეს ნიშნავს, რომ სწორედ ახლა უკავშირდებით საკუთარ საზღვრებს და ცდილობთ, ეფექტურად, სიღრმისეულად მოაგვაროთ რეალური პრობლემები.
თემები: ფსიქოლოგია, ურთიერთობა, პრობლემები, გადაწყვეტილება, დაბრკოლებები, რთული პერიოდი, ცხოვრების გაკვეთილები, დაბრკოლებების გადალახვა, ემოციების მართვა, წარმატება, ნაბიჯის გადადგმა, მოტივაცია